ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი და ალამბარში – სასათბურე მეურნეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად აუქციონზე ხელახლა გაიტანა. ქონება ამჯერად, როგორც აუქციონშია აღნიშნული, 20-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება. პირობები ორივე შემთხვევაში იგივეა და განსხვავება მხოლოდ ვადებშია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს: ფიჭვნარის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და წინა, არშემდგარი აუქციონის მსგავსად 4 360 …
Category Archives: ბათუმი
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 22-27 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 17-27 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 0-3, დღისით 10-15 გრადუსი სითბო ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
კვირას და ორშაბათს ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, კვირას, 24 აპრილს და ორშაბათს, 25 აპრილს, ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. წელს საქართველოში აღდგომა კვირას, 24 აპრილს აღინიშნება, აღდგომის მეორე დღეს [25 აპრილს] კი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, ეს დღეები ოფიციალურად უქმე დღეებადაა გამოცხადებული. №11 მუნიციპალური ავტობუსი ერთადერთია ქალაქში, რომელიც ქალაქის [ფერიის] სასაფლაოსთან მიდის. №11 ავტობუსი აღმაშენებლის ქუჩიდან …
Continue reading “კვირას და ორშაბათს ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება”
ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია – ტბას ლაბორატორიულად ამოწმებენ
ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დათბობასთან ერთად დაიწყო ტბაში წყალმცენარეების გამრავლება და ტბის დაბინძურებაც ამას უკავშირდება. „ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს როგორც ნურის, ასევე არდაგანის ტბაზე. ნურის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად რეგულარულად ხდება დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად, შენარჩუნდება წყლის შესაბამისი ეკოლოგიური …
Continue reading “ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია – ტბას ლაბორატორიულად ამოწმებენ”
„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, აქ „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორ თაუერს ააშენებს
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის დემონტაჟი დაიწყო. ეს შენობა და მიმდებარე ტერიტორია აჭარის მთავრობამ 2020 წელს აუქციონზე „ორბი ჯგუფი ბათუმს“იმ პირობით მიყიდა, რომ აქ კომპანია მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პარალელურად, კომპანიას „ბასკოს“ შენობის დანგრევის უფლებაც აქვს. „ორბი“ აქ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას …
მოესწრება პრომინადის აღდგენა სეზონამდე? – ფეხით, სქროლით, კვადროციკლით ველობილიკზე
ბათუმის ახალ ბულვარში ორ თვეზე მეტია ფეხით მოსიარულეების პრომინადი რამდენიმე ათეულ მეტრზე შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები გადაკეტილია. განახევრებულ მონაკვეთში კი [უფრო ველობილიკზე] ერთდროულად მოძრაობენ ველოსიპედით, ფეხით, სქროლით თუ კვადროციკლით. ამ ვიწრო ზოლში უწევთ მშობლებს ბავშვების ეტლით გასეირნებაც. შესაბამისად, ეს ერთგვარი სახიფათო მონაკვეთია ბათუმის ბულვარში. უცნობია მოესწრება თუ არა სასეირნო ბილიკის აღდგენა მოახლოებული ზღვის …
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, 18 აპრილს ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 18 აპრილს, ცუდია: „ატმოსფერულ ჰაერში 18 აპრილიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს უმეტეს რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება …
Continue reading “ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული “
აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც
აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი]. პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ …
Continue reading “აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც”
ზღვის სანაპირო ზოლში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გაფრთხილება
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 აპრილს, საღამოს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ამავე თემაზე: როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში
როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 10-15 გრადუსი სითბო. ზღვის …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში”
რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში
აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. ამ დროისთვის კი, სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება. „ვაკანსიები ძირითადად არის დასუფთავების, მეეზოვის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, დარაჯის, დამხმარე პერსონალის, კურიერის და გამწვანების თანამშრომლის პოზიციაზე. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემა სოციალური გასაცემელი, თვეში არაუმეტეს 300 …
Continue reading “რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში”
22 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი გამოცხადებულია
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 12 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 მაისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების …
Continue reading “22 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი გამოცხადებულია”
დაბა ქედაში მუნიციპალური მიკროავტობუსი უფასოდ იმოძრავებს
14 აპრილიდან დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი იმოძრავებს. ქედის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღის განმავლობაში ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. „ამ პერიოდში დააკვირდებიან როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ შეიცვლება ან დადგინდება კონკრეტული გრაფიკი. რაც …
Continue reading “დაბა ქედაში მუნიციპალური მიკროავტობუსი უფასოდ იმოძრავებს”
დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ
„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს. სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა …
Continue reading “დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 3-8 …
ხელვაჩაურის მერია 82-ბინიანი სოციალური სახლის აშენებას აპირებს – კონკურსი
ხელვაჩაურის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 220 ათასი ლარია. „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიაში უთხრეს, რომ ბინები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უნდა აშენდეს. „სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადებების მიღება მიმდინარე წელს დასრულდა. სულ 207 განაცხადია შემოსული და აქედან 160 განაცხადი დაკმაყოფილდა, ანუ შემდგომში ბინებს გადასცემენ“, – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიაში. ახალი სოციალური …
Continue reading “ხელვაჩაურის მერია 82-ბინიანი სოციალური სახლის აშენებას აპირებს – კონკურსი”
რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა
კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს. „გრინ რეზორტს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სკოპინგის დასკვნიდან 2 წელში უნდა მიეღო. სკოპინგის დასკვნაზე მინისტრის ბრძანება კი, 2020 წელს გამოიცა. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, თუ კომპანია სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან …
Continue reading “რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით დროგამოშვებით წვიმა; დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 14-19 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 1-3 გრადუსი, …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ზღვის წყლის ხარისხს წელსაც გააკონტროლებენ – უსაფრთხო ბანაობა
ზღვაში ბანაობის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ზღვის წყლის ხარისხის გაკონტროლებას დაიწყებს. 2022 წელს სინჯებს აიღებენ და მონიტორინგი დაწესდება შავი ზღვის სანაპიროს შემდეგ წერტილებში: კვარიათი, სარფი, ე.წ „აკვაპარკის“ მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟის ტერიტორიები, ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე, ქობულეთის პლაჟის გასწვრივ 2 წერტილი – სულ 8 წერტილი. „ზღვის …
Continue reading “ზღვის წყლის ხარისხს წელსაც გააკონტროლებენ – უსაფრთხო ბანაობა”
ბათუმი-სტამბოლის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა
ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში ვერ დაჯდა. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ძლიერი ქარია და ბორტი ტრაპიზონში გაფრინდა. თვითმფრინავმა ბათუმის აეროპორტში დაშვება სამჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ და სამივეჯერ ქალაქის თავზე გადაიფრინა. განახლება: თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში დაჯდა. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: დღისით: 5 – 10 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
როგორ მიიღებენ შშმ პირები დახმარებას მაისიდან – სტატუსი კიდევ 1 თვე შეუნარჩუნდებათ
იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად [შესაბამისი დოკუმენტებით] განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2022 წლის პირველ მაისამდე. შშმ პირები, რომელთა სტატუსიც გადამოწმებას ექვემდებარება, აპრილის თვეშიც მიიღებენ სახელმწიფოსგან შესაბამისად დახმარებას. იმისათვის, რომ დახმარება მაისში და …
ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, 29 მარტს ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. ეს მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი და ცუდი ბოლოს 28 თებერვალს და 7-8 მარტს იყო. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. PM10 ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის …
Continue reading “ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა”
1,8 მილიონი ლარი გონიოში სკოლის რეაბილიტაციისთვის
ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 863 599 ლარია გამოყოფილი. სკოლის შენობა გონიოში, სვიმონ კანანელის ქუჩის N1-ში მდებარეობს. პროექტი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ითვალისწინებს არსებული სკოლის შენობის [მათ შორის, ელექტრო, წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემების] სრულ რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ღობის რეაბილიტაციას და სკოლის იმ …
Continue reading “1,8 მილიონი ლარი გონიოში სკოლის რეაბილიტაციისთვის”
ბათუმ-ქობულეთის დაბლობები პირველ კატეგორიაში – ქარსაფარი ზოლის აღდგენის ახალი წესი
2022 წლის პიველი აპრილიდან ამოქმედდება დადგენილება, რომლითაც მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“ დაამტკიცა. ქარსაფარი ზოლის აღსადგენად, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტები დაყოფილია სამ კატეგორიად: პირველი კატეგორია – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებრი) ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია); მეორე კატეგორია – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი (საშუალო …
ბათუმში ორშაბათს წვიმა, სამშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ორშაბათს, 28 მარტს, ბათუმში წვიმა და დროგამოშვებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი; სამშაბათს და ოთხშაბათს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ობსერვატორიის მონაცემებით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მთაში – თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში, რომელიც პერიოდულად 17-22 …
Continue reading “ბათუმში ორშაბათს წვიმა, სამშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება”
„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბი 170 მეტრი სიმაღლის კიდევ ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება. 170 მეტრი სიმაღლის შენობები, თითოეული 55-სართულიანი იქნება და ისინი შარტავასა …
Continue reading “„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება”
რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თურქეთში შესვლისას – რეგულაციები საქართველოს მოქალაქისთვის
საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია, თუმცა პანდემიის პერიოდში მოქმედებს გარკვეული რეგულაციები. დღევანდელი მდგომარეობით, საზღვრის კვეთისას სავალდებულოა საქართველოს მოქალაქემ თურქეთის მხარეს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც: კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი [ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე]; ან ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი [6 თვე აითვლება პირველი …
ხულოში სახელოვნებო სკოლას და სამხატვრო გალერეას ააშენებენ – 1,4 მილიონის ტრენდერი
დაბა ხულოში სახელოვნებო სკოლისა და სამხატვრო გალერეის მშენებლობისთვის 1 491 915 ლარია გამოყოფილი. თანხას ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარის 2022 წლის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მიიღებს. მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 7 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 აპრილს, დასრულდება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის. მშენებლობა 480 …
Continue reading “ხულოში სახელოვნებო სკოლას და სამხატვრო გალერეას ააშენებენ – 1,4 მილიონის ტრენდერი”
ბათუმში შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მარტის 21 საათიდან 21 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან ნალექი, მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო …
Continue reading “ბათუმში შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან”
„აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება იწყება – სახელმწიფო გრანტები მცირე ბიზნესისთვის
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების [ბიზნესიდეების] მიღება 2022 წლის 21 მარტიდან დაიწყება და ამავე წლის 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. „აწარმოე საქართველოში“ განცხადებით: „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე …
ბათუმის მერიის შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია საკრებულოს დარბაზი
ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული შენობების სახურავებისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზის შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 154 ათას 194 ლარია. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი, 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესაკეთებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული – ლ. …
Continue reading “ბათუმის მერიის შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია საკრებულოს დარბაზი”
რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში
პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში ორი პეტიცია მოამზადეს, რომელთაგან ერთი უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტს ეხება და ადგილობრივ საკრებულოს წარუდგენენ, მეორე კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხება და მისი ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭოა. „ერთი კვირის წინ შუახევში ვიყავი, ფეხი მტკივა და გაწვალებული გავედი. გზის პრობლემა გვაქვს ძირითადად და დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის, სოფლებში …
Continue reading “რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში”
პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის
შუახევის სოფლებში, ჭვანასა და ნენიაში, პროექტში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ჩართული ახალგაზრდები თანატოლებს შეხვდნენ და მათ თვითმმართველობის კომპეტენციასა და სამოქალაქო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტში შეძენილი ცოდნის გაზიარებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული კედლის კალენდრებიც გადასცეს, რომლებზეც დამატებითი ინფორმაციის სახით, თვითმმართველობის კომპეტენციაა დატანილი. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის …
პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ
თამუნა ქარცივაძე შუახევის სოფელ ტაკიძეებში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნივთებისთვის ახალი სახის მიცემა, ბოლო დროს კი სტრინგ არტით დაინტერესდა. სტრინგ არტი, ძირითადად ლურსმნებითა და ძაფებით ახალი დეკორაციების და ნივთების შექმნაა. თამუნამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პროგრამაშიც გაიმარჯვა, რითაც საყვარელი საქმე ერთგვარ ბიზნესად აქცია. „ნივთების შეძენის სურვილი გაჩნდა უცხოეთიდანაც და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვფიქრობ“, …
Continue reading “პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ “
ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2-7 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში …
Continue reading “ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”