ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ბილიკები, ამფითეატრი და ღია მანეჟები მოეწყობა 

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს. ღორჯომის ხეობაში დაგეგმილია ამფითეატრის, ღია მანეჟის, თავლისა და საცხენოსნო ბილიკების მოწყობა, ასევე ადმინისტრაციული შენობის აშენება. პროექტს სააგენტო მაქსიმუმ 55 ათას ლარად ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა. „შერჩეული უნდა იქნეს სამი სავარაუდო ლოკაცია და შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე დასაპროექტებელი არეალი უნდა …

10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად

ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რისთვისაც ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 20 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანხით ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. კომპანია „საბა კონსტრაქშენში“, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ხელშეკრულება პირველი ეტაპის სამუშაოებს ითვალისწინებს, დეტალების დასაზუსტებლად …

ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა. „ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით პარასკევს აჭარის სანაპირო ზოლში წვიმა, მთაში ზოგან თოვა დღის განმავლობაში შენარჩუნდება; შაბათ-კვირა კი, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ძირითადად უნალექოდ ჩაივლის. ობსერვატორიის მონაცემებით, 28 იანვრის 21 საათიდან 29 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – …

როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა – ახალი ვადა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წლამდე უნდა დასრულდეს – ესაა ამ დროისთვის ახალი ავტომაგისტრალის დასრულების ახალი ვადა, რომელიც გზის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. „პროექტის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის  მშენებლობის დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, დღეს, 26 იანვარს. გასულ წელს კი, დეპარტამენტიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი …

ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი. მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით …

რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

რატომ გადაკეტეს აბუსერიძის ქუჩა ისევ – მოძრაობა შეზღუდულია კარფურიდან რესპუბლიკურამდე

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა „კარფურიდან“ რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მონაკვეთში ცალმხრივად ისევ გადაკეტეს. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი, როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში შექმნილი პრობლემაა. აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში 2019 წელს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო. „სავარაუდოდ, საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, ძველი მილი უნდა იყოს გაჭედილი, რის გამოც აბუსერიძე-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში და მის …

აჭარაში წელს 2 164 ჰექტარს დახნავენ ბიუჯეტის ფულით – ტენდერი 756 ათასი ლარით

756 ათას 405 ლარია გათვალისწინებული აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიწის დასამუშავებლად. მიწის დამუშავებაში შედის – დახვნა, დადისკვა, ფარცხვა. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აგროსერვის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები 2022 წლის 1-ლი აპრილიდან უნდა დაიწყოს და ამავე წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 9 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება. …

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა აშენდება – დაიხარჯება 3,7 მილიონი ლარი

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლის შენობის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 798 555 ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლების სამინისტრომ მშენებლობაზე ტენდერი, აღნიშნული თანხით, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი კი, რომელიც 6 იანვარს დასრულდა, არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხუცუბანში არსებული სკოლის ძველი შენობა [და სხვა ნაგებობები] დაიშლება და პროექტის მიხედვით, ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდება. ახალ სკოლაში …

ბათუმში ნალექი, მთაში თოვა – როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან აჭარაში

ბათუმში კვირას საღამოს და ორშაბათს, 24 იანვარს, მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ნალექი, აჭარის მთიან რაიონებში კი –  თოვა. დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი ბათუმში სამშაბათს, 25 იანვარს ღამით და დილითაც; დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და 26 იანვარს, ოთხშაბათს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 23 იანვრის 21 საათიდან 24 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: …

ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში

ბათუმის ბიუჯეტიდან სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დასაფარად 2022 წლის განმავლობაში 46 446 900 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას მერია ორ ნაწილად გადაიხდის – ივნისსა და დეკემბერში. მერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების მომსახურებას ფარავს. აღნიშნული 46,4 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოსთვის 301 …

მიწის უფასო რეგისტრაციაზე დამატებით 300 ამზომველი იმუშავებს – სააგენტო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში დამატებით 300 ამზომველი დასაქმდება. „მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ფაზაში კანდიდატები უკვე შეირჩა. მოხდება მათი პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკადასტრო აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად, ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს“, – …

