ბსუ-მ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე აკრედიტაცია გერმანული GIZ-ის მხარდაჭერით მიიღო

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. სამაგისტრო პროგრამა – „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ 2021 წლიდან განხორციელდება. „ეს არის პირველი ასეთი სახის სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ კავკასიაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარს უჭერს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნული პროგრამის დანერგვის პროცესში“, – ეს არის …

ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო

ავტორი: მაგდა მარუაშვილი, ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ინსტრუქტორი ____________________________ ქუვეითში, ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე წელია ვასწავლი. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ენის გაუმჯობესება სჭირდებათ, უნივერსიტეტი ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. ერთი წლის განმავლობაში მათ სესიები მხოლოდ ინგლისურ ენაში უტარდებათ, ამის შემდეგ კი სწავლას თავიანთი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ. სწორედ ამ პროგრამის …

4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო თანხა 4 023 000 ლარია. შერჩეული სკოლებიდან 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოშია, ხოლო 58 სკოლა დასავლეთ საქართველოში. მათ შორის 23 სკოლა აჭარაში: ბათუმში: მე-2, მე-14, მე-15, 25-ე და 27-ე საჯარო სკოლები; ქობულეთში: მე-6 და მე-3 …

მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იმ სტუდენტების მხარდასაჭერად, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ | EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. „პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის სტუდენტმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ხელფასი …

„მინდა განათლების ხელმისაწვდომობაში ჩემი წვლილი შევიტანო“ – ინგლისურის მასწავლებელი

ხატია ხიმშიაშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის 24 წლის მასწავლებელია. ენას ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა. „აქტიური ბავშვობა და საინტერესო ამბებით დატვირთული დღეები – ეს იყო ჩემი ნატვრა. სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში დავამთავრე. მაღალმთიან აჭარაში, სამწუხაროდ, ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი სრულფასოვან სასკოლო განათლებაზე. მათ ხშირად შინ არ აქვთ კომპიუტერი …

ქართველი მასწავლებელი Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულია

ორი მასწავლებელი საქართველოდან, მარინე ფორჩხიძე და ირმა კურტანიძე საერთაშორისო კონკურსის Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულები არიან. მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსი Global Teacher prize-სგან იმით განსხვავდება, რომ სამეტაპიანია და მხოლოდ ერთი ფინალისტი არ ჰყავს. კონკურსის ორგანიზატორი ქვეყანა ინდოეთია. „ბათუმელები“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარინე ფორჩხიძეს ესაუბრა, ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის ფინალისტიცაა. მარინე ზესტაფონის მე-7 საჯარო და …

მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს

საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული. ერთი ლექციის მოსმენითაც ნათელია, თუ როგორ აკნინებს ლექციების ეს კურსი ქალის როლს და მათ კარიერულ განვითარებას. ლექციების კურსს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. პანდემიის დროს ქალთა უფლებების შემლახავ ლექციებს …

„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი ბებიას არ მოვუტანო“ – მოსწავლეები პანდემიის დროს

გიორგი გელაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-12 კლასში სწავლობს. ყველაზე მეტად, რაც პანდემიამ მის ცხოვრებაში შეცვალა, ადამიანებთან ურთიერთობაა. გიორგი ამბობს, რომ მისთვის სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობა დისკომფორტს უქმნის. „მე ასეთი ადამიანი ვარ, ურთიერთობები მიყვარს, უნდა ვხედავდე ადამიანს, უნდა შევხვდე და ველაპარაკო, ვისეირნო მასთან ერთად, ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიამ მინიმუმამდე დამიყვანა. ვცდილობ შევეგუო, …

რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას

სკოლებში 2020-ის სასწავლო წელი 30 დეკემბერს დასრულდება. მოსწავლეების სემესტრული შეფასებისთვის კი სკოლები ძირითადად იმ მეთოდს მიმართავენ, რაც პანდემიის პერიოდში სამინისტროსგან ოფიციალურად იყო გაჟღერებული. ეს არის მაგალითად, შემაჯამებელი კომპლექსური დავალებები, რომელიც შესაძლოა როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმითაც ჩატარდეს. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ თითქმის ყველა საგანში ზეპირი შემაჯამებლებით შეაფასეს მის სკოლაში …

ვის აძლევს აჭარის მთავრობა 1000 პლანშეტს, როცა 7000 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი

დღეს, 17 დეკემბერს, აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, მომავალი წლის განათლების ბიუჯეტი 58 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტში, როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან და …

სკოლებში პოლიტიკურ და ნეპოტისტურ გავლენებზე „განათლების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს

„განათლების კოალიცია“ სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ  პროცესი პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობაზე ეჭვს აჩენს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით. ჩვენთვის, ისევე როგორც მთლიანად …

