ვისთვის არის მგზავრობა უფასო საქალაქო ავტობუსებით და რა დოკუმენტებია საჭირო

მგზავრები, რომლებიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ, ვალდებულნი არიან თან იქონიონ სპეციალური ელექტრონული ბარათები. „ბარათები ყველა კატეგორიას სჭირდება და ამასთან, სამგზავრო ბარათის გატარება სავალდებულოა. ბანკისთვის ინფორმაცია გადაგზავნილია და ავტომატიურ რეჟიმზე გადაყვანა მოხდება იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური შეღავათით. მათ ახალი ბარათების დამზადება არ დასჭირდებათ“, – განაცხადეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე …

200-ლარიანი კომპენსაციის ბოლო თვე – წელს ჯამში 121 მილიონი ლარი დაიხარჯა

200-ლარიანი კომპენსაციის მიღებაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 21 ივნისია [ვინაიდან 20 ივნისი უქმე დღეა]. ივნისის თვეში კომპენსაციების გაცემით კი, პროგრამა, რომელიც 6-თვიანია, ძირითადად დასრულდება. თუმცა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ კომპენსაციას ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამუშაო იანვარ-თებერვალში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში [იანვარი-მაისი] 200-ლარიანი კომპენსაცია ჯამში 606 …

შსს 400 ავტომანქანას – პიკაპსა და ჰეჩბეკს ყიდულობს, ტენდერი 39 მილიონი ლარით

შესყიდვების სააგენტომ 100 ჰეჩბეკისა და 300 პიკაპის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ორი კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 39 923 734 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული მანქანები განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. სხვა მოთხოვნებთან ერთად, „ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2021 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. …

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, თუ მას კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული და საქართველოში შემოდის, საქართველოს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR …

გოდერძის წყალმომარაგებისთვის თანხა 1 მილიონით გაიზარდა – ტენდერი 4,5 მილიონით

კურორტ გოდერძის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი ამჯერად 4 548 589 ლარით გამოაცხადა. წინა ტენდერი, თანხით 3 530 760 ლარი, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე [სამთო-სათხილამურო კურორტი „ზანკა“] წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე [მე-2 ეტაპი] ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 …

ბათუმში მილის დაზიანების გამო გაზი 500 აბონენტს შეუწყდა – როდის განახლდება მიწოდება

გაზსადენი მილის დაზიანების გამო დღეს, 3 ივნისს, ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება 500 აბონენტს შეუწყდა. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე გაზის მიწოდება სრულად აღდგება. ავარიული დაზიანების გამო ბათუმში გაზის მიწოდება პირველ ივნისს, საღამოს, 6000 აბონენტს შეუწყდა. „სოკარის“ განცხადებით ამ აბონენტებისთვისაც დღეს დილიდან დაიწყო გაზის მიწოდება და დღის ბოლომდე გაზს ყველა აბონენტი …

ბლექსის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება – კონკურსი პროექტისთვის 200 000 ლარით 

ბათუმში, თავდადებულის N61-ში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 200 ათასი ლარია. პროექტს აჭარის 2021 წლის ბიუჯეტიდან შეისყიდიან. კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 16 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. კონკურსის მიხედვით, სკოლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე [ყოფილი კოლეჯი „ბლექსი“] უნდა განთავსდეს სასწავლო და სპორტული კორპუსი (ერთად ან …

როდის განახლდება ბათუმი-ქუთაისის მატარებლის მოძრაობა – „რკინიგზის“ განმარტება

საქალაქთაშორისო მიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად საგარეუბნო ელექტრომატარებლების მოძრაობა არ განახლებულა. მიუხედავად ამისა, საგარეუბნო მატარებელი გარკვეული პერიოდულობით რეისებს ასრულებს, თუმცა, როგორც საქართველოს რკინიგზაში გვითხრეს, მატარებელი მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებს ემსახურება. მგზავრებისთვის საგარეუბნო მატარებელი ბევრი რამის გამო არის მისაღები – გაჩერებების რაოდენობა, მგზავრობის დაბალი ფასი, მოძრაობის გრაფიკი და სხვა. „ბათუმელებმა“ „საქართველოს რკინიგზისგან“ საგარეუბნო მატარებლებზე, მათ შორის, ბათუმი-ქუთაისის რეისზე, …

შუახევის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება

კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, საყენდრიას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მაწყვალთის მთის, საბერწიის, სანალიას და ძველი მთის სამთო იალაღების მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა-გადმოყვანას ზაფხულის სეზონზე შუახევის მუნიციპალიტეტი წელსაც უფასოდ უზრუნველყოფს. სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 6 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა …

როდის მიაწვდიან გაზს 6000 აბონენტს ბათუმში

ბათუმში 6000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „დღეს, დღის 2 საათიდან ან უფრო ადრე დაიწყება გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად და დღის ბოლომდე სრულად აღდგება. ქსელში დაზიანების გამო ფაქტობრივად ყველა აბონენტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, გაფრთხილებულია,“  – გვითხრეს „სოკარში“ შენიშვნა: დღეს, „სოკარის“ აბონენტებმა დამატებით მიიღეს შეტყობინება, რომ გართულებული …

314 ჰექტარი ზღვისპირას – „გონიოს პოლიგონის“ ათვისების გეგმა ისევ არ არსებობს

გონიოში, ჭოროხის შესართავთან, 314 ჰექტარი ზღვისპირა ტერიტორიის განვითარების რეალური გეგმა დღემდე არ არსებობს. საუბარია ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „მიმდინარე ეტაპზე, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ განიხილება“. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ფინანსთა სამინისტროდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა. „მითითებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ჭარბტენიანი ტერიტორიების დამცავ ქსელში, რომლის …

სახელმწიფო 300 პიკაპს წელს ნისიად იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2021 წელს ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული [პიკაპი] ტიპის 300 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ავტომანქანები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის არის გათვალისწინებული. პიკაპების შესაძენად შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი, სააგენტო ბაზრის კვლევას ატარებს. პირობის მიხედვით: [checklist] არანაკლებ 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2021  წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის – …

მიწის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გახანგრძლივდა – ახალი ცვლილება

მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან ცვლილების რეგისტრაციის მომსახურების ვადები საჯარო რეესტრმა გაახანგრძლივა. პანდემიის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სპეციალური დროებითი წესით მუშაობს. სააგენტოს სერვისებით სარგებლობა კი, მოქალაქეებს თუ იურიდიულ პირებს დისტანციურად ან წინასწარ დაჯავშნით შეუძლიათ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, დღეიდან, 31 მაისიდან, საჯარო რეესტრს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის …

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

აჭარის მთავრობა რეგიონის დაბებისა და სოფლების გაზიფიცირებას უახლოეს წლებში არ გეგმავს. „აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძირითადი მილსადენის მშენებლობა,“ – მოგვწერეს სამინისტროდან. აჭარის მუნიციპალიტეტებში უახლოეს ან/და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ ინფორმაცია [კონკრეტული ლოკაციების და დაწყება-დასრულების სავარაუდო ან დადგენილი ვადების მითითებით], „ბათუმელებმა“ სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა. …

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ ვეღარ მიიღებენ

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ ვეღარ მიიღებენ. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკაში ის პუნქტი, რომელიც მედიკამენტების წინასწარ მიღების შესაძლებლობას იძლეოდა, მინისტრის ბრძანებით, მეთოდიკიდან ამოღებულია. შესაბამის ბრძანებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი 2021 წლის 28 მაისს მოაწერა. ბრძანება დღეს, 31 მაისს, შევიდა ძალაში. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 2020 წლის 22 …

პანდემიის სალიკვიდაციო 5.1 მლრდ ლარიდან 3.8 მლრდ საგარეო ვალია – აუდიტი 2020 წლის ბიუჯეტზე

პანდემიის გამო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.7 მილიარდი აშშ დოლარით [83%-ით], ხოლო ადგილობრივი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.4 მილიონი ლარით [4%-ით] შემცირდა; ეკონომიკის 20 დარგიდან შემცირდა 12 დარგი; მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან [მშპ-სთან] ფარდობის მაჩვენებელი კი 60%-ს გაუტოლდა და გადააჭარბა პესიმისტური სცენარით განსაზღვრულ მაჩვენებელს – ეს, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ზოგიერთი მაჩვენებელია, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. …

ხულოში, კურორტ გოდერძიზე, კოტეჯების აშენებისა და ხეების დარგვის პირობით 10 ნაკვეთი იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 10 ნაკვეთს 2 ლოტად [5-5 ნაკვეთი] ყიდის. ქონება ელექტრონულ აუქციონზე პირობებით იყიდება. აუქციონები დაწყებულია და 2021 წლის 18 ივნისს დასრულდება. მთავარი პირობა კოტეჯების [მათ შორის კოტეჯის ტიპის სასტუმროების] აშენებაა. ამასთან, მიწის ნაკვეთების მყიდველ[ებ]მა ჯამში 100 ძირი ხე უნდა დარგონ [თითოეულ ნაკვეთზე ან მის მიმდებარედ 10 ხე]. …

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 30 მაისი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, 30 მაისის დილის მდგომარეობით აჭარაში, საავადმყოფოებში მკურნალობს 394 ადამიანი, ამასთან, 100 მძიმე პაციენტია. 17 პაციენტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 246 პაციენტი მკურნალობს. კარანტინშია 6 პირი, ხოლო 2 295 თვითიზოლაციაში იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 მაისის დილის მდგომარეობით, რეგიონში სულ აცრილია 12 …

კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსით დაავადების 723 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და …

ბათუმში ორშაბათიდან უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო და შიდამთიან  რაიონებში – ღამით 13-18 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 11-16 გრადუსი სითბო. …

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები გახანგრძლივდა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგია საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს, 2022 …

ქობულეთში სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება

ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება. სპორტული კომპლექსისა და ლანდშაფტური დაგეგმარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსის გამოსაცხადებლად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უნდა დაადგინოს. საკონკურსო დოკუმენტაცია გამოქვეყნებულია და დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზებები „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ წერილობით, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი …

395 946 ლარი საზაფხულო თეატრის რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობის რემონტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 395 946 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს ძველი თეატრის შენობის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ბათუმის კულტურის ცენტრს ამჯერად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: საზაფხულო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებზე – 387 546 ლარით და …

გამოცვლილი ქვაფენილი და ახალი პლაჟი შშმ პირებისთვის – კიდევ რას აკეთებენ ბულვარში

ბათუმის ბულვარი მიმდინარე სეზონზე შშმ პირებისთვის კიდევ ერთ ადაპტირებულ პლაჟს მოაწყობს. ბულვარის ინფორმაციით, ადაპტირებული პლაჟი იქნება როგორც რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, სადაც ადრეც იყო, ასევე გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპირდაპირედ. აქ შესაბამისი სამუშაოები [ადაპტირებული საშხაპეების მოწყობა და სხვა] უკვე დაწყებულია. „შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტივტივა ეტლები, რაც გვაქვს, ამ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება და მათით სარგებლობა …

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე წინადადებების მიღება დაიწყო – კონკურსი 2,1 მილიონი ლარით

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კომკურსში წინადადებების მიღება დღეს, 27 მაისს დაიწყო. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის პირველი ივნისის 13:30 საათამდე გაგრძელდება. მერიამ კონკურსი ხელახლა, 14 აპრილს გამოაცხადა, ვინაიდან წინა ტენდერი შეწყვიტა. მერიამ ეს პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა და კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, …

ბათუმი-სარფის გზის პროექტზე 5 მილიონის ნაცვლად შესრულდა 0 ლარის სამუშაო – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილი სამუშაოების შეუსრულებლობა უშუალოდ პანდემიას არ უკავშირდება. „იმავე პროექტს შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა 2019 წელსაც, რაც პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი [ჭოროხი]-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე [დონორი: ADB] 2020 წელს 5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა …

ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება

ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება. სამუშაოების შესყიდვაზე დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. „ამჟამად არსებული გზა  ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ …

ექსტრემალური ტურიზმი უჩხოს ხეობაში – სააგენტო კანიონინგის აღჭურვილობას ყიდულობს

„აჭარაში კანიონინგის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სერვისების შექმნა-გამართვის მიზნით“, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კანიონინგის სპეციალურ აღჭურვილობას ყიდულობს. „სოფელ უჩხოში [ხულოს მუნიციპალიტეტი] არსებულ კასკადოვან ჩანჩქერებს გააჩნია კანიონინგის პოტენციალი. კანიონინგი სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და მსგავსი ტურისტული პროდუქტის შექმნა ხეობაში ტურიზმის დარგის განვითარებას და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივების ეკონომიურ კეთილდღეობაზე“ – …

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოვლენ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დღეს, 25 მაისს, განაცხადა. პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვარს ხსნის და საზღვრის …

ავტომანქანის ყალბი სანომრე ნიშნების დამზადება-გასაღებაზე ბათუმში 1 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს“. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ქ. ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები. …

პედაგოგები, სტუდენტები – კიდევ ვინ იმგზავრებს უფასოდ საქალაქო ავტობუსებით

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, ყველა ის პირი, ვინც ამ დრომდე საქალაქო ავტობუსებით შეღავათიან ფასად – 15 თეთრად მგზავრობდა, უფასოდ იმგზავრებს. ამასთან, უფასოდ მგზავრობის უფლება შეუნარჩუნდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრს, რომლებიც დღესაც უფასოდ მგზავრობენ [შშმ პირები, მოსწავლეები, 0-70 ათასი ქულის მქონე ბენეფიციარები და სხვ.]. მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი ბათუმში 30 თეთრია. პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, …

რამდენი შეშა ეკუთვნის ოჯახს და რა ფასი დაადგინა მთავრობამ – ტყით სარგებლობის წესი ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ შეშის ფასი დაადგინა. 1 კუბური მეტრი შეშა, ტრანსპორტირების ჩათვლით, 85-90 ლარი ეღირება, ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი. ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა. მოსახლეობა ამ ფასად შეშას მხოლოდ საქმიან ეზოებში იყიდის. 2023 წლამდე ერთდროულად იქნება დასაშვები როგორც შეშის მოჭრა ბილეთით, ასევე შეშის ყიდვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 2023 წლიდან კი …

აკვაკულტურის წარმოებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება – ახალი წესი

ხმელეთზე, მდინარეში, ტბასა თუ ზღვაში აკვაკულტურის წარმოებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, რომელიც აუქციონით, არაუმეტეს 20 წლის ვადით გაიცემა. ნებართვას ეროვნული სააგენტო გასცემს, ნებართვის მოწმობის ფორმას კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაამტკიცებს. პირს, რომელიც ხმელეთზე განთავსებული 50 მ​3-მდე მოცულობის შესაბამისი კონსტრუქციით აწარმოებს აკვაკულტურას, ნებართვის აღება არ სჭირდება. იმ პირებს კი, რომლებიც „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს …

ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ტურისტულ მანიშნებლებს დაამონტაჟებენ

აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო სახლებისა და ტურისტული ლოკაციების მარკირებაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ტურისტული მანიშნებლები მეწყობა შემდეგ მარშრუტებზე/ლოკაციებზე: შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭვანის ხეობა, ხაბელაშვილები-ლელთის ტბის მარშრუტის მარკირება: სოფ. ხაბელაშვილები – სოფ. ნაღვარევი – ლელთის ტბა; ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ტბიყელის მარშრუტის მარკირება: სოფ. ჭახათი-კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-ტბა (უკვემარკირებულ მარშრუტებზე ხდება ნიშნულების …

კორონავირუსისგან 33 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 071 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; ამავე პერიოდში გარდაიცვალა 33 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების …

ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1-ლი მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით აქვთ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეღავათი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა. აღნიშნული შეღავათი დაახლოებით  19 …

Exit mobile version