ავარია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, დღეს, 21 მაისს, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოაჯირს შეეჯახა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე

ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში პირობებით გასაცემი 30 ნაკვეთიდან 27 თავისუფალია. ეს ნაკვეთები ინვესტორებს უსასყიდლოდ [სიმბოლურ 1 ლარად], სასტუმროების მშენებლობის პირობით გადაეცემათ. არქეოლოგების თქმით კი, თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია მოქცეულია ფიჭვნარის იმ არეალში, რომელიც არქეოლოგების მიერ დეტალურად შესწავლილი არ არის. პროექტი, რომელიც თავისუფალ ზონაში სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქ მხოლოდ 1 სასტუმრო …

ბათუმი-თბილისის მიმართულებით 27 მაისიდან 2 მატარებელი იმოძრავებს – ნახეთ ახალი განრიგი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2021 წლის 27 მაისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად ორი შემადგენლობა იმოძრავებს. [red_box]მატარებლების მოძრაობის გრაფიკი 27 მაისიდან:[/red_box] პირველი შემადგენლობა: თბილისიდან გასვლა 08:00 საათზე, ბათუმში ჩასვლა 13:35 საათზე იგივე შემადგენლობა ბათუმიდან გავა 14:55 საათზე და თბილისში ჩავა 20:29 საათზე მეორე შემადგენლობა: თბილისიდან გასვლა 15:00 საათზე, ბათუმში ჩასვლა 20:38 საათზე იგივე შემადგენლობა ბათუმიდან გავა 08:30 საათზე …

როდის დასრულდება ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია [Video]

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის ხიდი მთლიანად გათავისუფლებულია ასფალტის საფარისგან, თითქმის მოხსნილია მოაჯირები, უახლოეს პერიოდში კი ხიდზე გამავალი საკომუნიკაციო ქსელების გადატანა დაიწყება. ხიდს, როგორც ადგილზე დასაქმებულებმა გვითხრეს, სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეისწავლიან [ბურჯების მდგრადობას და სხვა კონსტრუქციებს]. სპეციალურად შეიწამლება ხიდის კონსტრუქციაც, მასზე ამოსული მცენარეების ფესვების …

რომელ ვაქცინებს გამოიყენებს საქართველო აცრისთვის – კორონავირუსი

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 19 მაისს ცვლილება შეიტანა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ და ის ფარმაცევტული პროდუქტები განსაზღვრა, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრისთვის გამოიყენებს. „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ ახალი დადგენილებით შემდეგი პუნქტი დაემატა: „საქართველოში Covid19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზნებისთვის გამოიყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც: აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო …

26,8 ტონა დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მონიტორინგის გეგმის შესაბამისად აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებში მავნე საკარანტინო ორგანიზმები …

რა შემთხვევაში გადადის კერძო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში – ახალი წესი

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი დაამტკიცა. ახალი წესი ძირითადად ეხება იმ სასოფლო მიწას, რომლის მესაკუთრე კომპანიის პარტნიორი უცხოელია და ეს მესაკუთრე ვერ ასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მიწის ნაკვეთი საქართველოში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის საკუთრებაშია, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია ან …

კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

შუახევისა [კლდისუბანი, კავიანი] და ქედის [დანდალო, ჯალაბაშვილები] მუნიციპალიტეტებში საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი 300 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, ბილიკის მშენებლობა, რომელიც ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეებს შორის მოეწყობა, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, კერძოდ, საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკისთვის მოაჯირების, ველოპარკინგისა და ავტოპარკინგის …

სად გაითიშება დენი ბათუმსა და აჭარის სოფლებში 19 მაისს

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და აჭარის სოფლებში აბონენტთა ნაწილს 19 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, შეზღუდვა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: ბათუმში – [11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში], მონაცვლეობით შემდეგ ქუჩებს: კ. გამსახურდიას, რუსთაველის, მ. აბაშიძის, პუშკინის, გიორგი ბრწყინვალის, შაფათავს, სულაბერიძის და მიმდებარე ქუჩებს. ხელვაჩაურში – [11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში], მონაცვლეობით სოფლებს: …

პანდემიის პერიოდში საქართველოში 112 ათასი ავტომანქანა შემოიტანეს, 43 ათასი კი გაიტანეს

პანდემიის ერთ წელში, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 156 496 ავტომობილის იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა. აქედან 141 811 მსუბუქი ავტომობილი იყო. პანდემიის დროს ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი, პანდემიამდე ერთ წელთან შედარებით, 135 594-ით შემცირდა [2019 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე ანუ არაპანდემიის დროს, ავტომობილების იმპორტ-ექსპორტმა საქართველოში რაოდენობრივად, ჯამში 292 090 შეადგინა]. იმპორტ-ექსპორტის მონაცემები 2020 წლის …

ჯარიმების გასაუქმებლად მეწარმეებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს

მეწარმეებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მეწარმეებს შეუძლიათ დღეიდან, 18 მაისიდან, უკვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად. მიმართვის ბოლო ვადა 2021 წლის პირველი აგვისტოა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „გადასახადის გადამხდელს, …

მინისტრებმა კოვიდით სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი დაამტკიცეს  

საქართველოს ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, დაბადების და გარდაცვალების  შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესს დაემატა ცალკე მუხლი – COVID19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი. ამ წესის მიხედვით, COVID19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში პირველადი მიზეზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, ტესტირების კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე. ამასთან, „გარდაცვალების შესახებ …

ბათუმში საქალაქო ტრანსპორტი საღამოს 11 საათამდე იმუშავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 17 მაისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები ქალაქში საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ. საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ ასევე საქალაქო ავტობუსები. მერიის განცხადებით, 18 მაისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები მოსახლეობას საღამოს 10 საათამდე მოემსახურება. ამასთან, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქციისა და გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგიერთ ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დროებით შეცვლილია. დროებითი მარშრუტი ნახეთ …

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს გაიხსნება

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს ოფიციალურად გაიხნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეს არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. 19 აპრილიდან კი, ბილეთის ფასი 1-5 ლარი ეღირება. არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია მნახველებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა. დღემდე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო …

კონკურსი მშენებლებისთვის – მთავრობა დევნილებს ბინებს უყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, გამოცხადებულია კონკურსი მენაშენეებისგან ბინების შესყიდვაზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. სააგენტოს განცხადებით, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართობები განთავსებული უნდა იყოს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ოღონდ, ბათუმში ამ კონკურსის ფარგლებში, მხოლოდ 2 ბინას შეიძენენ – სააგენტოს აქვს ვალდებულება, ორ კონკრეტულ დევნილ ოჯახს გადასცეს ბინა. „ბათუმელების“ …

წელს 3 თვეში 206 მილიონი აშშ დოლარის ავტომანქანა შემოიტანეს – საქართველო

2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 206 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა. ეს მაჩვენებელი 17,7 მილიონი დოლარით ნაკლებია პანდემიამდე ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 223,9 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა იყო შემოტანილი. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 2021 წლის პირველ სამ თვეში 22,3 მილიონი …

 აჭარაში 20 მილიონის დასახარჯად ტენდერი ხელახალა გამოაცხადეს

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჯამში 20 მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს. წინა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ტენდერის პირობით, გამარჯვებულმა ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოებიც თავად უნდა შეასრულოს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის …

ბათუმი-ხულოს გზა – რატომ არ აკეთებენ სახიფათო ადგილებს 2 წელია [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას – ამას „ბათუმელები“ 2019 წლის მაისში წერდა. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებულმა აჭარისწყალმა გამორეცხა ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება. ზუსტად 2 წლის შემდეგ, გზის ამ მონაკვეთებში არაფერი შეცვლილა. „ყველა ასეთი …

რა იგეგმება ხულოში დანისპარაულიდან გოდერძიმდე – კონცეფცია

სასტუმრო კომპლექსი, საცხოვრებელი უბნები, საზაფხულო ბანაკი და სპორტული ცენტრი, ასევე, კურორტ გოდერძის ძირითად ნაწილთან შესაძლო შიდა კავშირისათვის საბაგირო გზის მოსაწყობად განკუთვნილი ტერიტორია – ამ ყველაფერს ითვალისწინებს კონცეფცია, რომელიც ხულოში, სოფელ დანისპარაულთან ახლოს მდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორიაზე გამოყოფილია ბიატლონისათვის არენის, სასროლეთისა და საჯარიმო წრისთვის გამოსაყენებელი არეალი. აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიას კვეთს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი, კონცეფციის მიხედვით …

მერია ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსის შესაძენად ფასს ადგენს

ბათუმის მერია 40 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად ფასებს აზუსტებს. ავტობუსები უნდა იყოს სიგრძით 10 მეტრი [16 ცალი] და 8,5 მეტრი [24 ცალი], დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით – არანაკლებ Euro 5 და Euro 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან, არანაკლებ 60 მგზავრზე გათვლილი. საქალაქო ავტობუსების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა. დაინტერესებული …

ბაგრატიონის ქუჩის ნაწილს 13 მაისს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 13 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე. კომპანიის განცხადებით, მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 865 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოში, ხიხაძირის ხეობაში მდებარე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი მოეწყობა. სამუშაოებისთვის 865 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. „კეთილმოწყობილი ასასვლელი ბილიკი, რომელიც ასვლას არ ამარტივებს, მაგრამ ქმნის უსაფრთხო გარემოს, ციხე-სიმაგრეს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის უკვე არამხოლოდ მოლაშქრეებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის,“ – …

როგორ გამოისყიდი სახელმწიფო მიწას, რომელსაც იჯარით სარგებლობ – ახალი წესი

მოიჯარეს, რომელსაც სახელმწიფოსგან მიწა იჯარით აქვს აღებული, შეუძლია ეს მიწა შეისყიდოს, უკვე მისი ღირებულების 75%-ის გადახდით. მიწის ფასს დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს. ამ დრომდე მოიჯარეს მიწის გამოსასყიდად ღირებულების 100% უნდა გადაეხადა. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიწის გამოსყიდვა შეუძლია იმ მოიჯარეს [ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს], რომელსაც იჯარის ხელშეკრულება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, ანუ 2020 …

უცხოეთიდან შემოტანილი 5 700 ცალი ყვავილი გაანადგურეს – გამოვლინდა მავნე ორგანიზმი 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემოტანილი. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ  დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად საკარანტინო მავნე ორგანიზმი – Frankliniella occidentalis …

დაიბეგრებით, თუ ტყეში მოცვს, მაყვალს, მარწყვს კომერციული მიზნით შეაგროვებთ – ახალი წესი

ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის. რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ. „ტყის ანუ სახელმწიფო რესურსის …

სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

მთავრობამ დღეს, 10 მაისს, ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო, რომლის მიხედვითაც, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახალი წესი თანხვედრაშია ტყის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას …

დოქის დამზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დოქის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს: საღვინე ჭურჭელი – დოქის დამზადების ტრადიცია“ – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 29 აპრილის ბრძანებაში. ბრძანება 2021 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების …

შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმში დეკემბრის ბოლომდე დასრულდება – დეპარტამენტი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 10 მაისს. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.  საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 64 მილიონი ლარია გამოყოფილი. …

რეაბილიტირებული პეტრას ციხე [ფოტო]

პეტრას ციხე, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა, ვიზიტორებისთვის კვლავ დაკეტილია. განახლებული კომპლექსის გახსნა 18 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ 18 მაისამდე გადაწიეს. თუმცა ეს თარიღიც სათუოა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პეტრას ციხის გახსნის თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ფასიანი იქნება, ბილეთის ფასი კი – 1-დან 5 ლარამდე. არქეოლოგიური …

აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღებას იწყებს – საჭიროა 200 ხელმოწერა

აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღება-განხილვას იწყებს. „სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეთა არანაკლებ 200-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა აქვს წერილობითი პეტიციით მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს,“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოქალაქეებს პეტიციის წარდგენა ამ ეტაპზე მხოლოდ წერილობით შეუძლიათ. რაც შეეხება პეტიციის ელექტრონულად წარდგენას, რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელექტრონული პეტიციის …

ბათუმში „სინოფარმის“ ვაქცინით საზღვაო ჰოსპიტალშიც აცრიან

მას შემდეგ, რაც საზღვაო ჰოსპიტალშიც დაუშვეს „სინოფარმით“ აცრა, ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ბათუმში დარეგისტრირდნენ. ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. ბათუმისთვის განკუთვნილი ჩინური „სინოფარმის“ ყველა დოზა 6 მაისის მდგომარეობით დაჯავშნილი იყო. მას შემდეგ, რაც ბათუმში ვაქცინა დაამატეს საზღვაო ჰოსპიტალში [მელიქიშვილის ქუჩა 102ბ], ისევ გახდა შესაძლებელი ადგილების დაჯავშნა. საზღვაო ჰოსპიტალში 2 ამცრელი კაბინეტი იმუშავებს. ჰოსპიტალში აცრები 12 …

ბათუმში სამშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიდამთიან  რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო. …

აჭარაში კოვიდის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი | 9 მაისი

9 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოში მკურნალობს 499 პაციენტი, მძიმე პაციენტია – 86, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 8, კლინიკურ-სასტუმროებში – 348. აჭარაში საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება – 1 946. — stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 …

კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 18 პაციენტი

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 მაისის დილის მდგომარეობით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში კოვიდის 1 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 662 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 952 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 710 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში …

„დინამო“ ბათუმი 1:0 თბილისის „დინამო“ [ფოტო]

8 მაისს, ბათუმის ახალ სტადიონზე „დინამო“ ბათუმმა თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. ბათუმის ახალ სტადიონზე ეს პირველი მატჩი იყო, რომელსაც გულშემატკივრები ესწრებოდნენ.    

უსინათლოთა ბილიკები, ტროტუარები – როცა კერძო კომპანიები საჯარო სივრცეს იტაცებენ [ფოტოამბავი]

ბათუმში, ფიროსმანისა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ღობე დიდი ხანია მოხსნილია და აქ ტროტუარიც და უსინათლოთა ბილიკებიც მოწყობილია. მიუხედავად ამისა, უსინათლოთა ბილიკზე ზებრა გადასასვლელთან ხელოვნური ბარიერებია მოწყობილი – ქვის ქოთნებით და რკინაბეტონით. ეს ბარიერები კი, ისეა მოწყობილი, რომ არამარტო უსინათლოებს და ეტლით მოსარგებლეებს უშლის ხელს გადაადგილებაში, არამედ ნებისმიერ ქვეითს. ამ ადგილთან ახალაშენებული კორპუსები კომპანია …

Exit mobile version