ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში სახელმწიფომ 662 ჰა ქარსაფარი ზოლი უნდა აღწეროს – ინვენტარიზაციის გეგმა დამტკიცებულია

04.02.2022
აჭარაში სახელმწიფომ 662 ჰა ქარსაფარი ზოლი უნდა აღწეროს – ინვენტარიზაციის გეგმა დამტკიცებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა დაამტკიცა.

გეგმის მიხედვით, 2024 წელს აჭარაში 662 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის [მიწის ბალანსი] შესაბამისად.“

ამდენად, „ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის მიწის ბალანსში აღურიცხავი ქარსაფარი [მინდორდაცვითი] ზოლის ფაქტების გამოვლენისას, მათი ინვენტარიზაცია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

აქვე აღსანიშნავია, რომ აჭარის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების მდგომარეობა 2018 წელს შეისწავლეს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის აჭარაში ქარსაფარი ზოლის 60-70%  უკვე განადგურებული იყო [ხეების დატაცების, გადაწვისა და სხვა მიზეზებით].

აქედან გამომდინარე, რა სურათი გვექნება დღეიდან 2 წლის შემდეგ – იმ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდება, რომელიც აჭარაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმით, 2024 წელს ჩატარდება.

ამ გეგმის მიხედვით, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ჩატარება სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა.

ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა

მთავრობამ „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის 16 ივნისს დაამტკიცა.

ამ პროგრამის  მიხედვით, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციისთვის, სახელმწიფოს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა დასჭირდება.

ამ თემაზე ვრცლად:

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: