მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია

17.07.2020 • 1114
აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ხუთი კარავი ისევ გაშლილია. ეს კარვები ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მფლობელებმა, ანანიძეების ოჯახმა და მათმა მხარდამჭერებმა 15  ივლისს, საპროტექტო აქციის შემდეგ გაშალეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვებს მხოლოდ მაშინ დაშლიან, როცა მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა რეალურად დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის დაპირება მათ აჭარის მთავრობისგან აქციის შემდეგ  მიიღეს.

ანანიძეების ოჯახმა ქონების ჩამორთმევის საქმის  გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 2012 წელს მიმართა. ოჯახის ინფორმაციით, აღნიშნული ქონება, ე.წ. ხოფის ბაზრობის 51. 50 პროცენტი, მათ 2007 წელს იძულებით დაათმობინეს, შემდეგ კი ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის შეწყვეტაც მოსთხოვეს.

„ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენს საქმეს გამოიძიებდნენ და, როგორც დაგვპირდნენ, სამართალს აღადგენდნენ, მაგრამ პროკურატურა არც ჰოს გვეუბნება და არც არას. დღემდე პასუხი არ გვაქვს, ეს არის ცოცხალი შემოსავლიანი ბიზნესი და ჩვენ მისი დაბრუნება გვინდა“ – აცხადებს დავით ანანიძე.

კარვებში ოჯახის წევრები და მათი ახლობლები ამ დრომდე რჩებიან და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე პროკურატურა რეალურ ქმედებებს არ დაიწყებს მათი საქმის გამოსაძიებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: