დიდთოვლობის გამო აჭარის მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრიდან იწყება და 1 მეტრს აჭარბებს. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. პრობლემებია კურორტ გოდერძიზე მიმავალ გზაზეც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია ტექნიკა და ძირითადად სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება. „ინტენსიური თოვის გამო ჯერ ვერ ხერხდება სოფლის შიდა გზების გაწმენდა. ცენტრებთან მისასვლელი გზებიც ეტაპობრივად …

მომდევნო ორ დღეს თოვა, 18 იანვრიდან უმეტესად უნალექოდ – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და აჭარის მთაში, 16 იანვრის 21 საათიდან 17 იანვრის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდი იქნება – სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში თოვა. მაღალ მთაში ქარბუქი და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით …

გემმა შეძლო ზღვის სიღრმეში შესვლა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში – სააგენტო

ბათუმში გემი, რომელიც შტორმმა ნაპირთან ახლოს გამორიყა, ზღვის სიღრმეში შევიდა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უთხრეს. 16 იანვარს, „დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან [ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური] მჭიდრო კოორდინაციიით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ …

გასულ დღე-ღამეში აჭარაში კოვიდის 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 იანვარი

აჭარაში, 16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 768 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის: 606 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში; 108 მძიმე პაციენტია, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50. აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 568 ადამიანია მოთავსებული. — 16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში …

შტორმი ბულვარში ინფრასტრუქტურას აზიანებს [ფოტო|ვიდეო]

ბათუმში შტორმია. ზღვის ტალღის სიმაღლე 15-30 დმ-ს [4-5 ბალს] აღწევს და ამ დროისთვის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. ახალ ბულვარში ტალღები პერიოდულად სასეირნო ბილიკზეც გადმოდის, ტერიტორია ხრეშით და ნატანითაა დაფარული. დღეს, 15 იანვარს, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში დროგამოშვებით სეტყვა და ქარი იყო, ზოგჯერ ძლიერი. ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ, 16 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში. …

ბათუმში ნაპირთან გამორიყული გემი ზღვაში შესვლას ცდილობს

ბათუმში, შტორმის გამო ნაპირთან გამორიყული გემი ზღვის სიღრმეში შესვლას ვერ ახერხებს. ის ნაპირისკენ დღეს, 15 იანვარს, ძლიერმა ტალღებმა წამოიღო. გემი ამ წუთებში [20:30 სთ] მახინჯაურის სანაპიროსთან არის ახლოს. აღნიშნულ გემს მშრალი ტვირთები გადააქვს და ის რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს. შტორმის გამო, ჯერჯერობით ვერც შესაბამისი სამსახურები ახერხებენ გემისთვის დახმარების აღმოჩენას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, მახინჯაურის …

მოსწავლეების სკოლებში მიყვანაზე 38 დღეში 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში

აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 1 224 270 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებები კი, ტენდერის გარეშე გაფორმდება. მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანხებია განსაზღვრული: ბათუმი – 85 670 ლარი შუახევი – 193 121 ლარი ხულო – 168 616 ლარი …

კოვიდის 557 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 7 პაციენტი – 15 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 7 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 603 პაციენტი, აქედან, 134 არის მძიმე პაციენტი, 50 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 557 ადამიანი ბათუმის კოვიდსასტუმროებში მკურნალობს. აჭარაში 15 იანვრის მონაცემებით, ჯამში 3 828 პაციენტი მკურნალობს …

ხულოს სოფელ ჩაოში 166 ათას ლარად გადმოსახედი – ახალი ტურისტული ადგილი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, [კოტაჯვარზე] ახალი ტურისტული ადგილი – გადასახედი მოეწყობა. პროექტისთვის 166 320 ლარია გათვალისწინებული, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალურუ ტრანსფერის ფარგლებში გადაეცა ხულოს. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა – წინადადებების მიღება 2022 წლის 30 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 თებერვალს დასრულდება. სატენდერო განცხადებას თან ახლავს შესაბამისი პროექტი, რომლითაც კოტაჯვარის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული …

მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდისთვის კომპანიები წელს 36-ჯერ დავაჯარიმეთ – ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება და 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე, უკვე 36 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს. — სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის …

აჭარის სანაპიროზე ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში ღრუბლიანი ამინდი, თოვა, ელჭექი, მაღა ლმთაში ქარბუქია მოსალოდნელი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო დღისით 0-5 გრადუსი სითბო. შიგამთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით …

აჭარაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 14 იანვარი

14 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 596 პაციენტი, აქედან მძიმე პაციენტია – 128, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 45 პაციენტი. ამ დროისთვის, 539 ადამიანი მკურნალობს აჭარის კოვიდსასტუმროებში. რეგიონში ონლაინკლინიკაში, ანუ …

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი. ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის …

აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი …

აჭარის დაბლობში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

აჭარაში კოვიდის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 13 იანვარი

13 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას გადის 3 339 ადამიანი. აქედან საავადმყოფოებში მკურნალობს – 619, კოვიდსასტუმროებში -518, ონლაინ კლინიკაში [ანუ ბინაზე] – 2 202 . ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გაჯანმრთელდა – 141 პაციენტი. — 13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 …

ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის. „დღეის მდგომარებით, …

როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

„გავწამდით. ცუდ დღეში ვართ. სასტუმროში როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენი მდგომარეობა რომ შეაფასოთ, ერთ დეტალს გეტყვით – მაგალითად, სარეცხი მოგვაქვს მემედ აბაშიძეზე, ანუ ჩვენს კორპუსში. ვრეცხავთ, ვაშრობთ და მიგვაქვს უკან. ასე ბევრ რამეზე. ისიც კი არ ვიცით, როდის შეიძლება გაამაგრონ ჩვენი კორპუსი, არავინ არაფერს არ გვეუბნება, როდის შევძლებთ სახლში დაბრუნებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე …

აჭარაში კოვიდის 638 ახალი შემთხვევაა – 12 იანვარი

აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 638 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 609 პაციენტი; აქედან 123 მძიმე პაციენტია; ხოლო 42 იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ამ დროისთვის 466 ადამიანია მოთავსებული აჭარის კოვიდსასტუმროებში. — 12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა …

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება. აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 …

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება – ამის შესახებ დღეს, 11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს. მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლეს დღეებში იქნება მიღებული. კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად …

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ემზარ პაქსაძე ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 2020 წლიდან დღემდე ემზარ პაქსაძე „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მორიგი საკადრო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო – სააგენტოში ზაურ ახვლედიანი დააბრუნეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. მან ოლეგ ბოლქვაძე ჩაანაცვლა, …

თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 იანვრიდან კი, რეგიონის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი. 12 იანვარს აჭარაში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა კი სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 …

აჭარაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 11 იანვარი

11 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 599 მძიმე პაციენტია – 130 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 39 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 426 პაციენტი მკურნალობს. — 11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; …

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაყვანილი ოჯახებისა და მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ ჯამში, დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა. ოჯახები, სახლების ავარიულობის გამო [ასევე 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად] …

რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა

ბათუმში ყინულის არენის დასრულების და ახალი საცურაო აუზის მოწყობის პროექტისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს ხელახლა იკვლევს. კომპანიამ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სავარაუდო ღირებულება 2021 წლის აგვისტოშიც დაადგინა, თუმცა კონკურსი, დოკუმენტაციის შესყიდვაზე, აღარ გამოუცხადებია. როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში გვითხრეს, პროცედურები დროში გაიწელა და აგვისტოში დადგენილი ფასებით იანვარში კონკურსს ვერ გამოაცხადებდნენ. შესაბამისად, …

სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს

ბათუმის ბიუჯეტში 2022 წელს პროგრამისთვის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – 6 246 022 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 25 122 ლარი იქნება ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა თანადაფინანსების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებია. ამ პროგრამის ფარგლებში რემონტდება მრავალბინიანი სახლების სახურავები, ფასადები, ლიფტები, კანალიზაციის სისტემები ეზოებში და ასევე ტარდება საერთო ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროგრამას …

აჭარაში პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების თანხა გაიზარდა

აჭარაში ფერმერების მიერ სახელმწიფოს ლიცენზირებულ სასაკლაოებზე რქოსანი პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების ღირებულების თანადაფინანსება 2022 წელშიც გაგრძელდება. სუბსიდიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 158 ათას 20 ლარია გამოყოფილი. ფერმერს 1 კგ ხორცზე [ტან-ხორცის წონა] ბიუჯეტიდან 56 თეთრს გადაუხდიან. პროგრამის ფარგლებში 251 000 კილოგრამი ხორცის სუბსიდია იგეგმება. „პროგრამა ითვალისწინებს ფერმერის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის 80 პროცენტიან …

„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს. პრემიერის დღევანდელი განცხადებით, მთავრობა აპირებს გახსნას თურქეთის ბაზარი: „ჩვენ ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთი შემოვიდეს მაღალი ხრისხის მედიკამენტებით, რაც ჩვენი პროგნოზით ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. გარდა ამისა ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, …

აჭარაში კოვიდის 336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი – 10 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში 10 იანვრის დილის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობს 595 პაციენტი, აქედან 133 მძიმე პაციენტია; 42 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 402 ადამიანი მკურნალობს. — 10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. …

რაში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი წელს ბიუჯეტიდან – კოვიდის მართვა აჭარაში

ახალი კორონავირუსის [COVID-19-ის] შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა, ძირითადად, საკარანტინე სივრცეების მოწყობას მოხმარდება, ხოლო პროგრამას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი განახორციელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს არსებულ საკარანტინე სივრცეებში [კოვიდსასტუმროებში] შესაბამისი მომსახურება გაეწია 5 250-მდე პირს. 2022 წელს კი კოვიდსასტუმროებში 3 750 პირის განთავსებას ვარაუდობენ. პროგრამაში …

კომპანია ბათუმის თევზის ბაზართან ქიმიური პროდუქტების დასაწყობებას გეგმავს

ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კარგო პარსელი“ მშრალი ტვირთების ღია სასაწყობო მეურნეობას ამუშავებს, სადაც სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება და საბაჟო ოპერაციებში მოქცევა მიმდინარეობს. კომპანია ამჯერად ამავე ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობასაც გეგმავს. ახალი საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშით მიმართა. ანგარიშის მიხედვით, „საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია …

რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციოდ აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 29 მილიონ 10 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით დაფინანსებულია ქვეპროგრამა – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ნახეთ, კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტში გზის რომელი მონაკვეთების რეაბილიტაციას გეგმავს დეპარტამენტი:   აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ტენდერები …

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: …

აჭარაში კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი – 9 იანვარი

9 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარაში ამ დროისთვის ვირუსზე მკურნალობს 2601 პაციენტი. აქედან კლინიკებში – 563, კოვიდსასტუმროებში – 340 , ონლაინ კლინიკაში [ანუ, ბინაზე] – 1698. ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა – 147 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის მძიმე …

თვითმფრინავი ქარის გამო ვერ ახერხებს დაფრენას – ბათუმის აეროპორტი

ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, როგორც აეროპორტში გვითხრეს, ქარის გამო ვერ ახერხებს დაფრენას. „საგანგაშო არაფერია, თვითმფრინავი ამ წუთებში [12:30 სთ] ცდილობს დაფრენას“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. განახლება: აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში ბორტი ვერ დაჯდა და ტრაპზონში გაფრინდა.   მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Exit mobile version