ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

01.03.2022 • 1526
ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთაში – თოვა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 11-16 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; დროგამოშვებით – წვიმა; ხილვადობა: კარგი; ტალღის სიმაღლე: 7-12დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა: +11 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 3 და 4 მარტს, აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / პირველი მარტი, 2022 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: