რომელ სოფელში როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია – გრაფიკი

მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2022 წლის ივლის-აგვისტოში ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში უნდა დაიწყოს. 2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება: დანდალოში, წონიარისში [ქედა] დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი] ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო] 2022 წლის აგვისტოში კი: ბობოყვათსა და დაგვაში [ქობულეთი] ახალშენში [ხელვაჩაური] საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აჭარის სხვა თემებში/ სოფლებში …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 …

რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია დაგეგმილი არ გვაქვს – ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია ან რაიმე აქტივობები 2022 წლისთვის დაგეგმილი არ აქვთ და არც გეგმავენ. რუსეთი არ არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამის – „რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე“  სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალშიც, თუმცა ამ სიაში არის ბელარუსი. „ბელარუსი, როგორც სამიზნე ქვეყანა პროგრამაში არის, პროგრამა მრავალწლიანია, …

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 11-16 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი …

თებერვალი ბათუმში უნალექოდ ჩაივლის – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით …

ბათუმში რუსეთის დროშა დაწვეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეების აქცია ამ წუთებშიც იმართება, რუსეთის დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ. ანალოგიური აქცია ბათუმში გუშინ, 24 თებერვალსაც გაიმართა. მეორე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან – აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) …

სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე,  დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამავე თემაზე: რა …

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი და 13 მძღოლია – კიდევ რაში იხარჯება 5,2 მილიონი

აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 21 არჩეული წევრია, კიდევ 133 ადამიანია დასაქმებული. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის კი 2021 წელს ბიუჯეტიდან ჯამში 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 246 866 ლარი მარტო ხელფასისთვის გაიცა. საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით, პირველად 2020 წლის დეკემბერში შეიკრიბა. უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებისთვის, გასულ წელს, მილიონამდე ლარი [ჯამში 984 729 ლარი] დაიხარჯა; საბჭოში დასაქმებულ …

პროექტი, რომელშიც აჭარის მთავრობამ 542 800 ლარი დახარჯა და ვერ იყენებს

აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა, უკვე მეოთხე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად, 2018 წლის გათვლებით, 28 მილიონი ლარი იყო საჭირო. დღეს კვლავ გაურკვეველია რაში გამოიყენებს, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ ამ პროექტს აჭარის მთავრობა. ამ პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით შემდგომში შენობის …

143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

ხელვაჩაურის მერია უფასო სასადილოებისათვის  100 ათას ლარს დახარჯავს. ერთი უმწეო ადამიანის კვებაში ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან დღეში 2,5 ლარი იხარჯება. ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები 143 ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 100 ათას 458 ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი: 2022 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო, მაღალ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 …

53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე

ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე …

ავტობანის ხაჯალია-სუფსის და სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთების დასრულება წელს იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ახალი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს იგეგმება. ეს მონაკვეთებია: სამტრედია-ჯაპანა [ლოტი 1] და ხაჯალია-სუფსა[ლოტი 4]. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე „გამყოფი ზოლის ბეტონის პარაპეტებით შემოფარგვლისა და მიწის ვაკისის ფერდებზე მცენარეული ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და ის სულ ცოტა 2020 …

2 მილიონი დაიხარჯება ქობულეთში, ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მოსაწყობად

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, აშენებულ ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოსაწყობად, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ტენდერი 2 310 553 ლარით გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. პროექტით, ერთმანეთს უნდა მიუერთდეს ქობულეთის შემოვლითი გზა [ავტობანი] და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ის მონაკვეთი, რომელიც უკვე აშენებულია. „სამშენებლო მონაკვეთი იწყება ქობულეთის შემოსავლელი გზის მე-10 კმ-ში, მოწყობილი ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების …

აგრობარათებზე ქულები წელს არ დაირიცხება – სამინისტრო

ხომ არ იგეგმება აგრობარათების პროგრამის, თუნდაც გაზაფხულისთვის, ხელახლა ამოქმედება და შესაბამისად, ქულების დარიცხვა ბარათებზე? – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 2020 წელს, სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარს [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას] შეადგენდა. მაშინ სამინისტროში განაცხადეს, რომ პროგრამა …

