განათლება,მთავარი,სიახლეები

კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე

12.11.2020
კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე

საქართველო სამეცნიერო ფესტივალს – „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სხვადსხვა კონკურსი და აქტივობა გაიმართება.

სტუდენტებისთვის გამოცხადდება მოთხრობების კონკურსი სახელწოდებით – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“. სკოლის მოსწავლეებისა და ასევე სტუდენტებისთვის კი, პიესების კონკურსი – მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ.

გამოცხადდება კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად და კიდევ ერთი კონკურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ლაბორატორიებისა და მუზეუმების ორგანიზებას გულისხმობს.

ფესტივალი, Twinning-ის მხარდაჭერით, ითვალისწინებს ტრენინგსაც – „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებში იმართება.

27-28 ნოემბერს ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები დისტანციურად ჩატარდება ქალაქებში: თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში.

ეს პროექტ „მეცნიერება კაპიტანიას“ ძირითადი ღონისძიებებია, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ამ პროექტის საგრანტო ბიუჯეტი საქართველოში, მთლიანობაში, 197 500 ევროა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: