თოვლით დაფარული სკოლები ხულოში | ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ზოგიერთ სოფელში თოვლმა სკოლა თითქმის დაფარა. სკოლაში შესასვლელად მოსახლეობას თოვლში გვირაბის გაკეთება უწევს. ასეა სოფელ დანისპარაულში. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, კურორტ გოდერძის მახლობლად. თოვლში მხოლოდ სკოლის სახურავი ჩანს. ეს სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაა. ეს პატარა სოფელი ხულოში, დიოკნისის თემში მდებარეობს. სკოლაში 44 მოსწავლეა. სკოლაში ამბობენ, რომ …

დიდთოვლობის გამო მოსწავლეების ნაწილი სკოლაში ვერ მივიდა – სამინისტრო

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს, 17 იანვარს, ოფიციალურად განახლდა. თუმცა, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა. მაგალითად, სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის შენობა მთლიანად თოვლშია ჩაფლული. სოფლის გზა ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლას ვერ მოახერხეს. აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ სკოლებში მოსწავლეების ნაწილი ვერ გამოცხადდა, თუმცა …

მოსწავლეების სკოლებში მიყვანაზე 38 დღეში 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში

აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 1 224 270 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებები კი, ტენდერის გარეშე გაფორმდება. მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანხებია განსაზღვრული: ბათუმი – 85 670 ლარი შუახევი – 193 121 ლარი ხულო – 168 616 ლარი …

ბიბლიოთეკა შენ ხარ – ნათია კაპანაძე “მოგზაური ბიბლიოთეკისთვის”

ავტორი: ნათია კაპანაძე, უფლებადამცველი, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი, აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორი ორი შობის და ორი ახალი წლის ამ ჯადოსნურ დღეებში ყველას გვაქვს შესაძლებლობა წუთით მაინც დავრჩეთ მარტო საკუთარ თავთან. ჩავიფიქროთ სურვილები, მხოლოდ ჩვენ რომ გვეკუთვნის. საახალწლო ფილმის გმირებივით გავიმარტივოთ მომავალი ერთი წლის რთული დღეების გადალახვის გეგმა, დაველოდოთ გლობალურ ცვლილებებს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. …

5 100 ოქროსა და ვერცხლის მედლისთვის 220 ათასი ლარი დაიხარჯება

2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს [მოოქროვილი] და ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება/მოწოდებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მედლების შესაძენად 220 500 ლარია გათვალისწინებული. ტენდერის მიხედვით, დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობაა 5 100 ცალი. მათ შორის: 3 900 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 1 200 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი. თუმცა, დასამზადებელი …

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი. ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის …

სტუდენტი სოფლიდან, რომელსაც 1 ლექციაზე დასასწრებად ყოველ კვირას ბათუმში უწევს ჩამოსვლა

ბსუ-ში არაერთი სტუდენტი ვერ ახერხებს ოფლაინ ლექციებს ინგლისურში საუნივერსიტეტო სივრცეში დაესწროს, რადგან სოფელში ცხოვრობენ. სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო მეტად გართულდა სოფლიდან ქალაქში ყოველ კვირა ჩასვლას ერთ ან ორ ლექციაზე დასასწრებად. ამასთან, ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულებაც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ჰიბრიდულად სწავლობენ. ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს …

პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მასწავლებლები მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა: უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით [იყო 570]; წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით [იყო 950]; მენტორის …

რამდენად სწორია 1-კრედიტქულიანებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება – ინტერვიუ პედაგოგთან

როლანდ შავაძე ინგლისურ ენას ასწავლის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში. მას ვთხოვეთ 2021 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დოკუმენტში შეტანილ ცვლილების შეფასება, რომლის თანახმად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, როგორც ერთკრედიტქულიანი, ისე ათკრედიტქულიანი მასწავლებლები. როლანდ შავაძე ასწავლის პროგრამის ფარგლებში – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“. ბატონო როლანდ, აქამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეძლეს …

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად …

„პირადად დავეხმარები“ – რესურსცენტრის უფროსი 15 წლის მოზარდზე, რომელიც სკოლაში ვერ დადის

სკოლის მიღმა დარჩენილი 15 წლის მოზარდის, შოთა ბოლქვაძის სკოლაში დაბრუნების შესახებ, „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრს ესაუბრა და ჰკითხა, რა გზები არსებობს სისტემაში იმისთვის, რომ მოზარდმა სწავლის განახლება შეძლოს და საბაზო საფეხურის ატესტატი აიღოს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ შოთას საბაზო განათლების ატესტატის მიღების ორი გზა აქვს. პირველი ის, რომ აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი და სწავლა გააგრძელოს …

10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია

შოთა ბოლქვაძე 15 წლისაა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო – საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა. მერე ავად გახდა და სკოლაში ვეღარ შეძლო სიარული. შოთა მეზღვაურობაზე ოცნებობს, თუმცა ატესტატი არ აქვს. შოთას ოჯახში მასთან ერთად კიდევ ათი ადამიანი ცხოვრობს – შოთას მშობლები, ბებია-ბაბუა, მისი და-ძმები და 3 წლის დისშვილი. ყველაზე პატარა შოთას 6 …

ბათუმში კოვიდზე 36 ბავშვი მკურნალობს

ბათუმში, იაშვილის კლინიკაში, 27 დეკემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსზე სხვადასხვა ასაკის 36 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „დაახლოებით 40-მდე მერყეობს პაციენტების რაოდენობა. ძირითადად 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ახალშობილთა რეანიმაციაში გვყავს 6 ბავშვი, აქედან 4 ახალშობილია,“ – გვითხრეს კლინიკაში. კორონავირუსის რომელი შტამი ფიგურირებს ბავშვებში? – კლინიკაში ამბობენ, რომ ამის შესახებ …

ბათუმში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

24 დეკემბერის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი კერძო სკოლა ბათუმში და 111 კლასი სხვადასხვა საჯარო სკოლაში. ბათუმში დისტანციურად სწავლობს 80 კლასი ქობულეთში 19 კლასი ხელვაჩაურში 12 კლასი მიმდინარე კვირაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9 და მოსწავლეების 2,1 პროცენტს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. „ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა …

ვის შეუძლია მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლა 2022 წლის ზაფხულში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს კარიერული წინსვლის ახალი შესაძლებლობა ეძლევათ. 2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე …

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სკოლებში დისტანციურად სწავლობენ

დიდთოვლობის გამო ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში სწავლება 23-24 დეკემბერს ონლაინ, დისტანციურად მიმდინარეობს.  „ორი დღით საგაკვეთილო პროცესის ონლაინ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლის  დირექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, 22-23 დეკემბერს მოსწავლეები შეძლებენ თუ ვერა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.  თუ რომელიმე სკოლის დირექტორი დაგვიდასტურებს, რომ ვერ მოხდა რომელიმე სკოლის, კლასის ჩართვა …

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან. ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.  ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა.  „ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების …

44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში 44 687-მა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი სხვადასხვა მიზეზით. უწყების ინფორმაციით, იმავე პერიოდში 25 998-მა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი. უწყების ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლებში: 23 202 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული 13 226-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა 2020-2021 სასწავლო წლებში: 21 485 სტუდენტს ჰქონდა …

აჭარაში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურზე გადავიდა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 2 სკოლა და 122 კლასი გადავიდა. ბათუმში ორი კერძო სკოლა გადავიდა კოვიდის გამო დისტანციურზე, კლასები კი ასე გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიხედვით: ბათუმი- 94 ქობულეთი-11 ხელვაჩაური- 12 ხულო-2 ქედა -3 სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 და მოსწავლეების 2,4 პროცენტს. ამ ეტაპისთვის …

მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლება აქვს

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინის – „მასწავლებლობის მაძიებელი“ განმარტების ცვლილებას, რომლის მიხედვით, მასწავლებლის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. ინიციატივის ავტორი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეა. მისი თქმით, მასწავლებლად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ინიციატივა …

რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა

განათლების მინისტრმა  მასწავლებლის კარიერული სქემის ცვლილებები დააანონსა მომავალი წლიდან და ასევე თქვა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე პასუხისმგებელი რესურსცენტრები იქნებიან. რას მოუტანს ცვლილებები სკოლებს და რა სჭირდება რეალურად მასწავლებელს პროფესიული განვითარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია სალაძეს ესაუბრა. ის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვის ექსპერტია ბათუმსა და …

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. არდადეგების დაწყებამდე სკოლებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ. დღეს მოსწავლეთა შეფასებისას ძირითადად ორი ტიპის – განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ. განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს …

აჭარაში დისტანციურად 112 კლასი სწავლობს კოვიდის გავრცელების გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურად სწავლობს 112 კლასი. ბათუმში – 76 კლასი ქობულეთში – 25 კლასი ხელვაჩაურში – 9 კლასი ქედაში – ერთი კლასი შუახევში – ერთი კლასი 10 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით კოვიდით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

რომელი პრაქტიკოსი მასწავლებლების გათავისუფლებას გეგმავს ახალი წლიდან სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტრომ, პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან …

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ მოგზაურობა დიდაჭარასა და ღორჯომში

„მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ რეპორტიორებთან, მოხალისეებთან და ბლოგერებთან ერთად  აჭარის მაღალმთიან სოფლებში ვიზიტები დაიწყო.   პროექტის მხარდამჭერების დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 28 სოფელმა უკვე მიიღო ახალი წიგნები, განახლდა 17 სასოფლო და 11 სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდი.  პირველი ვიზიტი 23 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში შედგა. როგორც აღმოჩნდა, აქაურ მკითხველებს უკვე დაუწყიათ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მიერ ჩატანილი ახალი წიგნების კითხვა:  „ყუთების გახსნისთანავე, …

ილიაუნის პროფესორი ოზგურ ქიში, 2021 წლის ყველაზე გავლენიან მკვლევართა სიაში მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ოზგურ ქიში Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა (Highly Cited Researchers) 2021 წლის სიაში მოხვდა. საქართველოც, როგორც ქვეყანა წელს ამ სიაში პირველად დასახელდა. 2021 წლის სია 70-ზე მეტი ქვეყნის 6 602 მკვლევრის მონაცემებს მოიცავს და აქედან,  სიაში 24 ნობელის პრემიის ლაურეატია დასახელებული. როგორც ილიაუნი წერს, „პროფესორი ოზგურის Clarivate-ის გავლენიან …

ბოლო 7 დღეში კოვიდი მასწავლებლების 0.8 და მოსწავლეების 0.3 % დაუდასტურდა

კორონავირუსის გამო აჭარაში სრულად დისტანციურზე სწავლობს ერთი სკოლა ხულოში და 105 კლასი რეგიონის სხდასხვა სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად დისტანციურზე იმყოფება კლასები: ბათუმი – 68 ქობულეთი -26 ხელვაჩაური – 9 შუახევი – 1 ხულო – 1 ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა სწავლობს დისტანციურად და ცალკეული სკოლების 369 კლასი. ასევე, რისკის ჯგუფის 115 …

საქართველოში 222 კერძო სკოლაა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 308 სკოლაა აღრიცხული, მათ შორის, 2 086 საჯარო სკოლაა, ხოლო 222 – კერძო. საქსტატის კვლევის თანახმად, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (საერთო რაოდენობის 17.2%) იმერეთშია. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, აჭარაში …

„ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“ – რისთვის გააკრიტიკეს ჩხენკელი პარლამენტში

დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში წარსდგა. მინისტრმა ისაუბრა ძირითადად მომავალ დროში და ნაკლები – პანდემიით გამოწვეულ სასკოლო დანაკარგებსა და თუ სხვა პრობლემებზე. განათლების მინისტრი პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან ამის გამო გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებები რეალობას აცდენილია. „როცა ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან აცდენილი ხართ …

ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება

დღეს, პირველ დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მომავალში ახალი ფუნქცია მიენიჭებათ. „იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების …

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იქმნება მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიული მოდელი, რომელზეც სპეციალისტები უკვე მუშაობენ. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, …

ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო

ბათუმელი მოსწავლე დავით რუსია 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულია. მან თავის გუნდთან ერთად პირველი ადგილი აიღო. დავითი ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრები – საბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკელები არიან. „ჩვენს პროექტს ჰქვია თერმული წყლები, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ტემპერატურათა სხვაობის გამო. ამიტომ …

კოვიდის გამო აჭარაში 3 სკოლა და 93 კლასი დისტანციურად სწავლობს

26 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა იმყოფება. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 93 კლასი ცალკეულ სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურზეა გადასული 2 სკოლა ხელვაჩაურში და 1 სკოლა ხულოში. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებაზე გადასულ კლასებს, სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: ბათუმი- 79 ქობულეთი-7 ხელვაჩაური- 4 ხულო-2 ქედა -1 სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსი …

წიგნების დროში – პაატა შამუგია

ავტორი: პაატა შამუგია, პოეტი ______________ ერთადერთი, რაზეც პანდემიას ვემადლიერები, დროის შეგრძნების გამახვილებაა. მთელი ეს კოვიდწლები დრო თითქოს შენელდა. ამ ბოლო ხანს, საერთოდაც, შედედდა და რომ არ მეზარებოდეს, ხელითაც შევეხებოდი. ასე მგონია. და მაინც არაფრის დრო არ მრჩება. აი, ახლაც მთხოვეს, წიგნებზე დაწერეო და ავფორიაქდი. მოკლედ დავწერ, თორემ ვერ ვასწრებ, დედლაინების ბარიკადებიდან თავი ვერ ამომიწევია-მეთქი. დროით …

კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 6 სკოლა. ბათუმში – 1 სკოლა ქობულეთში – 2 სკოლა ხელვაჩაურში -2 სკოლა ხულოში – 1 სკოლა აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დახურული ერთი სკოლა საკლასო ოთახებში მუშაობას 22 ნოემბერს განაახლებს. გარდა სკოლებისა, კორონავირუსის გამოვლენის გამო მიმდინარე კვირაში პირდაპირიდან ონლაინსწავლებაზე გადავიდა 100 კლასი. …

ბავშვებს აღელვებთ, როგორ იკლო შემოსავლებმა მათ ოჯახებში – პედაგოგი მოსწავლეებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე და როგორ რეაგირებენ მოზარდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე. ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიაში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ესაუბრა. ეკა წულუკიძე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრიცაა. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ პანდემიის გავლენებზე, როგორ აისახა თქვენს სოფელზე და სკოლაზე? ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლა ვართ, 25 …

Exit mobile version