რას ჰყვება მასწავლებელი, რომელსაც გარე დაკვირვებაში 0 კრედიტი დაუწერეს

„დასრულდა ჩემი ნერვიულობა, მოლოდინი და ფუჭი იმედები. მე ვერ გავიარე სანუკვარი გარე დაკვირვება. მინდა ვუთხრა (რატიანს): ამით არ სრულდება არაფერი. მე დაგიმტკიცებთ გამოცდაზე, რომ ვიმსახურებ სტატუსს – წამყვანი. გმადლობთ“, – ეს სიტყვები ხულოში, სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია იაკობაძეს ეკუთვნის. მასწავლებელს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, მისი აზრით, შეფასდა თუ არა …

რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში

„რთულია კავშირის დამყარება წულუკიანსა და განათლებას შორის“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად, ითქვა, რომ წულუკიანის ამ სისტემასთან დაკავშირება სხვა არაფერია თუ არა მისი პოლიტიკური გავლენების შესუსტება. იყო კითხვები იმაზეც, ხომ არ დააქვეითეს წულუკიანი პარლამენტში გადაყვანით, თუ პირიქით – ის „სისტემაში …

ვარ შოკირებული და მაქვს უსამართლობის განცდა – სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

მიმოზა ღოლიჯაშვილი იმ დირექტორების სიაშია, ვისაც განათლების სამინისტრომ მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლება აღარ მისცა. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით შოკირებული და იმედგაცრუებულია. მიმოზა ღოლიჯაშვილი კოლეგებს დღემდე წარმატებულ დირექტორად მიაჩნდათ და ის წელს სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტიც იყო. მიმოზა, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. „ეს იყო აბსოლუტური შოკი, აბსოლუტური მოულოდნელობა და …

რამდენი დღით დაისვენებენ სკოლები ზამთრის არდადეგებზე | სამინისტრო

განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. რადგან 16-17 იანვარი შაბათი-კვირაა, 2021 წელს სასწავლო პროცესი ორშაბათს, 18 იანვარს განახლდება. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დისტანციურად ტარდება, ბათუმში კი სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა 2020 წლის გაზაფხულზე შეწყდა და …

სახალხო დამცველი გამოცდების ეროვნულ ცენტრს და განათლების სამინისტროს მიუთითებს

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიუთითებს, რომ შშმ პირებისთვის მისადაგებული გარემო შექმნას ეროვნულ გამოცდებზე. 2020 წლის 24 ივლისს სახალხო დამცველს სმენადაქვეითებულმა მოქალაქე გ.გ-მ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინგლისური ენის ჩაბარებისას მის საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი. „საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ …

ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ …

რამდენი ლარი დაემატება პედაგოგს საათების მიხედვით და ვინ მიიღებს 100 ლარს – იხილეთ ცხრილი

განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული პედაგოგების ხელფასების 100 ლარით გაზრდა ნიშნავს თუ არა ხელფასის 100 ლარით ზრდას ყველა პედაგოგისთვის? – ეს კითხვა მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გაავრცელა პირველ დეკემბერს. გუშინ არაერთი პედაგოგი წერდა, რომ მათთვის მაინც გაურკვეველია, მიიღებდნენ თუ ვერა ახალი წლიდან მომატებულ ხელფასს. პედაგოგები გამოქვეყნებული მასალის  …

მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების ხელფასების ზრდა 100 ლარითაა განსაზღვრული. ამის შესახებ დამატებითი განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გააკეთა. „2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის – 15 საათის მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული …

სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ

თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან. „დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. …

როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს

„საქართველოს რეგიონებში სკოლები პირდაპირ სწავლებაზე დატოვეს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონის სკოლებში სამუშაოდ თბილისიდან დადიოდნენ, ვეღარ მიდიან და სრული პარადოქსული სიტუაციაა. არც დისტანციურზე გადაჰყავთ სკოლები და არც ტრანსპორტია, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგებმა იარონ“, – წერს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით …

როგორ გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი – სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა, რის მიხედვითაც, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში უფროს მასწავლებელს შეუძლია გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს. გარე დაკვირვება მასწავლებელმა 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს. „ხოლო 2021 …

ცვლილებები მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებში 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცენტრის ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. „ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის …

უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვები აუდიოსახელძღვანელოებით ისარგებლებენ – სამინისტრო

IV-VII კლასის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს აუდიოფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზეც განთავსდება. „აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი …

პედაგოგების გამოცდები შესაძლოა გადაიდოს – ცენტრის შეტყობინება კურატორებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაიდოს პედაგოგების საგნობრივი გამოცდები, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო. საბოლოო გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სმს-ს შეტყობინება უკვე დაუგზავნეს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, დამკვირვებლებსა და კურატორებს, ვისთანაც ყოველწლიურად თანამშრომლობს ცენტრი. თუმცა, როგორც ცენტრში ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცდების გაუქმებაზე უნდა მიიღოს საქართველოს განათლების …

ბათუმელი მე-12 კლასელი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია შექმნა

