გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო
- მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 8-13 გრადუსი სითბო
- მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი
- ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3ბალი)
- ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 25 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26 აპრილს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.