გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:
უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო და შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო,
- მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა ,ხილვადობა ღამით და დილით 4-10 კმ, დღისით კარგი, ტალღის სიმაღლე ღამით და დილით 13-18დმ(4ბალი), დღისით 7-12დმ(2-3ბალი),
- ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 3 დღეს – 11, 12 და 13 მაისს ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.