განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმსა და ხელვაჩაურში 5 სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებაზეა – კოვიდი

22.10.2021
ბათუმსა და ხელვაჩაურში 5 სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებაზეა – კოვიდი

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დისტანციურ სწავლებაზე 5 სკოლა რჩება. სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის სკოლა, რომელიც კოვიდის გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, უკვე დაუბრუნდა საკლასო ოთახებში სწავლებას.  5 სკოლის გარდა დისტანციურად სწავლობს 109 კლასი.

„ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,68 და მოსწავლეების 0,45 პროცენტს. რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 82 პროცენტი,“-ამბობს სამინისტრო.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო აჭარაში 6 ბაღი და 16 ცალკეული ჯგუფი დაიხურა.

22 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4155 ახალი შემთხვევა დადასტურდა ქვეყანაში, გარდაიცვალა 40 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: