განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა – 28 ოქტომბერი

28.10.2021 • 3808
აჭარაში კოვიდის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა – 28 ოქტომბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის მდგომარეობით აჭარაში დახურულია ოთხი საბავშვო ბაღი და ორი ცალკეული ჯგუფი.

კონკრეტულად რომელ საბავშვო ბაღებში გამოვლინდა კორონავირუსი, ამის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

რაც შეეხება სკოლებს, სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო შეჯამებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკეობით ქვეყნდება.

ბოლო ინფორმაციით, აჭარაში 5 სკოლა იყო გადასული დისტანციურ სწავლებაზე კოვიდის გამო და ასევე 109 კლასი სწავლობდა დისტანციურად.

აჭარაში დღეს კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოვიდით გარდაიცვალა 5 პაციენტი.

დღეის მდგომარეობით, ჯამში, პანდემიის დაწყებიდან,  ქვეყანაში  9 918 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: