მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქორწილი სეფაში | ფოტორეპორტაჟი

08.12.2021
ქორწილი სეფაში | ფოტორეპორტაჟი

წლების წინ საქართველოში ქორწილს სეფაში იხდიდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში. კერძებს ქორწილში მეზობლები ამზადებდნენ, სუფრასაც ისინი შლიდნენ და ალაგებაშიც ეხმარებოდნენ ოჯახს. ასეთი ქორწილები დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან რამდენიმე ასეული ადამიანის გამასპინძლება იოლი საქმე არ იყო.

მას შემდეგ, რაც საქართველოში სარიტუალო დარბაზები გაიხსნა, სეფაში ქორწილის გადახდის ტრადიცია მივიწყებას მიეცა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ხულოში, სოფელ ღორჯომში ეს ტრადიცია გააცოცხლა.

ბათუმიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სოფელში „ბათუმელები“ 27 ნოემბერს იმყოფებოდა, მარადისა და ინდირას ქორწილში.

შაბათს, 27 ნოემბერს, ადაძეების ეზოში ქორწილის სეფა უკვე გაშლილია და ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს

სეფაში ქალები სუფრას შლიან. მიწაზე, სტუმრებს ფეხი რომ არ დაესვაროთ ტალახით, ნაძვის წიწვებია დაფენილი და ქვიშაა დაყრილი

ეზოსა და სახლში პროდუქტებს ამზადებენ, ხახვს ჭრიან, სალათებს აზავებენ. ყველა დაკავებულია, ყველას თავისი საქმე აქვს

საქმიანობაში ბავშვებიც არიან ჩართული, მათ ქორწილი უფროსებზე მეტად ახარებთ

ცალკე ოთახში დაჭრილი და დახარისხებულია ხორცი, რომლისგანაც კერძებს მოამზადებენ

ქალებს ბევრი საქმე აქვთ, ყველა ოთახში ფუსფუსია

მალე ეზოში ცეცხლი ინთება და სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად ქვაბებს დგამენ

ცალკე ოთახში ალაგია ნამცხვრები

საღამო ახლოვდება, სუფრა იშლება – მალე ქორწილი დაიწყება

ქორწილში მოსვლამდე წყვილი მეჩეთში მიდის საქორწილო რიტუალის შესასრულებლად

მარადი და ინდირა ბათუმში ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ გვითხრეს, რომ ქორწილის შემდეგ 20 დღე დარჩებიან ხულოში, სოფელ ღორჯომში

სეფაში პირველ რიგში პატარძალი შემოდის. მას ტაშით ეგებებიან და ქორწილიც იწყება

გარეთ ნოემბრის წვიმაა, მაგრამ სეფაში მხიარულებას ეს ხელს არ უშლის. სუფრაზე უკვე ჰასუთაც ჩამოატარეს, ტკბილი ფაფა, ბევრისთვის საყვარელი საჭმელი, რომელსაც ქორწილშიც ამზადებენ

ნახეთ ვიდეორეპორტაჟი, რომელიც „ბათუმელებმა“ ღორჯომში მოამზადა:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: