მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო დაფებს განაახლებენ – 64 ათასი ლარი 400 დაფისთვის

15.08.2019 • 2220
ბათუმში ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო დაფებს განაახლებენ – 64 ათასი ლარი 400 დაფისთვის

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსის გაჩერებების სანფორმაციო დაფებს შეისყიდის. 400 ცალი დაფის შესაძენად კომპანიას 64 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. საინფორმაციო დაფების შესასყიდად ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებულმა 200 ცალი საინფორმაციო დაფა ავტოტრანსპორტს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს, დარჩენილი რაოდენობა კი  – ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. მიწოდების ბოლო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერია.

საინფორმაციო დაფის ნიმუში სატენდერო დოკუმენტებიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: