ანაკლიაში 19-22 აგვისტოს დაგეგმილი Echowaves-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდვითარების გამო“ ერთი წლით გადაიდო – ამის შესახებ განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა გაავრცელა .
ფესტივალის გადადების შესახებ განცხადების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, დაანონსდა ფესტივალის ლაინაფი (ALAN FITZPATRICK; ÂME; ARTBAT; BOSTON 168; DAX J; I HATE MODELS; JAN BLOMQVIST & BAND; LEHAR; MODESELEKTOR; MUSUMECI; STOJCHE; THE BLAZE), თუმცა წუხელ საორგანიზაციო გუნდმა განაცხადა, რომ ფესტივალი 2022 წლის აგვისტოსთვის გადაიდო.
„ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი“.