მთავარი,სიახლეები

რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში

17.07.2020
რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში

ორშაბათს, 20 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმიდან მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე იქნება. ის არჩევნების მოგებას „ოცნების“ სახელით ბათუმში შეეცდება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ქართულ ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად კი მმართველი პარტია აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს წარადგენს. ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან.

ოცნების მესამე მაჟორიტარი კანდიდატი აჭარაში მოქმედი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე იქნება. ის  ისევ თავის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს, ანზორ ბოლქვაძე უკვე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: