კულტურა,მთავარი,სიახლეები

დაიცავი რალფი – ტაიკა ვაიტიტის ხმით მოყოლილი ამბავი საცდელ ცხოველებზე

07.04.2021
დაიცავი რალფი – ტაიკა ვაიტიტის ხმით მოყოლილი ამბავი საცდელ ცხოველებზე

6 აპრილს The Humane Society of the United States-ის იუთუბგვერდზე გაიმართა მოკლე ანიმაციური ფილმის “Save Ralph”-ის პრეზენტაცია. ანიმაცია დოკუმენტური მეთოდებით აჩვენებს სატესტო კურდღლის ცხოვრებას, სავსეს ექსპერიმენტებით, ქიმიკატებით, მჟავებით, სხეულის დაზიანებით.

რალფი უჩვეულო უდარდელობით ყვება, რომ მთელი მისი ოჯახი ტესტირების პროცესში დაიხოცა და მასაც იგივე ელის. #SaveRalph კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ შეწყდეს სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ცხოველებზე ტესტირება.

ანიმაციის სცენარის ავტორი და რეჟისორია სპენსერ სასერი, რალფს კი ახმოვანებს ცნობილი ახალ-ზელანდიელი რეჟისორი და მსახიობი ტაიკა ვაიტიტი.


ცხოველთა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ცხოველი – მათ შორის თაგვები, ვირთხები, ბაყაყები, ძაღლები, კატები, კურდღლები, ზაზუნები, მაიმუნები, თევზები და ფრინველები იხოცებიან მხოლოდ აშშ-ის ლაბორატორიებში ბიოლოგიის გაკვეთილების, სამედიცინო ტრენინგების, უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის, ასევე ქიმიკატების, წამლების, საკვებისა და კოსმეტიკის ტესტირებისთვის. როგორც წესი, ასეთ ცხოველებს ექსპერიმენტის ბოლოს კლავენ – „სიკვდილამდე ზოგ ცხოველს აიძულებენ შეისუნთქოს ტოქსიკური ორთქლი, ზოგს თავის ქალაქში ნახვრეტებს უკეთებენ, ზოგს კი ტყავს უწვავენ“.

სილამაზის ინდუსტრიას შეწირული ცხოველები – როგორ ამოვიცნოთ ჰუმანური ბრენდები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: