„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან

ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე ____________________ „როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა“, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე თეატრში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას. დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრთან“ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. კანონის ინიცირების და განხილვის პერიოდში „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე ფაქტობრივად გაუქმდა ტაშის ნაწილი და იქცა პატარა აქციად, სადაც მსახიობები სცენიდან …

ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი ასაჩივრებს მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2024 წელს ინტეგრირებულ სპექტაკლებს ორგანიზება უნდა გაუწიოს ტენდერით გამარჯვებულმა, სრულიად ახალმა ჯგუფმა. დასის ხელმძღვანელისა და წევრების მშობელთა თქმით, აღნიშნულ ჯგუფს შშმ ადამიანებთან მუშაობის კომპეტენცია არ გააჩნია. ბათუმის მუდმივ მოქმედი სატენდერო კომისიის გადაწვეტილების ოქმი დასმა დავების განხილვის  საბჭოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა [პრეტენდენტის მიერ …

Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას

შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure. პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით. …

ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე | playlist

პირველად ქურთი ხალხის ბრძოლაზე 2019 წელს გავიგე, ცოტა ხნით ადრე სანამ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა. მაშინ ამ ამბებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მას შემდეგ ვცდილობ უფრო მეტის გაგებას ქურთებზე, მათ კულტურასა და ისტორიაზე. თუმცა იმის გამო, რომ მათი ენა არ მესმის, ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე უნივერსალურ წყაროდ თავდაპირველად მუსიკა იქცა. …

100 წლის წინანდელი ევროპა ქართველი გენერლის ფოტოობიექტივში

ეს გენერალ გიორგი [გიგლო] ყარალაშვილის მიერ თბილისსა და ევროპულ ქალაქებში გადაღებული ფოტოებია, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გიგლო ყარალაშვილი ართანელი თავადი იყო, თელავთან ახლოს მდებარე სოფლიდან. გარდა სამხედრო საქმისა და ფოტოგრაფიით გატაცებისა, იგი ცნობილი იყო, როგორც სახელგანთქმული მომღერალი. გიგლო ყარალაშვილი 1918 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. მისი ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს …

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – ბიაფი დაიწყო. ბიაფი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. „ეს წელი შევა ბიაფის ისტორიაში საფესტივალო წლად, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყებამ უარი უთხრა ფესტივალს დაფინანსებაზე,” – თქვა გახსნის ცერემონიალზე ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა. მისივე თქმით, შექმნილი ფინანსური სირთულეები ფესტივალის მენეჯმენტმა ნაწილობრივ დაძლია და შესაძლებელი გახდა მისი ჩატარება. ფესტივალის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ …

Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

16-17-18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება ფესტივალი Liquid Structure (თხევადი სტრუქტურები). სამდღიანი პროგრამა მოიცავს ვიდეო ჩვენებებს, საუნდ პერფორმანსებს და საჯარო შეხვედრებს არტისტებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.  ფესტივალი 16 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება ყოფილი პიერ ბათუმის, პირსის ტერიტორიაზე: 18:00-20:00-მდე სივრცე საჯარო საუბრებს დაეთმობა ისეთ თემებზე, როგორიცაა კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ურთიერთკავშირი, ადამიანების უფლებები ქალაქებზე, საჯარო სივრცეების …

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Swing-ი ფოთის ნაცვლად ბათუმში ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „სვინგი“ წელს ფოთის ნაცვლად ბათუმში ჩატარდება. ადგილთან ერთად იცვლება ფესტივალის ფორმატიც და ღია სივრცეში განთავსებული სცენების ნაცვლად 60-მდე არტისტი ბათუმის კლუბებში: „ზღვაზე“, BAHN-სა და Gate / Botanico -ში დაუკრავს. ფესტივალი 5-7 აგვისტოს გაიმართება.  „ოქროს ტბის [მდებარეობს ფოთის მახლობლად] ტერიტორიაზე არსებულმა საორგანიზაციო და ლოგისტიკურმა გამოწვევებმა, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სტუმრების და არტისტების კომფორტი და …

გორან ბრეგოვიჩი ბათუმში კონცერტს გამართავს

10 აგვისტოს ბათუმში ბალკანელი მუსიკოსის, გორან ბრეგოვიჩისა და მის ბენდის კონცერტი გაიმართება. კონცერტი Mono Hall Batumi-ში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-ზე, ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. როგორც აფიშაზეა აღნიშნული, კონცერტზე დაიშვებიან მსმენელები +18 წლიდან. ბრეგოვიჩის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კინოსთვის შექმნილ მუსიკას. აქვს ნამუშევარი ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკაზე, რომლებმაც ბრეგოვიჩს მსოფლიო აღიარება მოუტანა. …

წულუკიანი ყველა ხელოვანის კარზე დააკაკუნებს, თანაც ორჯერ – ინტერვიუ

ტოტალური კონტროლი და განსხვავებული აზრის დევნა – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკას კულტურის სფეროში. ის „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რის მიღწევა სურს წულუკიანს და რამდენად შესაძლებელია ეს. ბატონო სულხან, რა დაემართა კულტურის სფეროს მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი გახდა მინისტრი? პირველი, რასაც ძალიან მარტივი დაკვირვებითაც ვხედავთ, …

უკრაინელი შშმ ბავშვებისთვის ბათუმის ინკლუზიური დასი სპექტაკლს გამართავს

ხვალ, 20 მაისს, ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“ და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებული ინკლუზიური სწავლების ცენტრი ურეკში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინელი ბავშვებისთვის გამართავს სპექტაკლს – „ერთი სოფლის ამბავი“. სპექტაკლი ურეკში, 14:00  საათზე, ნოდარ დუმბაძის 7 ა-ში გაიმართება. მასზე დასწრება თავისუფალია. „ცისარტყელამ“ 7 აპრილსაც გამართა სპექტაკლი უკრაინიდან ომს გამოქცეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად ბათუმის ხელოვნების …

წელს „თბილისი ოფენ ეარზე“ alt-J-ი, Okean Elzy-ი და Cigarettes After Sex-ი დაუკრავენ

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ი ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ფესტივალი 24-26 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქგვერდზე დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა. წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლები არიან alt-J-ი, უკრაინული ჯგუფი Okean Elzy-ი, Cigarettes After Sex-ი, Konoba, Molchat Doma და სხვები. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაბომბილ …

იმოქმედეთ, უარყავით დიქტატორი – ფრანგი მწერლის მიმართვა რუს მწერლებსა და მკითხველებს

ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი რუს მწერლებსა და მკითხველებს მიმართავს, დაარღვიონ დუმილი. მწერალი ასე ეხმიანება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. „სამი დღის წინ ზელენსკი კლოუნი მეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვერცხები. და ვლადიმერ პუტინი კი არამარტო ძუკნაა, ის უფრო შეშინებულია, სასაცილოა და მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პენისი. მე …

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთს მიმართავს

რუსმა მუსიკოსმა, ანდრეი მაკარევიჩმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა. „თითქმის ყველა რუსს ჰყავს უკრაინაში თუნდაც ერთი მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი. და ჩვენ ახლა მათ ვესვრით. რა ხდება, საერთოდ? ყველა ძალის გამოყენებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე,“ – ამბობს მუსიკოსი ვიდეომიმართვაში. მუსიკოსი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გუშინაც გამოეხმაურა საჯარო პოსტით: „აბა, …

ვინ მიიღებს წელს „ოსკარს“ – ნომინანტების სია

2022 წლის „ოსკარის“ ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია. რეჟისორ ჯეინ კემპიონის ვესტერნი ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით – „ძაღლის ძალა” [The Power of the Dog] წლევანდელი ოსკარის დაფაზე 12 ნომინაციით ლიდერობს. ფავორიტებში შემდეგია დენის ვილნევის ფილმი „დიუნი” [Dune], რომელიც 10 ნომინაციაშია წარდგენილი, შემდეგ მოდის კენეტ ბრანას „ბელფასტი“ [Belfast] და სტივენ სპილბერგის „ვესთსაიდური ამბავი“ [West Side Story], რომლებიც შვიდ-შვიდ …

“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა. „ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული. ტბელ აბუსერიძის  თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან. „დაახლოებით 2 500 ფოტო …

წულუკიანი ისტორიულ მეჩეთებზე: მზად ვარ, ეს უნიკალური მემკვიდრეობა აღვადგინოთ

დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტარმა ტარიელ ნაკაიძემ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე ისაუბრა და კულტურის მინისტრს, მათ შენახვა-რესტავრაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჰკითხა. „თქვენ გასაოცარი ფოტოები გვაჩვენეთ, თუ თქვენთვის ეს პოლიტიკურად მისაღები იქნება, მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ეს მეჩეთები მოვინახულო… მზად ვარ, რომ ეს უნიკალური ხის კულტურული მემკვიდრეობა, თუ კი ეს კიდევ შესაძლებელია და …

მე არ მომწონს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – წულუკიანი ბულვარში „ამბასადორის” მშენებლობაზე

დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბათუმის ბულვარში”ამბასადორის” მშენებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა: „მე პირდაპირ გეტყვით, რომ ის „ამბასადორი“, რომელიც აშენდა, არა იმიტომ, რომ ცუდი სასტუმროა, არა იმიტომ, რომ ულამაზო პროექტია, არა – ლამაზი სასტუმროა, მაგრამ იქ, სადაც დგას, არის სიმახინჯე. მე არ მომწონს, გითხარით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. რომ …

„ბულვარის ამბავი იქაური პრობლემაა“ – რა ვერ გააგებინა ახვლედიანმა ბოლქვაძეს „ამბასადორზე“

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს კითხვები დაუსვა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე. არმაზ ახვლედიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული საკითხი განხილვაზე დააყენოს, რაზეც ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო. „გავიდა რამდენიმე თვე და მე არც კი მინდა ვთქვა, რამდენი გავიდა. მგონი …

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves-ი ერთი წლით გადაიდო

ანაკლიაში 19-22 აგვისტოს დაგეგმილი Echowaves-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდვითარების გამო“ ერთი წლით გადაიდო – ამის შესახებ განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა  გაავრცელა . ფესტივალის გადადების შესახებ განცხადების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, დაანონსდა ფესტივალის ლაინაფი (ALAN FITZPATRICK; ÂME; ARTBAT; BOSTON 168; DAX J; I HATE MODELS; JAN BLOMQVIST & BAND; LEHAR; MODESELEKTOR; MUSUMECI; …

როგორ დატროლეს პანდემია ბათუმელმა მუსიკოსებმა და რა არის CLAPPER-ი

„ქლაფერი“ Clapper მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც პანდემიის პერიოდში იმ მიზნით დაარსდა, რომ მუსიკის მოყვარულ ადამიანებს სოციალური დისტანცირებისა და ჩაკეტილობის პირობებში ონლაინ ემოგზაურათ საინტერესო ადგილებში და პირდაპირ, Live რეჟიმში მოესმინათ ელექტრონული მუსიკისთვის. „ქლაფერის“ ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული არტისტები, რეგიონში, სხვადასხვა ადგილას უკრავენ ელექტრონულ მუსიკას, რომელსაც მაყურებელი ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, მიმდინარე დროში ესწრება. „ქლაფერი“ მალე ერთი წლის …

ქვიარსოლიდარობა რიონის ხეობას – პოლიციამ ბანერის დაზიანებაზე მოკვლევა დაიწყო

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებისადმი ჩადენილი ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყო. საუბარია 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე, როცა ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა, მომხრეებთან ერთად, ქვიარსოლიდარობის გამომხატველი ბანერი გადატეხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანებს, რომლებსაც ბანერი ეჭირათ.  “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტის, ციალა რატიანის განმარტებით, …

ბათუმში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ აღენიშნებოდათ მრავლობითი ტრავმები.

დაიცავი რალფი – ტაიკა ვაიტიტის ხმით მოყოლილი ამბავი საცდელ ცხოველებზე

6 აპრილს The Humane Society of the United States-ის იუთუბგვერდზე გაიმართა მოკლე ანიმაციური ფილმის “Save Ralph”-ის პრეზენტაცია. ანიმაცია დოკუმენტური მეთოდებით აჩვენებს სატესტო კურდღლის ცხოვრებას, სავსეს ექსპერიმენტებით, ქიმიკატებით, მჟავებით, სხეულის დაზიანებით. რალფი უჩვეულო უდარდელობით ყვება, რომ მთელი მისი ოჯახი ტესტირების პროცესში დაიხოცა და მასაც იგივე ელის. #SaveRalph კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ შეწყდეს სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკისა და …

Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული. „პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული …

უცნობი ქართული კინოს დაბრუნება ასი წლის შემდეგ

2016 წლიდან დღემდე საქართველოში რუსეთის მთავარი ფილმსაცავიდან 60-მდე სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმი დაბრუნდა. ფილმების ნაწილი გასული საუკუნის 20-იან წლებშია გადაღებული. 11 ფილმის რესტავრაცია ახლა მიმდინარეობს ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე. კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი 2014 წელს დაიწყო. 60 ფილმიდან 23 უკვე აღდგენილია, წლის დასასრულისთვის კი ფართო საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემდგომი პერიოდის 34 ფილმს ნახავს. აღდგფენის პროცესშიაივანე პერესტიანის 1921 …

თანამედროვე ქართული თეატრების მართვის მოდელი პოსტსაბჭოურია | კვლევა

ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „შემოქმედებითი საქართველოს“ და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა ქართული თეატრების კვლევა, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს. კვლევის მიზანია აჩვენოს ქართული თეატრების შემოქმედებითი ინდუსტრიების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალის, არსებული მდგომარეობის, რესურსებისა და გამოწვევების შესწავლა შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე. განსხვავებები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თეატრების …

სტუდენტური კინოფესტივალის ქართველი და უცხოელი გამარჯვებულები

თბილისში 4-6 ნოემბერს საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ გაიმართა. ფესტივალში 17 ახალგაზრდა კინორეჟისორი მონაწილეობდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტში გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი. პირველი ადგილი – „ჩატვირთვა“, რეჟისორი გიორგი წილოსანი  მეორე ადგილი – „დიდი და პატარა ხელები“, რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი მესამე ადგილი – „დაბრუნება“, რეჟისორი გურამ ბაქრაძე  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა არგენტინული ფილმი THE PACK …

ბათუმი, პარიზის კომუნის ქუჩა | ცოტნე ცხვედიანი | პირველი ნაწილი

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი, მწერალი ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს წინა და ახალი მთავრობა ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მათ ერთი იდეოლოგია აქვთ, თუმცა ამ საკითხს უფრო თუ არ დავაზუსტებთ, შესაძლოა, ეს უბრალოდ უიმედო ადამიანის ნათქვამს ჰგავდეს. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ნეოლიბერალური პოლიტიკა, გაჰყვა მას და ახალ სიღრმეს მიაღწია. ფსკერისკენ სვლა …

მოთხრობა „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაცია აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებულია

ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი – „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს შორის. ფილმი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები ოთხ კატეგორიაში გამოავლინა, რისთვისაც 28 ანიმაციურ პროექტს შორის აარჩიეს საუკეთესოები. ქართული ანიმაცია „იგი“ რეჟისორმა …

ეგვიპტეში 2600 წლის წინანდელი სარკოფაგები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, საკარას ნეკროპოლში 59 სარკოფაგი აღმოაჩინეს მუმიებით. აქვე იპოვეს 28 ხის ფიგურა ძველეგვიპტური ღმერთების გამოსახულებით. აქამდე უცნობი სარკოფაგების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის სიძველეთა საკითხებისა და  ტურიზმის მინისტრმა, ჰალიდ ალ-ანანიმ გაავრცელა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარკოფაგები 26 საუკუნის წინანდელია, ისინი კარგადაა შემონახული. სარკოფაგების ნაწილი მოხატულია, მინისტრის თქმით, ისინი ეგვიპტის დიდ მუზეუმში გამოიფინება, გიზის პირამიდებთან ახლოს. …

ბათუმში შავი ზღვის ფესტივალი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე ფესტივალი, რომელიც 16-18 ოქტომბერსაა დაგეგმილი, შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე წელს მაყურებლის გარეშე ჩატარდება. „ფესტივალი ჩატარდება პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებისა და სანიტარული წესების გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე, როგორც ადაპტირებული პროექტი, სატელევიზიო და სოციალური მედიის ტექნოლოგიების გათვალისწინებით“, – ამბობენ სამინისტროში. როგორც …

დასახელდა 3 ფილმი, რომელთაგან ერთს საქართველო „ოსკარზე“ წარადგენს

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის პირველი  სექტემბრიდან დაიწყო საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. ეროვნული კინოცენტრის ცნობით განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა და უკვე ცნობილია, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს: [checklist] რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – „დასაწყისი“ …

მედუზების სეზონი ბათუმში [წყალქვეშა ფოტოები]

მართალია ზაფხული მიილია, მაგრამ ზღვის სეზონი ბევრისთვის ისევ გრძელდება. სექტემბრის თვეში, ნაპირთან მისულიც კი შეამჩნევდით რომ ზღაში უამრავი მედუზაა – ეს შავი ზღვის უდიდესი მედუზა – Rhizostoma pulmo-ა, იგივე კორნეროტი. Rhizostoma pulmo-ს დიამეტრი 40 სანტიმეტრს აღწევს.  იგი აგრესიული არ არის, მაგრამ ცოტათი შხამიანია და მასთან შეხებამ კანის უმნიშვნელო გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ალბათ სწორედ ამის გამოა, …

ნიგაზეულის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ნიგაზეულის ციხეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სააგენტომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა კომპანიასთან.  ხელშეკრულების ფასი დაახლოებით 34 650 ლარია. პროექტის მიხედვით მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია. კომპანიას ასევე ევალება სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის ჩაატაროს საჭირო კვლევები. დოკუმენტაცია კომპანიამ სააგენტოს დეკემბრის დასაწყისში უნდა ჩააბაროს. …

ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 5-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფემინისტური არტკოლექტივის, „გორგონების“ გამოფენა სახელწოდებით – „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ“. გამოფენაში მონაწილეობენ არტისტები: ნინო გავაშელი, სალომე ვეფხვაძე, მარიამ კაპანაძე, ანა კვიჭიძე, ქრისტინე ბებია და მაგდა ბატიაშვილი. გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც არტისტები სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით [ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა] ეცდებიან შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვალიერებლებს საშუალება …

Exit mobile version