აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით 15/20 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო და შიდამთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13- 18 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი, წვიმა, ხოლვადობა 1-10კმ. ტალღის სიმაღლე 13-18დმ(4ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში სამშაბათს, 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.