ვის შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტი წელს აჭარაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 52 სხვადასხვა სახის აუდიტს ჩაატარებს [გასულ წელს ჩატარდა 50 აუდიტი]. სამსახურის ინფორმაციით, აჭარის შემთხვევაში მიმდინარე წელს ცალკეული უწყებების ფინანსური აუდიტების ნაცვლად ჩატარდება რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. აჭარის ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022 წელს ჩატარდება, 2021 წელს მოიცავს. „აუდიტის მიზანია …

ხულოში სასწრაფოს ახალ შენობას აშენებენ – დაიხარჯება 289 000 ლარი

დაბა ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ახალ შენობას ააშენებენ. მუნიციპალიტეტს ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით გადაეცა. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური დღეს ხულოს საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული. ახალი შენობა კი, დაბა ხულოში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ძველი ავტოფარეხებია, რომლებსაც დაანგრევენ. საწყის ეტაპზე ახალი …

დანისპარაულში თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს [ფოტო]

აჭარის მთებში დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. თოვლის საფარმა ზოგიერთ ადგილზე 2 მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის გზას, ბათუმიდან დაბა ხულომდე [უფრო სწორად სოფელ დიდჭარის მიმდებარედ – პაქსაძეების ხიდამდე] მონაკვეთზე, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ავტომანქანას; ხოლო, ამამავე გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე [პაქსაძეების ხიდი-კურორტი …

ქობულეთის სოფელ აჭყვაში სახლი დაიწვა

დღეს, 16 იანვარს, ქობულეთის სოფელ აჭყვაში კონცელიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  „ბათუმელების“ ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოჯახს ჯერ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ და შემდგომში სხვა სახის დხამარების აღმოჩენაზეც იზრუნებენ.

დიდთოვლობის გამო აჭარის მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრიდან იწყება და 1 მეტრს აჭარბებს. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. პრობლემებია კურორტ გოდერძიზე მიმავალ გზაზეც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია ტექნიკა და ძირითადად სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება. „ინტენსიური თოვის გამო ჯერ ვერ ხერხდება სოფლის შიდა გზების გაწმენდა. ცენტრებთან მისასვლელი გზებიც ეტაპობრივად …

მომდევნო ორ დღეს თოვა, 18 იანვრიდან უმეტესად უნალექოდ – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და აჭარის მთაში, 16 იანვრის 21 საათიდან 17 იანვრის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდი იქნება – სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში თოვა. მაღალ მთაში ქარბუქი და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით …

ხულოს სოფელ ჩაოში 166 ათას ლარად გადმოსახედი – ახალი ტურისტული ადგილი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, [კოტაჯვარზე] ახალი ტურისტული ადგილი – გადასახედი მოეწყობა. პროექტისთვის 166 320 ლარია გათვალისწინებული, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალურუ ტრანსფერის ფარგლებში გადაეცა ხულოს. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა – წინადადებების მიღება 2022 წლის 30 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 თებერვალს დასრულდება. სატენდერო განცხადებას თან ახლავს შესაბამისი პროექტი, რომლითაც კოტაჯვარის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული …

მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდისთვის კომპანიები წელს 36-ჯერ დავაჯარიმეთ – ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება და 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე, უკვე 36 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს. — სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის …

აჭარის სანაპიროზე ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში ღრუბლიანი ამინდი, თოვა, ელჭექი, მაღა ლმთაში ქარბუქია მოსალოდნელი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო დღისით 0-5 გრადუსი სითბო. შიგამთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით …

სამგზავრო ბარათს ბათუმში მარკეტებსა და ფოსტის ჯიხურებშიც შეიძენთ – კონკრეტული მისამართები

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სამგზავრო ბარათის შეძენა Express Pay-ს გადახდის აპარატების გარდა, ბათუმში შესაძლებელია სხვა 52 ლოკაციაზეც: „სპარის“, „ნაზილბესა“ და „ვილმარტის“ მაღაზიათა ქსელებში, ასევე საქართველოს ფოსტის ჯიხურებში. სტანდარტული ბარათი BATUMI CARD-ის საფასური შეადგენს 2 ლარს,  რომელიც აისახება საბარათე ანგარიშზე. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 30 თეთრს. კონკრეტული მისამართები სადაც ბარათის შეძენა შეგიძლიათ საქართველოს …

აჭარის დაბლობში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

„გავწამდით. ცუდ დღეში ვართ. სასტუმროში როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენი მდგომარეობა რომ შეაფასოთ, ერთ დეტალს გეტყვით – მაგალითად, სარეცხი მოგვაქვს მემედ აბაშიძეზე, ანუ ჩვენს კორპუსში. ვრეცხავთ, ვაშრობთ და მიგვაქვს უკან. ასე ბევრ რამეზე. ისიც კი არ ვიცით, როდის შეიძლება გაამაგრონ ჩვენი კორპუსი, არავინ არაფერს არ გვეუბნება, როდის შევძლებთ სახლში დაბრუნებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე …

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, …

თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 იანვრიდან კი, რეგიონის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი. 12 იანვარს აჭარაში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა კი სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 …

სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს

ბათუმის ბიუჯეტში 2022 წელს პროგრამისთვის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – 6 246 022 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 25 122 ლარი იქნება ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა თანადაფინანსების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებია. ამ პროგრამის ფარგლებში რემონტდება მრავალბინიანი სახლების სახურავები, ფასადები, ლიფტები, კანალიზაციის სისტემები ეზოებში და ასევე ტარდება საერთო ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროგრამას …

აჭარაში პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების თანხა გაიზარდა

აჭარაში ფერმერების მიერ სახელმწიფოს ლიცენზირებულ სასაკლაოებზე რქოსანი პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების ღირებულების თანადაფინანსება 2022 წელშიც გაგრძელდება. სუბსიდიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 158 ათას 20 ლარია გამოყოფილი. ფერმერს 1 კგ ხორცზე [ტან-ხორცის წონა] ბიუჯეტიდან 56 თეთრს გადაუხდიან. პროგრამის ფარგლებში 251 000 კილოგრამი ხორცის სუბსიდია იგეგმება. „პროგრამა ითვალისწინებს ფერმერის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის 80 პროცენტიან …

რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციოდ აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 29 მილიონ 10 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით დაფინანსებულია ქვეპროგრამა – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ნახეთ, კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტში გზის რომელი მონაკვეთების რეაბილიტაციას გეგმავს დეპარტამენტი:   აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ტენდერები …

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: …

მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია

მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის ბათუმში 2022 წელს ის 6 კომპანია დააჯარიმეს, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს. „ექვსივე შპს დავაჯარიმეთ 100-100 ლარით. გაფრთხილებულებიც არიან და თუ გააგრძელებენ მგზავრებისთვის 70 თეთრის გადახდევინებას, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – გვითხრეს დღეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი …

29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ. მომსახურების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 349 645 ლარია. პანელების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, „ამ ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 …

ბათუმში მერია გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლებას გეგმავს

ბათუმში 2022 წელს გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება დაიწყება, რომელიც ეტაპობრივად, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამის მიხედვით, „ქალაქში არსებული გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება [შეცვლა/განახლება] მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2027 წლებში] შეადგენს 30 მილიონ ლარს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, სანათების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხის დადგენის მიზნით, ამ …

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

უფასო რეგისტრაციას მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წესი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის აზომვიდან, ნაკვეთის რეგისტრაციის ჩათვლით საჭირო ყველა სამუშაოს სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უკვე განისაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები [59 მუნიციპალიტეტი], სადაც სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლებში უნდა განხორციელდეს. ამ ჩამონათვალშია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც. „ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა …

Exit mobile version