მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქციაზე 8 პირი დააკავეს – ორს აღენიშნება დაზიანებები

30.11.2024 •
ბათუმში აქციაზე 8 პირი დააკავეს – ორს აღენიშნება დაზიანებები

30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო  აქციაზე 8 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს.

დღეს ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია]  ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და ნოდარ მამულაძე, ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ნათია ნანოიანი და  ა. კ. კი გაათავისუფლეს.

საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ოთხი მათგანი მოინახულა. მისი ინფორმაციით, ორ აქტივისტს აღენიშნება დაზიანებები. დაკავებულები საუბრობენ ძალადობის ფაქტებზე.

თამარ წულუკიძის ინფორმაციით, საიამ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დაშავებულების ექსპერტიზა მოითხოვა.

დღეს ბათუმში აქციის მონაწილეები პერიოდულად აწყობდნენ  მსვლელობებს ქალაქის ქუჩებში, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა. დაკავებების სერიის შემდეგ აქციის მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობასთანაც მივიდნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ამავე თემაზე: 

 

რა ხდება?

28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: