განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარაში 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 4 ბაღი

13.10.2021
აჭარაში 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 4 ბაღი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის სკოლებში 75 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე, დახურულია ერთი სკოლა.

  • ბათუმში ონლაინში სწავლობს 55 კლასი
  • ქობულეთში – 16 კლასი
  • ხელვაჩაურში – 1 კლასი
  • ქედაში – 2 კლასი
  • შუახევში – 1 კლასი.

საბავშვო ბაღები

დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში დაიხურა 4 საბავშვო ბაღი.

თითო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში. ბაღების გარდა დაიხურა 16 ჯგუფი. აქედან 10 ჯგუფი ბათუმში, 4 – ქობულეთში და 1 ჯგუფი – ქედაში.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი დაუდასტურდა 171 ადამიანს, გარდაიცვალა სამი პირი.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდი დაუდასტურდა 4 838 ადამიანს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: