რატომ და როგორ ცდილობს „ოცნება“ შიშის დანერგვას – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

როგორ მუშაობენ დიქტატორული რეჟიმები პროტესტის წინააღმდეგ მოსახლეობაში შიშის დათესვით, მათში თანაგანცდის გაქრობით, რა ეფექტი აქვს შიშს და როგორ შეიძლება მისი დამარცხება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. დავით, როგორ მოქმედებს შიშის დანერგვის და დამორჩილების მექანიზმი ადამიანების ეთიკურ, ემპათიურ ქცევაზე, სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარზე? შიში პირდაპირ მოქმედებს როგორც თანაგრძნობის უნარზე, ასევე, …

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს: „ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობლის შიმშილობის მე-18 დღეა. მედიის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთი მაგალითია აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა. მოვუწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“ – წერია პოსტში. რა ხდება?  „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ …

ქართველი იუთუბერები რუსული კანონის წინააღმდეგ

ქართველი იუთუბერები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც გმობენ რუსულ კანონს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მისი გაწვევისკენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში არიან ხალხის გვერდით: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს დღევანდელ რეალობაზე და მინდა თითოეულმა ადამიანმა, ვინც ყოველდღე გამოდის საქართველოს მომავლის დასაცავად, იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და არა – ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს …

რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ

როგორ შეიძლება დღიურში წერამ უკეთესად გაგვხადოს, დაგვანახოს საკუთარი აზრები, საკუთარ თავზე კონტროლი დაგვიბრუნოს, შფოთვა შეგვიმსუბუქოს, მათ შორის, გაგვიუმჯობესოს ფიზიკური ჯანმრთელობაც? ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჰობი შეიძლება ბევრი ადამიანისთვის თერაპიული ხასიათის აღმოჩნდეს. წერის სწორედ ამ დადებით მხარეზე გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია თავართქილაძე. მაია, რას მოვიაზრებთ დღიურის წარმოებაში და რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის ჩანაწერების სისტემურ კეთებას? დღიურის …

მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი

რატი თვალაძე 17 წლისაა, გასულ წელს ის კლუბ „სინერგიაში“ დადიოდა თერაპიულ შეხვედრებზე და ცდილობდა ემოციების მართვა ესწავლა. შედეგს ორი სიტყვით ასე აფასებს: „სინერგიაში“ რომ არ მოვსულიყავი, არ ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც ახლა ვარო. კლუბი „სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. „მენტალური …

„კლუბის გზას რომ ვადგავარ, ყველა პრობლემა ქრება“ – მკითხველთა კლუბი ათწლიანი ისტორიით

„მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ უკვე 10 წელზე მეტია ბათუმში აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებზე ერთმანეთთან საუბარი. კლუბს ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მაია მენაბდე. კლუბის მართვაში აქტიურად არიან ჩართული თავად მონაწილეებიც: ისინი პერიოდულად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, წარადგენენ წიგნებს, აქვეყნებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში და აორგანიზებენ შეხვედრებს. ანა …

რა არის კვებითი აშლილობა – გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

ცენტრ „კამარას“ კლინიკური ფსიქოლოგი და არტთერაპევტი, დოჩი გოგოხია გვესაუბრება კვებითი აშლილობის ტიპებზე. ასევე იმაზე, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორები, საუკეთესო პრაქტიკა მასთან გასამკლავებლად და რა როლი აქვს კვებას ჩვენ ცხოვრებაში. საწყის ეტაპზე როგორ უნდა ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა საკვებთან ადიქციური დამოკიდებულება ან კვებითი აშლილობა? კვებითი აშლილობები, როგორიცაა: ანორექსია, ბულიმია და უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული, იგივე ბინგ-კვებითი …

„მატარებელი როცა ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ ახლობლები“ – რეპრესიები

ქურთები აჭარაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მომთაბარე ცხოვრების წესის მიმდევარი ქურთები ზაფხულობით არდაჰანისა და ყარსის მხრიდან საძოვრებზე ერეკებოდნენ პირუტყვს აჭარის მიმართულებით. ისმაილ შამოღლი ახალსოფელში მცხოვრები ქურთია. ის სტალინური რეპრესიების პერიოდში გადასახლებაში, ყირგიზეთში დაიბადა 1953 წელს. მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. ისმაილ იხსენებს მამის მოყოლილ ამბებს და პირადი გამოცდილებების შესახებაც გვიყვება: „ქურთები ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ზაფხულობით …

ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე | playlist

პირველად ქურთი ხალხის ბრძოლაზე 2019 წელს გავიგე, ცოტა ხნით ადრე სანამ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა. მაშინ ამ ამბებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მას შემდეგ ვცდილობ უფრო მეტის გაგებას ქურთებზე, მათ კულტურასა და ისტორიაზე. თუმცა იმის გამო, რომ მათი ენა არ მესმის, ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე უნივერსალურ წყაროდ თავდაპირველად მუსიკა იქცა. …

საკურა, გლიცინია და კამელია | გაზაფხული ბათუმში [ფოტო]

ბოლო წლებია დათბობასთან ერთად ბათუმში საკურას ყვავილობა იწყება. იაპონური ალუბლის ხეები ქალაქში 2014 წელს დარგეს. განსაკუთრებით ლამაზია საკურას ყვავილობა ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბისპირას. საკურას ნახვა შეგიძლიათ ასევე ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „რადისონის“ გვერდით. ბათუმში ყვავის კამელიებიც. შორიდან შეიძლება ვარდს მიამსგავსოთ, მაგრამ ეს ხე უფრო უხეში ფოთლითა და უსუნო ყვავილით გამოირჩევა. კამელიების მრავალფეროვნება შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის ბოტანიკურ …

როგორ შეიცვალა ბათუმი 2009 წლიდან 2022 წლამდე | ფოტო

ამ სტატიაში გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა ბათუმის ლანდშაფტი 2009 წლიდან 2022 წლამდე. ფოტოების წყაროა პროგრამა Google Earth Pro. ფოტოს შუაში თეთრი ნიშნულის მარცხნივ და მარჯვნივ გადაჩოჩებით შეძლებთ დაინახოთ სხვაობა. პირველ ფოტოზე ხედავთ წრიულს, სადაც ერთმანეთს უკავშირდება აეროპორტის გზატკეცილი, ანგისის, კობალაძის, აბუსერიძის, კაჭარავას და აღმაშენებლის ქუჩები, ასევე, წრიულის მიმდებარე ტერიტორიას: ახალი ბულვარის ტერიტორია: არდაგანის ტბისა და ჟიული …

Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

16-17-18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება ფესტივალი Liquid Structure (თხევადი სტრუქტურები). სამდღიანი პროგრამა მოიცავს ვიდეო ჩვენებებს, საუნდ პერფორმანსებს და საჯარო შეხვედრებს არტისტებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.  ფესტივალი 16 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება ყოფილი პიერ ბათუმის, პირსის ტერიტორიაზე: 18:00-20:00-მდე სივრცე საჯარო საუბრებს დაეთმობა ისეთ თემებზე, როგორიცაა კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ურთიერთკავშირი, ადამიანების უფლებები ქალაქებზე, საჯარო სივრცეების …

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა.  ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ: რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი? მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი …

ვეგანების გზამკვლევი ბათუმში

წარმოუდგენლად (ალბათ, ეს სიტყვა ყველაზე მეტად ამ შემთხვევას უხდება) დიდ სამყაროში დღემდე არსებული ცნობებით სიცოცხლე მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზე გვხვდება. ეს სიცოცხლის, როგორც ასეთისადმი ბევრ კითხვას აჩენს.  რა არის სიცოცხლე? რაზე ან ვისზე ვამბობთ, რომ ის არის ცოცხალი?  ამ კითხვებზე მეცნიერები, რელიგიური ჯგუფები თუ ცალკეული ადამიანები სხვადასხვა პასუხს გაგცემენ და უმეტესი მათგანი, ალბათ, მართალიც იქნება.  …

მოგონებები გამქრალ სივრცეებზე | ბარი ვინილი

შესავლის მაგივრად დილით გაღვიძება ყოველთვის მიჭირდა. განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა ზამთარი იდგა და მაშინ თენდებოდა, როცა უკვე პირველ გაკვეთილზე ვისხედით. მაშინ ერთადერთი რაც ამ დროს ჩემში აღტაცებას იწვევდა, იყო სკოლის ფანჯრიდან დანახული ზღვის ჰორიზონტზე გაწოლილი თოვლიანი კავკასიონი, რომელსაც ამომავალი მზე ალისფერს აძლევდა. მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, როცა სანაპიროზე, ჩემი სკოლის უბანში პირველი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა …

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული!

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული – ხო, ზუსტად ასე უნდა დამერქმია ამბისთვის, რომელსაც ჩემზე და წიგნებზე მოვყვებოდი. ფრენკ ზაპა ორიგინალ ციტატაში ამბობს, რამდენი წიგნია და რა ცოტა დროო. ახლა კი არის ცოტა დრო, მაგრამ როცა ბევრი დრო მქონდა, ფული თითქმის არ იყო წიგნების საყიდლად. სახლში ერთადერთი თარო გვქონდა, რომელზეც რამდენიმე ფურცლებგაყვითლებული (ბათუმში ნესტის გამო …

ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს

31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე წარადგინეს ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2024 წლებში დაგეგმილ, სფეროს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. საქართველოში 2016 წლიდან რეგულარულად იმართება ქალთა ეროვნული ლიგა. ამჟამად ქვეყანაში I და II ლიგა არსებობს, რომელშიც ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს. ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთევან ყიფიანი “ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ 2015 …

ერთი დაკრძალვა და ბევრი სათქმელი

ბავშვობაში არაფრის მეშინოდა. თავად შიშისაც კი. იმიტომ, რომ ბებიაჩემი, ასე ვთქვათ, ჯადოქარი იყო. იცოდა მრავალგვარი ლოცვა: „თვალისა”, „შეშინებულისა”, კიდევ ისეთი, მეძუძურ დედებს რომ შველოდა, როცა ძუძუს ვერ აწოვებდნენ პატარებს. ეს ლოცვები განსაკუთრებით მაშინ გამომადგა, როცა გავიზარდე და სახლში გვიან დავიწყე მისვლა. აჭარაში ამბობენ, ღამე თუ გარეთ, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში დადიხარ, „უჟმური” [ავი სული] აგყვებაო, მერე …

უქმეები ბათუმში | ფოტო

რაც მეტად თბება ჰაერი, მით მეტი ადამიანი შლის საპიკნიკე პლედს ბათუმის ბულვარში და მით მეტი ადამიანი გადის სანაპიროზე რუჯის მისაღებად. იმის გამო, რომ მაისი არც მთლად გაზაფხულია და არც მთლად ზაფხული, შეგიძლია არჩევანი გააკეთო რუჯის მიღებასა და აყვავებული ხეების ქვეშ ჯდომას შორის. ანდაც რა საჭიროა არჩევანის გაკეთება, როცა უქმეებია? ამ სტატიაში გიწვევთ მზით გამთბარ ბათუმში …

დაიცავი რალფი – ტაიკა ვაიტიტის ხმით მოყოლილი ამბავი საცდელ ცხოველებზე

6 აპრილს The Humane Society of the United States-ის იუთუბგვერდზე გაიმართა მოკლე ანიმაციური ფილმის “Save Ralph”-ის პრეზენტაცია. ანიმაცია დოკუმენტური მეთოდებით აჩვენებს სატესტო კურდღლის ცხოვრებას, სავსეს ექსპერიმენტებით, ქიმიკატებით, მჟავებით, სხეულის დაზიანებით. რალფი უჩვეულო უდარდელობით ყვება, რომ მთელი მისი ოჯახი ტესტირების პროცესში დაიხოცა და მასაც იგივე ელის. #SaveRalph კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ შეწყდეს სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკისა და …

Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული. „პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული …

ამბავი პინგვინ მიკიზე, რომელიც ბათუმის ქუჩებში დადიოდა

„ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს – პინგვინი მიკი“ – წაიკითხავდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე “Красное знамя”-ს 1976 წლის 27 მარტის ნომერში. მიკი დაახლოებით 7-8 წელი ცხოვრობდა ბათუმის დელფინარიუმში, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ბათუმში. რადგანაც, როგორც დელფინარიუმის მენეჯერი, თენგო წეროძე იხსენებს, პინგვინი მიკი „თავისუფალი მოქალაქე“ იყო, დადიოდა მთელ ქალაქში და ყველას აყვარებდა თავს. საიდან აღმოჩნდა მიკი …

„ღმერთო, როდის გვეღირსება საკუთარი ჭერი“ – ჩვენი დროის „მშიერაძის ოჯახი“ საქართველოში

