80 მეტრი კანაფის თოკი იმ მასალების ჩამონათვალშია, რომლებსაც ხელვაჩაურის მერია დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გასაფორმებლად საჭირო დეკორაციისთვის ტენდერით ყიდულობს.
ამავე ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობისა და ზომის „ხის პლანკა, ფერადი ქსოვილები, ემულსია, წებო, სალფეთქის ქაღალდი, ფანერი, ლურსმანი, ფლეიცები ჩოტქები“ და სხვა მასალები.
მერია 220 შეკვრა ყვავილსაც შეიძენს [„მოწოდება ორ ეტაპად: ცოცხალი მინდვრის ყვავილები – ერთ შეკვრაში არანაკლებ 12 ცალი, ინდივიდუალური შეფუთვით]“; ასევე 220 მისალოც ბარათს [ტექსტს კი ტენდერში გამარჯვებულს მერიის შესაბამისი სამსახური მიაწვდის].
მეორე ღონისძიება, რაც მერიას აქვს დაგეგმილი, არის „საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალების შემკობა-მათი გახსენება“.
ამ ღონისძიებისთვის მერია მემორიალის შესამკობად 4 შეკვრა ეკიბანას იყიდის [„ერთ ეკიბანაში არანაკლებ 10 ცალი ყვავილი, გაფორმებით, შეფუთვით.“]; 30-30 ცალ წითელი ფერის ტიტას, ვარდსა და მიხაკს; ასევე იყიდის 100 ცალ სანთელს [სიმაღლე არანაკლებ 8 სმ.].
რაც შეეხება „სასანთლე-შანდალს“, მას მერია 4 დღით იქირავებს.
მერია ტენდერში გამარჯვებულს 20 ცალ „ისტორიული ფაქტის ამსახველ ფოტომასალასაც“ დააბეჭდვინებს.
ამავე ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის მერია შემდეგი ღონისძიებების მომსახურებასაც შეისყიდის:
- მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება.
- გენდერის მიმართულებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება
- მუნიციპალიტეტის სოფლებში ღონისძიებების ორგანიზება
- ახალგაზრდობის ცენტრის მიერ საგანმანათლებლო-ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება
ამ ღონისძიებების შესახებ ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება
- ხატვის კონკურსში მონაწილეთათვის სიგელის მოწოდება 36 ცალი, A5 ზომის სიგელის დამზადება, ცალი მხარე ფერადი. ტექსტი მოწოდებული იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ.
- ხატვის კონკურსში მონაწილეთათვის ფასიანი საჩუქრის მოწოდება 36 კომპლექტი. ერთი კომპლექტი მოიცავს: 1. A4 ფორმატის პორტფოლიო, ა5 ფორმატის გასაფერადებელი რვეული, ფერადი ფურცლები, ფანქარი (შეკვრაში 6ც). 2. წყალი 0.5ლ, 30 ცალი;
- მხატვრული კითხვის და “საქართველოს ისტორიის ფურცლები“ კონკურსში მონაწილეთათვის სიგელის მოწოდება 37 ცალი;
- მხატვრული კითხვისა და “საქართველოს ისტორიის ფურცლები“ კონკურსში მონაწილეთათვის ფასიანი საჩუქრები: წიგნებისა და საკანცელარიო საქონლის სასაჩუქრე ვაუჩერი 30-ლარიანი, 37 ცალი, ქალაქ ბათუმში არსებულ მაღაზიათა ქსელში სასაჩუქრე ვაუჩერი, მოქმედების ვადა 2022 წლის 01 ივნისამდე;
- პანდემიის გათვალისწინებით საჭირო საქონლის-ნიღბის მოწოდება, პირბადე სამი შეკვრა: მათ შორის ერთი შეკვრა საბავშვო. შეკვრაში არანაკლებ 50 ც.
გენდერის მიმართულებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება
- სიგელის და ჩარჩოს მოწოდება 3 ცალი, ფორმატი – A4, ფერადი .
- „ღვაწლმოსილი ქალების” დაჯილდოებისათვის ფასიანი საჩუქრის მოწოდება სამი კომპლექტი, ფასიანი საჩუქარი, ერთი კომპლექტი უნდა მოიცავდეს: ერთი ბოთლი ქართული ღვინო, ტკბილეულის ფუთი, საოჯახო ჭურჭელი (დოქი, 6 ჭიქით);
- დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის მასტერკლასის ჩატარება და საქონლის მოწოდება ერთი დღე. საჭიროა: 1. სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს არანაკლებ 20 მონაწილის ჩართულობით ხატვის ან/და ხელნაკეთი ნივთების შექმნას არსებული რესურსით. 2. რესურსის მოწოდება; ფერადი ფურცლები, ბუშტები (ჰელიო, ყვითელი 20ც), ფანქრები. 3. ფერადი ,,ჭრელი წინდები” (დაუნის სინდრომის ასოციაციიდან) არანაკლებ 15 ცალი;
- აუტიზმის მსოფლიო დღე, ფოტომასალის მოწოდება 10 ცალი, A3 ფორმატის ფერადი ფოტო მასალის მოწოდება.
მუნიციპალიტეტის სოფლებში ღონისძიებების ორგანიზება
- მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსამბლების ტრანსპორტირება და კვება სამი დღე. ეტაპობრივად თითოეულ დღეს უნდა განხორციელდეს: ა) ანსამბლების (40 კაცი) ტრანსპორტირება (ხელვაჩაურის სოფლები); ბ) ანსამბლის წევრებისათვის, მოწოდებული სიის შესაბამისად დღიური ანაზღაურება (არანაკლებ 15 ლარი).;
- გასართობი აქტივობების ორგანიზება სამი დღე. ეტაპობრივად თითოეულ დღეს უნდა განხორციელდეს: აქტივობები: 1. შეჯიბრი ბაგირის გადაზიდვაში. 2. სახეზე მოხატვა (20 ბავშვი). 3. ვაფლის ნაყინი ან სიმინდის ბურბუშელა (20 ბავშვი). 4. ფერადი კვამლი 3 ფერში;
- მუნიციპალიტეტის სოფლებში თოჯინების სახალხო თეატრის ტრანსპორტირება და კვება სამი დღე, ეტაპობრივად თითოეულ დღეს უნდა განხორციელდეს: ა) თეატრის (6 კაცი) ტრანსპორტირება (ხელვაჩაურის სოფლები); ბ) თეატრის წევრებისათვის, მოწოდებული სიის შესაბამისად დღიური ანაზღაურება (არანაკლებ 15 ლარი);
- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სამი დღე, ეტაპობრივად. თითოეულ დღეს ხელვაჩაურის მასშტაბით უნდა განხორციელდეს არსებული რესურსის: ტენტების, სკამების, მაგიდების ტრანსპორტირება.
ახალგაზრდობის ცენტრის მიერ საგანმანათლებლო-ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება
- ლიტერატურული განხილვისთვის მოწვეული სპეციალისტის ჰონორარი, 3 დღე. თითოეული სპეციალისტი უნდა იყოს არანაკლებ მაგისტრის ხარისხის მქონე, უნდა ჰქონდეს წიგნების საჯაროდ განხილვის გამოცდილება. სამსახურის მიერ მიწოდებული წიგნის განხილვა უნდა გააკეთოს არანაკლებ 1 საათის განმავლობაში. მერიის ახალგაზრდულ განყოფილებას უნდა მიაწოდოს თითოეული განხილული წიგნიდან 5 შეკითხვა ვიქტორინისთვის;
- ფილმის განხილვაზე მოწვეული კინომცოდნის ჰონორარი ერთი დღე. კინომცოდნემ უნდა უზრუნველყოს ფილმის შერჩევა მერიის ახალგაზრდულ განყოფილებასთან შეთანხმებით და განხილვა ახალგაზრდებთან ერთად. ფილმი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემაზე;
- მოწვეული სპეციალისტის ჰონორარი საინფორმაციო ტრენინგზე, ორი დღე. სპეციალისტი უნდა იყოს არანაკლებ მაგისტრის ხარისხის მქონე შესაბამის დარგში. ტრენინგის თემა მოწოდებული იქნება სამსახურის მიერ. სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. თითოეული ტრენინგი უნდა ჩაატაროს არანაკლებ 1,5 საათის განმავლობაში.
ყველა ამ „კულტურული ღონისძიებების ორგანიზების“ შესასყიდად ხელვაჩაურის მერია ჯამში 11 327 ლარს გადაიხდის. ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 20 თებერვალს უნდა დასრულდეს. ღონისძიებები კი, 2022 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს გაიმართება.
ტენდერის პირობის მიხედვით, „ახალი კორონავირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა“.