რისთვის ყიდულობს 80 მეტრ კანაფის თოკს ხელვაჩაურის მერია

80 მეტრი კანაფის თოკი იმ მასალების ჩამონათვალშია, რომლებსაც ხელვაჩაურის მერია დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გასაფორმებლად საჭირო დეკორაციისთვის ტენდერით ყიდულობს. ამავე ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობისა და ზომის „ხის პლანკა, ფერადი ქსოვილები, ემულსია, წებო, სალფეთქის ქაღალდი, ფანერი, ლურსმანი, ფლეიცები ჩოტქები“ და სხვა მასალები. მერია 220 შეკვრა ყვავილსაც შეიძენს [„მოწოდება ორ ეტაპად: ცოცხალი მინდვრის ყვავილები – ერთ …

რატომ ამბობს ბათუმის მერია უარს ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლაზე – უპატრონო ნაპირი

ბათუმში ბოლო პერიოდში აშენებული ნაპირდამცავი ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, რის გამოც ზიანდება როგორც თავად ეს ნაგებობები, ასევე სანაპირო, რომლის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა. ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღარ შეაქვთ ზღვაში ნატანი ხელოვნურად. ბოლო სამ თვეში შტორმმა ახალ ბულვართან [ინფრასტრუქტურაზე რომ არაფერი ვთქვათ] 300 მეტრი სიგრძის სანაპირო ისე დააზიანა, რომ სასეირნო …

დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების სამჯერადი კვების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პრეისკურანტით 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭოს გადაწყვეტილებამდე კი, საავადმყოფომ, თებერვლის თვის ჩათვლით პაციენტების კვების მომსახურებაზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 30 ათასი ლარია. რაც შეეხება გასაჩივრებულ ტენდერს, 2022 წლის განმავლობაში პაციენტების სამჯერადი კვების მომსახურებაში რესპუბლიკური საავადმყოფო ხელშეკრულების …

ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში: [checklist] მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და …

ბათუმში ორშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 13 თებერვალს, ბათუმში დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა, ორშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება სამშაბათსა და ოთხშაბათს – 15 და 16 თებერვალსაც. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; …

აჭარაში კოვიდის 919 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 5 პაციენტი – 13 თებერვალი

13 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსისგან 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აწარის კოვიდკლინიკებში 750 ადამიანი მკურნალობს; კოვიდსასტუმროებში – 424, ხოლო ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე 10 676 ადამიანი მკურნალობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 13 თებერვლის კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: — 13 თებერვლის …

ქობულეთში 6 ჰექტარ მიწას და სათბურებს აჭარის მთავრობა 2.27 მილიონად ყიდის – აუქციონი

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა პირობებით აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 2 270 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 45 000 ლარი. 567 500 ლარი კი საგარანტიო თანხაა. სასათბურე მეურნეობის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, ერთ ლოტად, პირობებით იყიდება …

დაიწყო ორგანიზაციების შერჩევა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მიმღები ორგანიზაციების შერჩევა დაიწყო. პროექტი იწვევს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივ ორგანიზაციებს (არასამთავრობო, საჯარო, ბიზნესი) არასამთავრობო სექტორთან (LINKS ცენტრი) თანამშრომლობით ხელი შეუწყოს რეგიონში უმუშევრობის შემცირებას და ახალგაზრდების საჭირო პრაქტიკული უნარებით აღჭურვას. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში,  ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ შემდგომ პროფესიულ განვითარებას. [checklist] პროგრამის …

კონკურსი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს შიდა კონკურსს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობისათვის. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა …

ბათუმის მერია 5.4 ტონა სასმელ წყალს ყიდულობს საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება

ბათუმის მერიამ საკრებულოსთვის, სასმელი და მინერალური წყლების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, ჯამში 5 499 ლარით. ამ ტენდერებით ქალაქის საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება, 5 492 ლიტრ წყალს შეისყიდიან. დისპენსერზე დასადგმელი 150 ცალი [19-ლიტრიანი რეზერვუარით] სასმელი წყლის საკრებულოსთვის შესაძენად მერიას 1 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. სასმელი წყალი უნდა იყოს ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი, არაგაზირებული; უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ …

630 ათასი ბათუმში ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში „ყინულის არენის“ დაწყებული მშენებლობის დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური პროექტის მომზადებისთვის ამჯერად აჭარის ბიუჯეტიდან 630 ათასამდე ლარი დაიხარჯება. პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე კონკურსი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ სწორედ აღნიშნული თანხით [დღგ-ს გარეშე] გამოაცხადა. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. კონკურსში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება. …

აჭარაში შესწავლილი საქმეებიდან რომელი მასალები გადასცა აუდიტმა პროკურატურას

ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მერიის, ასევე აჭარის სამინისტროებისა და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის. კონკრეტული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშებშია მოყვანილი, რომლებიც აუდიტმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა. 2021 წლიდან დღემდე პროკურატურაში გადაგზავნილია: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 8 თებერვალს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. PM10  ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი; 8 თებერვლის დღის 3 და 4 საათისთვის კი, ეს მონაცემი ბათუმში იყო 45,49, ანუ დამაკმაყოფილებელი. PM2.5 ნაწილაკების …

ქობულეთის საკრებულოს წევრებზე 238 975 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2019-2020 წლებში, სახელფასო ფონდი კანონდარღვევით იყო გაზრდილი, ხოლო ამავე პერიოდში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, დოკუმენტური დასაბუთების გარეშეა გადახდილი ჯამში 238 975 ლარი. სახელფასო ფონდის გაზრდის პარალელურად, „ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა …

ბათუმში ბინაში გაზის შეყვანა 300 ლარით გაძვირდა და 1 100 ლარია – სემეკის განმარტება

„ბათუმში როცა ბინა შევიძინე, მაშინ მითხრეს, რომ გაზის შეყვანას 800 ლარი სჭირდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ერთი წერტილი. ახლა გადაგვახდევინეს 1 100 ლარი და ის ერთი წერტილი არ შედის, კიდე უნდა გადაიხადოთ თანხაო. „სოკარში“ მითხრეს მარეგულირებელი წყვეტს ამ საკითხებსო და იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება“ – მოგვწერა ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ მარეგულირებელს, ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და …

თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც შესაბამის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შეისყიდის. შესასყიდი დოკუმენტების სავარაუდო ფასის დასადგენად კი, კომპანია ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. კომპლექსი ტბეთის ქუჩაზე, 5 111 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. ობიექტის სარეაბილიტაციო პროექტის ფასი კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროექტების მართვის კომპანიას 7 თებერვლის ჩათვლით წარუდგინონ. პროექტს თან უნდა ახლდეს …

გაზის მძაფრი სუნი ბათუმში – რა გაარკვია გარემოსდაცვამ

მიმდინარე წლის 8 იანვარს, ბათუმში გავრცელებული გაზის მძაფრი სუნის მიზეზებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფაქტობრივად ვერაფერი გაარკვია. დეპარტამენტმა შესწავლა დაასრულა, მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი კი მაინც გაურკვეველი დარჩა. დეპარტამენტის მიერ ამ ფაქტის მოკვლევის შედეგებს „ბათუმელები“ თითქმის ერთი თვე ელოდებოდა. ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნის გავრცელება 8 იანვარს, დაახლოებით შვიდი საათისთვის დაიწყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, …

70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ფასი და უმოქმედო საკრებულო

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრებს 50-ის ნაცვლად ისევ 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის მიმდინარე წლის იანვარში ნებართვის მფლობელი კომპანიები მთლიანობაში 46-ჯერ დააჯარიმეს. „მარშუტკით მგზავრობისას თუ 50 თეთრი მაქვს, ვიხდი და ხშირად მძღოლები არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ მაგალითად ერთლარიანი ან სხვა თანხა მივაწოდე, 70 თეთრს მახდევინებენ. რამდენჯერმე ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ახლა არაფერს ვეუბნები მძღოლს. …

110 ათასი ლარი 57 მეტრი გზის შესაკეთებლად ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 57 მეტრი სიგრძის გზის კეთილმოწყობაზე ტენდერი 110 ათასი ლარით გამოაცხადა. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სარეაბილიტაციო გზა კი ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან იწყება და თამარ მეფის სანაპიროზე გადის. „პროექტით გათვალისწინებული გზა [57 მეტრი] ძლიერ დაზიანებულია, რაც სანიაღვრე [ცხაურიანი] ჭების არქონამ გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის გზის უსაფრთხო ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას …

აჭარაში სახელმწიფომ 662 ჰა ქარსაფარი ზოლი უნდა აღწეროს – ინვენტარიზაციის გეგმა დამტკიცებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 2024 წელს აჭარაში 662 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს. მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის [მიწის ბალანსი] შესაბამისად.“ ამდენად, „ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის …

Exit mobile version