შესაძლოა სკოლის წლებიდან გახსოვთ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „მშიერაძის ოჯახი“, სადაც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ მშიერაძეები თბილისში, რითი ირჩენდნენ თავს, რა ადარდებდათ და რა ბრძოლები გადახდათ თავს. გუშინ, 15 დეკემბერს, როცა თბილისში, აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა, არა ერთ ადამიანს გაახსენდა „მშიერაძის ოჯახი“. მოსახლეობამ შენობების ნგრევის შეჩერება სცადა, თუმცა …

213-დღიანი შიმშილობის შემდეგ თურქეთში ადვოკატი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გუშინ, 3 სექტემბერს, თურქეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს სახალხო იურისტთა ბიუროს (HHB) ადვოკატი აითაჩ იუნსალი, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 213 დღე შიმშილობაში გაატარა. გამოცემა Bianet-ის ცნობით, ის ამ დროს სტამბოლის სულთან სულეიმანის სახელობის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სახალხო იურისტთა ბიურომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აითაჩი საავადმყოფოდან გამოყვანისას კომენტარს აკეთებს: “ეს თქვენი, ყველას სიყვარულითა და ძალისხმევით მოხდა, იმიტომ …

ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში

17 ივლისის საღამო ბათუმში აუცილებლად მოასწავებდა წვიმას. ამ ქალაქში ყველამ იცის, რომ ყველა გეგმას წვიმა წარმართავს. თუმცა, ეს საღამო ელექტრასი იყო. მუზები ახლაც რომ უამბობდნენ პოეტებს ამბებს, ალბათ, მოჰყვებოდნენ იმ მრავალტანჯულ დროზე, როცა ღია სივრცეში შეკრებაც კი არ შეიძლებოდა. გუშინ კი პრემიერა იყო. ნინო ხარატიშვილის “ელექტრას ომი” დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია …

შეცდომის გასწორება – თურქული მედიის ცნობით, ბარიშ ჩაქანი ქურთული მუსიკის მოსმენისთვის არ მოუკლავთ

შეცდომის გასწორება და განახლებული ინფორმაცია: „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის თავდაპირველი სათაური იყო: “ანკარაში 20 წლის კაცი ქურთული მუსიკის მოსმენისთვის მოკლეს”. მასალა მომზადებული იყო თურქულ გამოცემა, „ბიანეტზე“ დაყრდნობით, თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მასალის თარგმნის შემდეგ „ბიანეტმა“ ინფორმაცია განაახლა.  გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია თურქულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით. __________________________ თურქეთში, ქალაქ ანკარაში 20 წლის ახალგაზრდა, ბარიშ ჩაქანი მოკლეს 31 …

ქართველი პაციენტები 20 მაისიდან თურქულ კლინიკებში გამგზავრებას შეძლებენ

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოს [სხვა ქვეყნებსაც] მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, შეეძლებათ თურქეთში გამგზავრება. დოკუმენტის თანახმად, პაციენტებს გამგზავრება შეეძლებათ, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით. თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის დოკუმენტში წერია, რომ პაციენტებს შეეძლებათ თურქეთის ორ ქალაქში – …

„ქალი ლამპით“ – ვის სახელს უკავშირდება მედდების საერთაშორისო დღე

დღეს, 12 მაისს, მედდების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაარსება ბრიტანელ მედდას, ფლორენს ნაიტინგეილს უკავშირდება. იგი 1820 წლის 12 მაისს დაიბადა იტალიაში, თუმცა ინგლისში გაიზარდა. ფლორენსი ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს. ყირიმის ომის მსვლელობისას, 1854 წელს, ფლორენსმა მიიღო წერილი ომის მონაწილე ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, სადაც ის ითხოვდა ექთნების მობილიზებას ომში დაჭრილი ჯარისკაცების მოსავლელად. ნაიტინგეილმა სწრაფად შეკრიბა …

ყვავილები ბათუმის აივნებიდან და ქუჩებიდან | ფოტორეპორტაჟი

ბათუმში გაზაფხულობით ზღვის მარილიან ჰაერს სხვადასხვა ყვავილის სურნელი ერევა და თუ ოდესმე ვინმე ამ შავიზღვისპირა ქალაქის სახელობის სუნამოს ჩამოასხამს ბოთლში, მასში აუცილებელდ იქნება გლიცინიას, ვარდის, ლიმონისა და კამელიას არომატები.

თურქეთში Grup Yorum-ის წევრის ცხედარი გაიტაცეს

სოციალურ ქსელებში დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის მიხედვითაც, თურქეთში Grup Yorum-ის გარდაცვლილი წევრის, იბრაჰიმ გიოქჩექის ცხედარი გაიტაცეს. იბრაჰიმ გიოქჩექი, Grup Yorum-ის გიტარისტი გუშინ, 7 მაისს გარდაიცვალა. ის 323 დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დღეს, 8 მაისს, მისი ცხედარი მშობლიურ ქალაქ ქაისერში უნდა გადაესვენებინათ, როცა პოლიციამ დაიწყო სამძიმარზე შეკრებილი ჭირისუფლის დარბევა. დღეს დილიდან …

330 მოსწავლე აჭარიდან ერთ ჯგუფში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელთა მიზანიც მედიაწიგნიერება და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, აჭარის რეგიონში – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 330 მოსწავლე გაწევრიანდა. სალომე ფუტკარაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი: “პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაციის …

გარდაიცვალა Grup Yorum-ის წევრი, რომელიც 323-დღიანი შიმშილობის შემდეგ კლინიკაში მოათავსეს

დღეს, 7 მაისს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა Grup Yorum-ის წევრი, ბასგიტარისტი იბრაჰიმ გიოქჩექი. მან 5 მაისს 323-ე დღეს შეწყვიტა შიმშილი, რის შემდეგაც ის საავამდყოფოში მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა. ჯგუფმა კონცერტის უფლების მოთხოვნით სტამბოლის სამმართველოში განაცხადი შეიტანა, თუმცა იბრაჰიმი პასუხს ვეღარ მოესწრო. სოციალურ ქსელში დაახლოებით ერთი საათის წინ გამოქვეყნდა ჯგუფის კომენტარიც: ჩვენ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საავამდყოფოში …

თურქეთში Grup Yorum-ის წევრმა შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – ჯგუფი კონცერტის უფლებას ითხოვს

თურქეთში მოღვაწე მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის ბასგიტარისტმა, იბრაჰიმ გიოქჩექმა მომაკვდინებელი შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – იუწყება სააგენტო ბიანეტი თავად ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით. “ჩვენ მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ უკვე მიაღწია პოლიტიკურ გამარჯვებას. ჩვენი ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ვიმედოვნებთ, დაკმაყოფილდება ჩვენი განაცხადი კონცერტის ჩატარების მოთხოვნაზე”, – წერია ჯგუფის განცხადებაში. ამ მოთხოვნით დღეს, 5 მაისს მიმართეს …

ჰელინ ბოლექის შეწყვეტილი სიმღერა – მუსიკოსი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა

3 აპრილს, საპროტესტო შიმშილობის 288-ე დღეს, გარდაიცვალა თუქრული მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის წევრი ჰელინ ბოლექი. 3 აპრილს Grup Yorum-ის ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ასაკში სტამბოლში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი. მან სიცოცხლის ბოლო 288 დღე ჯგუფის სხვა ორ წევრთან, მუსტაფა კოჩაკთან და იბრაჰიმ გოკჩეკთან ერთად, პროტესტს მიუძღვნა. შიმშილის ეს ფორმა …

როგორ დავამზადოთ ქსოვილის პირბადე – სამი მეთოდი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა ატარონ ნაჭრისგან შეკერილი პირბადეები ისეთ ადგილებში, სადაც რთულია სოციალური დისტანციის დაცვა. ნაჭრის ხელნაკეთი პირბადის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უჭირს სუნთქვა ან საკუთარი ხელით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა. გაითვალისწინეთ! აუცილებელია ხშირად გარეცხოთ და გააუთოოთ ხელნაკეთი, ქსოვილის პირბადე. პირბადეს მოხსნისას …

სოულის ცნობილი მომღერალი ბილ უიტერსი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ცნობილი სოულის მომღერალი ბილ უიტერსი გარდაიცვალა – წერს გამოცემა გარდიანი. როგორც ოჯახის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ვიგებთ, გარდაცვალების მიზეზი გულის გართულებული დაავადება გახდა. 80-იან წლებამდე უიტერსმა შექმნა ისეთი ჰიტები, როგორიცაა Use Me, Just the Two of Us და რა თქმა უნდა Ain’t no Sunshine. “ჩვენ განადგურებულები ვართ საყვარელი და ერთგული მამისა და მეუღლის …

Exit mobile version