„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა საჯარო სივრცეში, მე-12 კლასელმა კობა ჟღენტმა შექმნა. აპლიკაციას უკვე 14 500 გამომწერი ჰყავს და პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, აპლიკაციით უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც დაინტერესდნენ. როგორც კობა გვეუბნება, აპლიკაციის შექმნას თითქმის მთელი წელი დასჭირდა. ახლა ის ჰაგიოგრაფიის ნაწილზე მუშაობს. „ზოგადად, ძველი ქართულის გაგება არა მარტო სკოლაში, უნივერსიტეტშიც კი უჭირთ ხოლმე, …

აჭარაში 7 200 ბავშვს შესაძლოა ინტერნეტის ინდივიდუალური პაკეტი შეუძინონ

აჭარაში 7 200-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას, შესაძლოა ინდივიდუალური ინტერნეტპაკეტი შეუძინონ. ამის შესახებ ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტმა ნათია ჯოხაძემ აღნიშნა ონლაინდისკუსიის დროს, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ მიმართულებით თანხის გამოყოფას იუნისეფი აპირებს, თუმცა რამდენლარიანი პაკეტის შეძენა მოხერხდება თითოეული ბავშვისთვის, დეტალები ჯერ …

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს. მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო …

სად წავიდა მასწავლებლობის 1900 მსურველი, ვინც ეროვნული სკოლა გაიარა

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 1900-მდე მასწავლებლობის მსურველმა გაირა, თუმცა მათგან რამდენი გავიდა 2020 წლის ზაფხულში საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, ამის შესახებ მასწავლებლის სახლს ინფორმაცია არ აქვს. პროექტის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინფორმაცია არც იმის შესახებ აქვთ, დასაქმდა თუ არა „ეროვნული სკოლის“ რომელიმე მონაწილე სკოლაში ან თუ ვერ დასაქმდა, რატომ. „ეროვნული სკოლის“ პროექტზე 2019 წელს 200 ათასზე …

გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა

საერთაშორისო კვლევის (PISA) მიხედვით, რომელიც 15 წლის მოსწავლეების მიღწევებს იკვლევს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ყოველ სამ წელიწადში ტარდება და მასში მსოფლიოს 79 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ბოლო კვლევაში 600 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა მოზარდებმაც. კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი. რომელიც მიღწევებს ადარებს სქესის მიხედვით, ჩანს, რომ საქართველოში გოგონების მიღწევები ბიჭების მიღწევებს აღემატება, როგორც …

ქართველი პედაგოგები თვითშეფასებით უსწრებენ ფრანგ, ესტონელ და ფინელ კოლეგებს

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) სრული ვერსია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მასწავლებლების თვითშეფასების მაჩვენებელსაც ასახავს. კვლევა 2018 წლის პერიოდს მოიცავს და აჩვენებს, რომ ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაღალია. ამ კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით საქართველო, მაგალითად, უტოლდება ინგლისს და მასთან ერთად TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის მე-14 პოზიციაზეა. 2013 წელს ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება 84.8 …

კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე

საქართველო სამეცნიერო ფესტივალს – „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სხვადსხვა კონკურსი და აქტივობა გაიმართება. სტუდენტებისთვის გამოცხადდება მოთხრობების კონკურსი სახელწოდებით – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“. სკოლის მოსწავლეებისა და ასევე სტუდენტებისთვის კი, პიესების კონკურსი – მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ. გამოცხადდება კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად …

შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე 

„ამას რა ისწავლის?“, „საერთოდ არ მესმის“, „რა ენაზე წერია?“, „რაში მჭირდება ეს ყველაფერი“ – ეს მცირე ჩამონათვალია მოსწავლეების იმ ფრაზებიდან, რომელთაც ისინი ჰაგიოგრაფიასთან ან სხვა ძველ ტექსტებთან პირველი შეხების დროს წარმოთქვამენ. როგორ ახერხებენ პედაგოგები ონლაინსწავლების ფორმატში შეძლონ და დააინტერესონ მოსწავლეები მათთვის მიუჩვეველი ენობრივი ნორმებით, დააწყებინონ ფიქრი და მსჯელობა,მაგალითად, „შუშანიკზე“, „აბოზე“, ვარსქენზე“ თუ სხვა გმირებზე და …

ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ასლან ბაკურიძე პეტიციას ავრცელებს. პეტიციაში საუბარია იმაზე, რომ რადგან პანდემიიდან გამომდინარე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდება, უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადის შემცირებაზე უნდა იფიქროს. პეტიციას ამ დროისთვის ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. „უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის განათლების მიწოდებას, რაც სააუდიტორიო სივრცეში სწავლით მიიღწევა. სტუდენტებისთვის არ …

რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს

საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო. …

როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის რეგიონში კი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არც სექტემბერში განახლებულა. რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა ასევე დისტანციურად მიმდინარეობს, იზრდება წერტილოვანი შეზღუდვებიც სხვადასხვა სკოლაში. განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა ოფიციალურად და ჰკითხა, თუ რამდენ ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა ან სათანადო ტექნიკური …

Exit mobile version