ქობულეთსა და თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა – სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა …

შუახევში მოსახლეობის იდეებს დააფინანსებენ – პროექტების მიღების ბოლო ვადა 21 ივნისია

„მაქვს იდეა, დაბა შუახევში მერიის დაფინანსებით მონიტორი დაამონტაჟონ. იდეის შესახებ განაცხადს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარვადგენ მერიაში. როგორც გავიგე, თანხა ყოფილა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლითაც იდეებს აფინანსებენ. მართალია, ჯერ იდეამ უნდა გაიმარჯვოს, თუმცა უკვე ვესაუბრე ახალგაზრდებს დაბაში, მოეწონათ და იმედი მაქვს, მის განხორციელებასაც მხარს დაუჭერენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის… რაღაც შემეცნებითი, გასართობი უნდა იყოს – საღამოს, …

აჭარის მთავრობამ ქობულეთის სათბურები 1,8 მილიონ ლარად, პირობით გაყიდა

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობა აჭარის მთავრობამ აუქციონზე 1 846 000 ლარად გაყიდა. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. ბოლო აუქციონზე კი, ქონება განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყო გამოტანილი – 1 მილიონ 816 ათას …

რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე …

475 ათასი ლარი 26 მაისის ქუჩაზე ახალი კორპუსის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში, 26 მაისის N13-ში, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 475 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტის შედგენაზე კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, …

მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება – სამინისტრო

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობის „პროექტი მასშტაბურია, პროექტირების ყველა ეტაპი დასრულდა. პარალელურად, მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესი. ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროდან დღეს, 2 ივნისს. სკოლის ახალი შენობის პროექტირება რომ დასრულდა, სამინისტრომ ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა: ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – …

დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს სამართალდამცავები სწავლობენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა – სავარაუდოდ, ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი, მუნიციპალურ ავტობუსს [N4] გარკვეული დროით გადაადგილების უფლება არ მისცა. „დაჯახებას, როგორც ასეთი, ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მოქალაქე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე და მას ფეხი დაუცდა – პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს ამ დროისთვის, …

ქობულეთის შემოვლით გზაზე 3 ივნისს გვირაბი ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, ხანძრის შედეგად განათების და ელექტრომომარაგების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა, 2022 წლის 3 ივნისს 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.“ საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთის გავლით. …

რატომ ყიდულობს ბათუმის მერია საკრებულოსთვის ახალ ინვენტარს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ახალი ინვენტარის [საკონფერენციო მაგიდები, სავარძლები) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 28 880 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. მერია ამჯერად 22 სავარძელს და 12 ცალ საკონფერენციო მაგიდას იყიდის. მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის განაცხადით უკვე მიმართა. მერიის განმარტებით, ინვენტარის შეძენის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ინვენტარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა, …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოუძახებიათ. ამავე თემაზე: მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დააშენებენ. ნანგრევებზე, ფაქტობრივად, ახალი ეკლესიის დაშენებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 750 ათასი ლარი დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში შემორჩენილი ეს ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია. ერთია ძეგლის კონსერვაცია და მეორე ის, რომ სპეციალისტები გადაჭრით დღემდე ვერ ადგენენ, თუ როგორი იყო თავის დროზე ეს ეკლესია …

19,4 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – გამარჯვებული გამოვლენილია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურებას 19 მილიონ 400 ათას ლარად სთავაზობს. დეპარტამენტს ტენდერი 22 206 512 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. „ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი …

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისის 21 საათიდან 26 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 17-22 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით …

ბათუმის ბულვარი 72 ათას ლარს გადაიხდის 4 ქანდაკების რეაბილიტაციაში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია 72 562 ლარს გადაიხდის ოთხი ქანდაკების რეაბილიტაციაში. ეს ქანდაკებებია: „ყირამალა“ და კიდევ სამი – „ვარიაცია სიყვარულზე“. „აღნიშნული ქანდაკებები წარმოადგენენ ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც მუდმივად იზიდავენ ქალაქის სტუმრებსა და ბულვარის ვიზიტორებს. ქანდაკებები ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა 2009-2013 წლებში. ბათუმისთვის დამახასიათებელი ხშირი წვიმისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქანდაკებების ნაწილი ბევრ ადგილზე დაიჟანგა, დაკარგა ვიზუალური მიმზიდველობა და …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით მცირე წვიმა, დღისით – უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო მაღალ მთაში …

ტყეში სკის განთავსება ეღირება არა 10, არამედ 1 ლარი – ხარვეზი მთავრობის დადგენილებაში 

18 მაისს „ბათუმელებმა“ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განმარტება გააკეთა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზია და 10 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 1 ლარი: „საქართველოს მთავრობის N221 დადგენილების „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის …

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება

მეფუტკრეები ტყეში სკების განთავსებისთვის სახელმწიფოს ფულს გადაუხდიან. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ მეფუტკრეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. „ვიდრე დადგენილებას მიიღებდა, მთავრობას პროექტი, წესით, ჩვენთან უნდა განეხილა. ახლა თქვენგან გავიგე და გამიკვირდა, რომ ასე უცებ მიიღეს… განხილვა არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე …

ბათუმში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უნალექოდ, დღისით კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 18-23 გრადუსი სითბო …

ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

ქალაქის შემოსასვლელში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი ღამის დეკორატიული გარეგანათების სისტემა არ მუშაობს. აქ ელექტროკაბელები მოიპარეს. კონკრეტულად როდის აღადგენენ განათებას, მერიის სამსახურში არ გვიპასუხეს. სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც. „თამარის დასახლების მიმდებარე ზღვისპირა განათება დეკემბერში შეცვალეს და გააკეთეს. აგერ ერთ თვეზე მეტია აღარ ანათებს და ვეღარც გაანათებს, იმიტომ რომ „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ …

ბათუმში „ბლექსის“ ადგილზე 7,4 მილიონ ლარად ახალ საჯარო სკოლას ააშენებენ

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 61-ში ახალი საჯარო სკოლის შენობას ააშენებენ. ყოფილი კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე [ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში] ახალი სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 7 418 283 ლარია. „საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე …

აგრობარათზე ქულების დარიცხვა დაიწყო – ვინ ისარგებლებს და როგორ?

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ქულები ეტაპობრივად დაირიცხება ბარათებზე და დღეიდან მაქსიმუმ 2 კვირაში დასრულდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. ანუ, ქულები დაერიცხება მხოლოდ იმ მესაკუთრეს, რომელიც 2 500 კვ.მ-დან 12 500 კვ.მ-ის ჩათვლით ფართობის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 21-26 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 15-20 …

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

მთავრობამ 18 აპრილს ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, მაშინ როცა, უკვე მეორე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 88-ბინიანი კორპუსების მშენებლობას ვერ ასრულებს. სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობას ხელს ამწე უშლის, რომელიც ყოფილმა კონტრაქტორმა კომპანიამ ტერიტორიიდან არ გაიტანა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლოს კი, საკითხის განხილვა უკვე მეხუთე თვეა არც დაუწყია. საქალაქო სასამართლოში …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დაიწყეს – აქ ასფალტს დააგებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში, უკვე გადაიკეტა. ამ ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. სამუშაოების გამო ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთი ეტაპობრივად გადაიკეტება, თუმცა რა პერიოდულობით, მერიაში ვერ გვეუბნებიან: „ქუჩის მონაკვეთების გადაკეტვის დრო დამოკიდებულია მიმდინარე სამუშაოებზე“. ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში], ქვაფენილს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის …

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის რეაბილიტაცია და გენერატორის შესყიდვა აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. ხულოს მუნიციპალიტეტმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სატენდერო ღირებულება 115 ათას 888 ლარია. საბაგირო გზის ვაგონი ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. ის იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც ვიზუალური – ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური მდგომარეობით არ არის მიზანშეწონილი, …

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 8-13 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 9 მაისიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ზოგან დროგამოშვებით მცირე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 18-23 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ძიორითადი მოთხოვნაა განისაზღვროს და გასაჯაროვდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ბინები უნდა გადასცენ. ამასთან, ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ გაფორმდეს ოჯახებთან ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ბინებს მიიღებენ. „მთავრობა 580 ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს ამ ეტაპზე და შემდეგი ეტაპიც იქნებაო, მოვითხოვთ, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს ყველა …

ბათუმის მერია ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწას 5,4 მილიონ ლარად ყიდის

ბათუმის მერია ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე ნაგებობებს 5,4 მილიონ ლარად ყიდის. ელექტრონული აუქციონი, სადაც ბიჯი 200 ათასი ლარია, უკვე გამოცხადებულია და ის 25 მაისს დასრულდება. ქონება, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მერია აუქციონზე ყიდის, ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა №40-ში მდებარეობს. გასაყიდი მიწის ნაკვეთის ფართობი 12 506 კვ.მ, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების [მათ …

ბათუმში აქციაზე 25 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს. „ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის …

სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს – მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს. „აჭარაში, ბათუმში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ახროციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს სატრანსპორტო პოლიტიკა“, – განაცხადა მაია ბითაძემ 6 მაისს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე. გირჩევთ ამ თემაზე: მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ? მაია …

საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

ქობულეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას, რომელშიც ამჟამად კლინიკა „ბომონდი“ ფუნქციონირებს, აჭარის მთავრობა პირობიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია. პირობა ახალი შენობის აშენებას და მასში [ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში] კლინიკის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა მომავალი მესაკუთრე ვალდებული იქნება საავადმყოფოს პროფილი მხოლოდ 10 წლით შეუნარჩუნოს. მომავალი მესაკუთრე ასევე ვალდებული იქნება …

ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო. გამწმენდი ნაგებობიდან ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირომდე, 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად, ამჯერად 412 960 კუბური მეტრი პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანაა საჭირო. ბოლო შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში პლაჟი ზოგ ადგილას ფაქტობრივად არ არის, …

ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ],  28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები. ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და …

ბათუმში ორშაბათიდან უნალექო ამინდი შენარჩუნდება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 22-27 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 18-23 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით …

კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობის თანხა 1,1 მილიონით გაიზარდა და 17,5 მილიონია – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხელახალი ტენდერი 17 534 630 ლარით გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წინა ტენდერთან შედარებით 1 114 387 ლარითაა გაზრდილი. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს. წინა ტენდერი 16 420 243 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სააგენტოს სამუშაოებს …

Exit mobile version