აჭარაში ომიკრონის 15 დადასტურებული შემთხვევაა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 15 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით კი მთლიანად ქვეყანაში, 3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 148 შემთხვევა. ექიმები და სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად, შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია. საქმე ის არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ …

ღამით წვიმა და თოვა, დღისით უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. სანაპირო რაიონებში ღამით დროგამოშვებით წვიმა; მთაში თოვა; დღისით კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამავე პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი ღამით 15-20 მ/წმ-ში, დღისით 7-12 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი ღამით: 2 – 7 …

აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

აჭარაში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესასყიდად, ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა 2022 წლის იანვრიდან 5-5 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისად: სტიქიით  დაზარალებული [ეკომიგრანტი] ოჯახი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიიღებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს, ნაცვლად 25 ათასი ლარისა; ხოლო ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა, მიიღებს 20 ათას ლარს, ნაცვლად 15 ათასი ლარისა. აჭარის …

რას ამბობენ ხულოს მერიაში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ხულოში მდებარე ხიმშიაშვილების საგვარეულო  შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.  შენობაში ამჟამად ხულოს რესურსცენტრია განთავსებული. ნაგებობის შესახებ იციან მერიაშიც, თუმცა შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე აქამდე არავის უზრუნია.   „ყველა ხულოელმა იცის, მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა ხიმშიაშვილების საგვარეულო სახლია.  ბევრჯერ ყოფილა ეს საკითხი განხილვაში. მე არ …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და ქობულეთის სოფლებში დენი რამდენიმე საათით გაითიშება

28 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან ამავე დღის 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: ბათუმში: გენერალ ა.აბაშიძის, ინასარიძის, კობალაძის, ტ.აბუსერიძისა და მიმდებარე ქუჩებს. ქობულეთში კი, 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს, სამებას, კვირიკეს, ჭახათს, ქაქუთსა და მიმდებარე სოფლებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება: „აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში“.    

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან დასრულებულია და ნარჩენების მიღება 2022 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. მანამდე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ ნაგავსაყარისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ახალი ნაგავსაყარის ამუშავების პარალელურად დაიწყება ბათუმისა [ადლიაში] და ქობულეთის [ორი] არსებული ნაგავსაყარების დახურვის სამუშაოები, რასაც ასევე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ შეასრულებს. ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც 35 წელზეა …

ხულოს სოფლებში თოვლისგან გზები ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები თოვლისგან გაწმენდილი არ არის. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, თუმცა დარჩენილია ზოგიერთი სოფლის შიდა გზები. „ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს სოფლის გზების გაწმენდაზე. ხვალ, 27 დეკემბრის დღის ბოლომდე, სოფლების შიდა გზები [ყველა უბნის ჩათვლით] იქნება გაწმენდილი. ამ დროისთვის მოგვარებულია ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც“ – …

სამთო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა მუშაობა დაიწყეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს – აცხადებს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, „მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ. მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის [თეთნულდი, ჰაწვალი], …

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან. ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.  ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა.  „ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების …

ხულოში გზები ჩაკეტილია, გაითიშა შუქი – თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია

დღეს, 22 დეკემბერს, ხულოში გზები ჩაკეტილია, დაბა და ხულოს სოფლები შუქის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. „ამ დროისთვის თითქმის ყველგან არის შეფერხება, მაგრამ მალე აღდგება… გზების გაწმენდა დამოკიდებულია თოვაზე, ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ამ მონაცემებით 2 – 3 საათში უნდა …

ქორწილი სეფაში | ფოტორეპორტაჟი

წლების წინ საქართველოში ქორწილს სეფაში იხდიდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში. კერძებს ქორწილში მეზობლები ამზადებდნენ, სუფრასაც ისინი შლიდნენ და ალაგებაშიც ეხმარებოდნენ ოჯახს. ასეთი ქორწილები დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან რამდენიმე ასეული ადამიანის გამასპინძლება იოლი საქმე არ იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოში სარიტუალო დარბაზები გაიხსნა, სეფაში ქორწილის გადახდის ტრადიცია მივიწყებას მიეცა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ხულოში, სოფელ ღორჯომში ეს …

პროექტი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

„დღეს ქალს ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, შექმნას სხვადასხვა სახის პროექტი, მიიღოს მასში მონაწილეობა ან კიდევ გააძლიეროს სხვა მეგობარი ქალები“, – ამბობს შუახეველი თამილა ლაბაძე, რომელიც მონაწილეობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტში – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ . „ამ პროექტის დასრულების შემდეგ ვფიქრობ წარმატებულ ქალად ჩამოვყალიბდები და დავეხმარები იმ მეგობარ …

ორშაბათიდან აჭარაში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიგამთიან რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო მაღალმთაში ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. …

კონკურსი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მონაწილეები გაივლიან შესაბამის სასწავლო კურსს. პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორ მოამზადონ და წარადგინონ პეტიცია; საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკას; საპროექტო იდეებისა და ბიზნესიდეების შედგენას; საჯარო კამპანიებისა და პიარკამპანიების დაგეგმვას; ასევე, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და სხვა. ამასთან, …

ბათუმში წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით 15/20 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიდამთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13- 18 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი:  სამხრეთ-დასავლეთის ქარი, წვიმა, …

ღორჯომში სპორტული დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, 2021 წლის 14 სექტემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღორჯომში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. პროექტით გათვალისწინებულია საჭიდაო დარბაზისა და  მაგიდის ჩოგბურთის სექციის მოწყობა. შესყიდვის ღირებულება შეადგენს 875 537 ლარს დღგ-ს ჩათვლით. წინადადებების მიღება სრულდება 2021 წლის 07 ოქტომბერს. ტენდერთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=419758&lang=ge

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 5 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: 13– 18 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – …

ბათუმში აგვისტოს ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო ღამით: 18– 23 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 10 …

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან წერილობით გამოითხოვა. სამსახურის ინფორმაციით, „ზღვის სანაპირო ზოლში ცურვა დასაშვებია, საბანაო სეზონზე ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, სადაც უსაფრთხო არეალი შემოსაზღვრულია შესაბამისი აღმნიშვნელებით“. სამსახურმა მოგვაწოდა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, „სადაც მიმდინარე ეტაპზე აკრძალულია ცურვა და განთავსებულია შესაბამისი აღმნიშვნელები“. [red_box]ცურვა აკრძალულია:[/red_box] …

25 აგვისტოდან ბათუმში უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 19– 24 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: …

5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ქობულეთის საკრებულოში

ქობულეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, ბონდო თედორაძემ დღეს, 22 აგვისტოს, დაასახელა ის კანდიდატები, რომლებიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქობულეთის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებენ. მაჟორიტარობის კანდიდატების სია [გაერთიანებული ოპოზიციიდან] ქობულეთში: მამუკა ჯაბნიძე – ქალაქ ქობულეთის პირველი ზონა რამაზ გოხიძე – ქალაქ ქობულეთის მეორე ზონა მერაბ ცინცაბაძე – ქალაქ ქობულეთის მესამე ზონა ზურა კინწურაშვილი – ჩაქვი მალხაზ …

ბათუმში ოთხშაბათამდე ხანმოკლე წვიმა, შემდეგ კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18– 23 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 25 გრადუსი სითბო …

10-მილიონიან ტენდერში გაურკვეველია გზა ხელვაჩაურში კეთდება თუ ქედაში

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 10 350 158 ლარით გამოაცხადა, თუმცა ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, გაუგებარია ეს მონაკვეთი კონკრეტულად სად მდებარეობს. ტექნიკურ დავალებაში, ასევე გარემოსდაცვით მართვის გეგმაში, აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე“. აღნიშნულია ისიც, რომ დასახლებულ მონაკვეთებში, მაგალითად [სოფ. აჭარისწყალი] გზა გაგანიერებულია 8-9 მ-მდე. სოფელი აჭარისწყალი ხელვაჩაურის …

16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს

„მობილიზატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში 14 წლის ასაკიდან შეგვეძლო საკუთარი იდეა წარგვედგინა, რომელიც, მოსახლეობისგან მხარდაჭერის შემთხვევაში, შემდგომში დაფინანსდებოდა. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სოფელში შემოგვეყვანა ინტერნეტი და შეგვეძინა WI-FI მოდემები, რომლებიც გაუნაწილდებოდა ყოველ ოჯახს სოფელ გუნდაურში, სადაც 40 მოსახლეა. ჩავთვალე, რომ ყველა ოჯახი კმაყოფილი დარჩებოდა და ჩემი იდეა დავარეგისტრირე“, – ამბობს 16 წლის ნიკუშა …

ეკლესიასთან სკვერში ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს

ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში [ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში] 80 კვ/მ ტერიტორიას 5-წლიანი იჯარით გასცემს. მომავალმა მოსარგებლემ იჯარით აღებულ ნაკვეთზე უნდა მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/ატრაქციონები, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ნაკვეთის მიმდებარე სკვერში კი – უფასო სასრიალო და საქანელები. აუქციონში გამარჯვებული ნაკვეთის სარგებლობისთვის ვალდებული იქნება ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 7 600 ლარი შეიტანოს, თუმცა ეს …

ჩატარებულია 857 056 აცრა, სრულად აცრილია 251 447 ადამიანი

საქართველოში ამ დროისთვის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 6,7 პროცენტია სრულად ანუ 2 დოზით აცრილი კორონავირუსზე. თუ ამას ერთი დოზით აცრილების რაოდენობასაც დავუმატებთ, გამოდის, რომ საქართველოში აცრა [1 ან 2 დოზა] მთლიანი მოსახლეობის 16,2 პროცენტს აქვს გაკეთებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს. აცრა 16 და მეტი ასაკის მოქალაქეებში ტარდება. კორონავირუსზე აცრა …

ბათუმში დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 15 აგვისტოს 21 საათიდან 16 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: ღამით 17-22, დღისით 23-28 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: ღამით 8-13, დღისით 18-23 …

მარადიდში მოქალაქეს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია „კირნათი ჰესის“ გამო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებ ილია დიდმანიძის კერძო საკუთრება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. საუბარია 5 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობი 3 236 კვადრატული მეტრი და 2 შენობა-ნაგებობაზე. ექსპროპრიაციის უფლება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა. მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ფარგლებში მოქცეული მესაკუთრე ილია დიდმანიძის საკუთრებაში …

 მოხალისეთა პლატფორმის მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაიწყო რეგისტრაცია მოხალისეთა პლატფორმის მონაწილეთა შესარჩევად. შერჩეულ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო გასართობი მეთოდების გამოყენებით, ონლაინპლატფორმებით მიეწოდებათ ცოდნა  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან თემებზე, გაეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს, თვითმმართველობის როლსა და ფუნქციებს, საარჩევნო სისტემას, აგრეთვე რელიგიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მათ როლს საზოგადოების განვითარებაში. სწავლების პარალელურად მოხალისეები მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს, აგრეთვე …

კონკურსანტები „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებით – ცესკო საოლქოებში წევრებს არჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევას დღეს, 8 აგვისტოს დაასრულებს. ქვეყნის მასშტაბით 84 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკო 3-3 დროებით წევრს შეარჩევს. საოლქო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი ცესკომ 3 აგვისტოს გამოაცხადა. აჭარის ზოგიერთი საოლქო კომისიის დროებით წევრად ცესკოს მიერ შესარჩევ კონკურსანტებს შორის არიან ისეთი საარჩევნო გამოცდილების მქონე პირებიც, რომლებიც …

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

შს მინისტრის ბრძანებით სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი განისაზღვრა. ამავე ბრძანებით, ცვლილებები შევიდა სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესში. ახალი წესების დარღვევა კი, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, …

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მდებარე გმირთა ხეივანს ღობავენ. ამ ეტაპზე ხეივანი მთლიანად შემოიღობება ფიროსმანის ქუჩიდან იმ ადგილის ჩათვლით, სადაც ჟიული შარტავს მემორიალია. ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ, შარტავას გამზირის აღნიშნულ მონაკვეთში ქვეითად მოსიარულეები ტროტუარის გარეშე რჩებიან და მათ ავტომობილების სავალ გზაზე მოუწევთ გადაადგილება. ბათუმის მერიაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ადგილზე კი, მუშებმა გვითხრეს, რომ „ამ ადგილზე, …

ვალდებულია თუ არა დენის ახალი მომწოდებელი მომხმარებელს ხელშეკრულება გაუფორმოს

2021 წლის აგვისტოდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები ივლისის თვეში მოხმარებული დენის გადასახადს ახალ კომპანიას – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ გადაუხდიან. შესაბამისად, დენის მიმწოდებელი უკვე ეს ახალი კომპანიაა. აუცილებელია თუ არა მომხმარებლებმა „ეპ ჯორჯია მიწოდებასთან“ დენის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გააფორმოს? – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] ამბობს, რომ ამისი აუცილებლობა არ არის. „როცა ბაზარზე გამოჩნდება თავისუფალი …

ქობულეთის მერია კერძო ყანებში სადარაჯო ფარდულებს მოაწყობს

ქობულეთის სოფლებში, მუხაესტატესა და წყავროკაში, კერძო საყანე ფართობებში სადარაჯო ფარდულების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 521 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტმა სადარაჯო ფარდულების მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სადარაჯო ფარდულების მოსაწყობად თანხა ბიუჯეტში მოსახლეობის მომართვის საფუძველზე გამოიყო. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირია მოსავლის მოპარვის მცდელობა, ამიტომ გადაწყდა, რომ ფარდულებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, …

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ბიუჯეტიდან 4 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვისწყლის მიმდებარედ უნდა აშენდეს. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი აგვისტოს 21 საათიდან 2 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23 გრადუსი …

Exit mobile version