მთავარი,სიახლეები

„15 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – 30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

30.11.2024
„15 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – 30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

ბათუმში 30 ნოემბერს, დღის 15:00 საათზე, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.

„დღეს ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანეს და დაახლოებით 10-მდე აქტივისტი დააკავეს! ბათუმშიც დაიწყო დარბევები! მეგობრებო, 15:00 საათზე ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიასთან“ – წერენ ბათუმელი აქტივისტები ფეისბუქზე.

30 ნოემბერს, ღამე, ბათუმში აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო არასრულწლოვანი, მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

აქციის მსვლელობის პარალელურად მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად აწყობდნენ  მსვლელობებს სხვადასხვა მიმართულებით, ისინი აჭარის ტელევიზიასთანაც მივიდნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დაკავებების შემდეგ კი სუსის შენობასთან მივიდნენ.

  • რა ხდება?

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას.

თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

სამოქალაქო აქცია თბილისში სპეცრაზმმა დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს 43 ადამიანი, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: