განათლება,მთავარი,სიახლეები

1 სკოლა დაიხურა და 28 კლასი ონლაინზე გადავიდა – კოვიდი აჭარაში 

11.10.2021
1 სკოლა დაიხურა და 28 კლასი ონლაინზე გადავიდა – კოვიდი აჭარაში 

დღეს, 11 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო ერთი სკოლა დაიხურა ხელვაჩაურში, ხოლო აჭარის მასშტაბით 28 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში ონლაინსწავლებაზე გადავიდა 18 კლასი, ქობულეთში – 7 , შუახევში – 1, ქედაში – 2 კლასი.

საბავშვო ბაღები

კოვიდი გამოვლინდა საბავშვო ბაღებშიც. ამის გამო ბათუმის ოთხ საბავშვო ბაღში დაიხურა ჯგუფები, ქობულეთის სამ ბაღში სამი ჯგუფი და ქედაში ორ ბაღში ორი ჯგუფი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსი გამოვლინდა როგორც პერსონალში, ასევე მოსწავლეებში.

საბავშვო ბაღების შემთხვევაში კი, კოვიდი გამოუვლინდათ ბავშვებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: