სიახლეები

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტი და ოქრო-ვერცხლი გამოავლინეს

10.09.2019
სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტი და ოქრო-ვერცხლი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.ი.-სა და ზ.ჰ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 7 703.194 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (91.27 გრამი) და ვერცხლის (5.68 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7 703.194 ლარის ოდენობით შეეფარდათ,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

7-9 სექტემბერს კი, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართვლოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, სომხეთის მოქალაქე ვ.დ.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: