Batumelebi | აჭარაში 4 საბავშვო ბაღი და 16 ჯგუფი დაიხურა – კორონავირუსი აჭარაში 4 საბავშვო ბაღი და 16 ჯგუფი დაიხურა – კორონავირუსი – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში 4 საბავშვო ბაღი და 16 ჯგუფი დაიხურა – კორონავირუსი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა.

თითო საბავშვო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში.

ასევე დაიხურა ჯგუფები საბავშვო ბაღებში.

11 ჯგუფი დაიხურა ბათუმში, 4 – ჯგუფი ქობულეთში, ხოლო ერთი ჯგუფი – ქედაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ აკონკრეტებს ვის გამოუვლინდა კორონავირუსი, ბავშვებს თუ ადმინისტრაციულ პერსონალს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com