როგორ გაქრნენ ნახატებიდან პერსონაჟები – ესპანელი მხატვრის ექსპერიმენტი

პანდემიის ფონზე მრავალი ადამიანის დღის წესრიგი ერთი და იმავე ამბებით შეივსო. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, დიზაინერები. ესპანელმა გრაფიკულმა დიზაინერმა და მხატვარმა დევიდ ბოკემ ფერწერის ცნობილი ნიმუშები საკარანტინოდ გადაათამაშა. მის ძველ ნამუშევრებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რამდენად შეცვალა ხედვა არტისტმა. #PandemiArte ასეთი სახელის ქვეშაა გაერთიანებული პერსონაჟებისგან დაცარიელებული ტოლოები. ეს ბოტიჩელის „ხარების“ ვარიაციაა.   View this …

“ჩართე” – ინტერნეტი მათ, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება

„ჩართე“ საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც შეგიძლიათ, თუნდაც 1 ლარად და სულ რაღაც 3 წუთში დაუფინანსოთ ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს – ვკითხულობთ “ჩართეს” ფეისბუქგვერდზე. მარი გელაშვილი, „ჩართეს“ საოპერაციო მენეჯერი, ამბობს, რომ „ჩართე“ 2017 წლიდან არსებობს და მაისში ზუსტად 3 წელი გახდება, რაც პროექტმა აქტიური მუშაობა დაიწყო. „ამჟამად 500-მდე მოსწავლეა, რომელსაც გადავეცით კომპიუტერი და ყოველთვიურად charte.ge-ს …

7 ანიმე – თუ ეძებ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ან თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი

კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ერთნი, რომლებსაც სტუდია „გიბლის“ ანიმეები ნანახი აქვთ და უყვართ და სხვები, რომლებსაც ჯერ არ შეუდგმიათ ფეხი ამ საოცარ ანიმაციურ სამყაროში. თუ ამ უკანასკნელთა შორის მოიაზრებთ თავს, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ. იაპონია, რა თქმა უნდა, ცნობილია ანიმაციებით, მაგრამ სტუდია „გიბლი“  დღემდე რჩება ანიმე-ინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავად. თავად სახელი Ghibli “უდაბნოს ქარს” ნიშნავს. …

„გიგზავნით სიყვარულს და დაიბანეთ ხელები“ – ვარსკვლავები ხალხს ამხნევებენ

კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან საბრძოლველად ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელებში გასამხნევებელ პოსტებს აქვეყნებენ. ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი Lady Gaga ინსტაგრამით ავრცელებს პოსტს და წერს: „ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ვიყოთ კეთილები. მათთვის, ვინც ავადაა ან ავად არ არის და ეშინია. ჩვენ ერთად ვართ ამ ამბავში. მიყვარხარ, მსოფლიო“.   View this post on Instagram   A post shared by …

კალიების მასშტაბური შემოსევა: გაერო შიმშილის რისკზე საუბრობს

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს. მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება. ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა …

მექსიკაში მილიონობით ქალი გაიფიცა ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად

მეხიკოში მილიონობით ქალმა მიიღო მონაწილება ერთდღიან გაფიცვაში, რომლითაც მათ გააპროტესტეს გახშირებული ძალადობა გენდერული ნიშნით. პროტესტმა სახელით – „დღე ჩვენ გარეშე” აჩვენა მექსიკელ ხალხს, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა ქალების გარეშე. ორშაბათს, 9 მარტს, ქალებმა უარი თქვეს სამსახურსა და სასწავლებლებში გამოცხადებაზე. მხოლოდ რამდენიმე ქალს თუ მოკრავდით თვალს საჯარო ტრანსპორტში, კაფეებსა თუ სავაჭრო სივრცეებში. მექსიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 …

რა არის ინდოეთის ოკეანეში დელფინების 80 პროცენტით შემცირების მიზეზი

ინდოეთის ოკეანეში მცხოვრები დელფინების 80%-ზე მეტი შესაძლოა კომერციული თევზაობისას დაიღუპა, წერს „გარდიანი“ კვლევაზე დაყრდნობით. კვლევა ასევე ამბობს, რომ 1950 წლიდან მოყოლებული თინუსზე თევზაობისას ბადეში ჯამში 4 მილიონი მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარი გაება. სწორედ ამან გამოიწვია ინდოეთის ოკეანში დელფინების 80%-ით შემცირება. ბოლო წელს თევზაობისას დაჭერილი ზღვის ძუძუმწოვრების, ძირითადად დელფინების, რიცხვი 80 000-ს აღწევს. Endangered Species Research-ის  …

ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – პროტესტი მექსიკაში

მექსიკაში გახშირებული გენდერული ნიშნით თავდასხმებისა და მკვლელობების ფონზე, აქტივისტები ქალებს მოუწოდებენ გაიფიცონ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის მომდევნო დღეს: არც ერთი ქალი სკოლასა და ოფისში, არც ერთი ქალი რესტორანსა და მაღაზიაში, არც ერთი ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მანქანებსა და გზაზე – ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – ასეთია მექსიკელი ფემინისტური ჯგუფების გაერთიანების მოწოდება. ეს ხედვა გამოწვეულია …

ხოაკინ ფენიქსის სიტყვა ოსკარის ცერემონიალიდან

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმათ ნაცვლად, ვისაც საუბარი არ შეუძლია. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ შემაშფოთებელ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ. ვფიქრობ, ზოგჯერ გვგონია ხოლმე, – ან ასე გვაჯერებენ, – რომ სხვადასხვა მიზნისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჩემთვის ეს საერთო მიზნებია. როცა ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, რასიზმზე, ქვიარების უფლებებზე, მკვიდრი მოსახლეობის უფლებებსა თუ ცხოველთა უფლებებზე, უსამართლობის წინააღმდეგ …

თოვლში საკითხავი წიგნები

რა სჯობს იმას, თოვლიანი დღეები დასვენების დღეებს რომ ემთხვევა? შეგიძლია სახლში დარჩე, არაფერი არ აკეთო, ანდა რამე ცხელი სასმელ-საჭმელი მოიმზადო და იფიქრო, ახლა რამეს წაიკითხავდა ადამიანიო. ჰოდა, ჩვენც ვიფიქრეთ, ისეთ წიგნებზე მოგვეთხრო, რომელიც ოდესღაც საზამთროდ შემოვინახეთ, წავიკითხეთ და მოგვეწონა. წიგნებს, რომლებსაც სეზონების მიხედვით ვარჩევთ, ის ჯადოსნურობა ახასიათებთ, რომ ზუსტად გვახსენებს, რა გვეცვა, რას ვჭამდით, გარეთ …

ცნობილი არტისტების სახელოსნოები, რომელთა მონახულებაც შეგიძლიათ | ფოტო

ვისაც ხელოვნება უყვარს, ალბათ, ერთხელ მაინც მონდომებია იმ ადგილების ნახვა, სადაც მისი საყვარელი ნამუშევრები შეიქმნა. მაგალითად, ცნობილია, რომ იმპრესიონისტები ნავით მდინარეზე გადაადგილდებოდნენ ან ღია ცისქვეშ მოლბერტით ისხდნენ და დროში წამით შეჩერებულ კადრებს ხატავდნენ. თუმცა როგორც ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი იტყოდა: “ქალმა რომ დაწეროს რომანი, სჭირდება ფული და საკუთარი ოთახი” ( “A Room of One’s Own” …

75 წელი ჰოლოკოსტის შემდეგ

27 იანვარს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნება. 1945 წლის ამ დღეს გაათავისუფლა საბჭოთა ჯარმა პოლონეთში ოსვენციმის სასიკვდილო ბანაკი ნაცისტებისგან. 1933-1945 წლებში ჰიტლერის რეჟიმმა დახოცა მილიონობით ებრაელი, ბოშა, საბჭოთა ტყვე, პოლონელი, ჰომოსექსუალი, იეჰოვას მოწმე, შავკანიანი და სხვა უმცირესობები საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის მიღმა. ტერმინი ჰოლოკოსტი მასობრივი გენოციდის აღსანიშნავად 1910-იანი წლებიდან გამოიყენება და ლათინური …

რას წერს საერთაშორისო მედია თბილისის მოვლენებზე

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ თბილისში მიმდინარე მოვლენებით უცხოური მედიაც დაინტერესდა. მაგალითად, გუშინ New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ქართული პოლიცია აპირებს დაშალოს მასობრივი პროტესტი თბილისში”. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პროტესტი გამოიწვია “ქართული ოცნების” მხრიდან ივნისში აღებული პირობების შეუსრულებლობამ.   მოვლენებს გამოეხმაურა ასევე Euronews: “პოლიცია საქართველოში აპატიმრებს მომიტინგეებს, რომლებიც მოითხოვდნენ ნაადრევი არჩევნების ჩატარებას”. Euronews …

„აჩვენე მათ, როგორ ზრუნავ“ – ჯონ ლუისის ახალი საშობაო ვიდეო

„იუთუბზე“ John Lewis & Partners and Waitrose & Partners-ის ახალი საშობაო ვიდეო განთავსდა. კომპანია 2007 წლიდან სთავაზობს ადამიანებს ამაღელვებელ და ემოციურ საშობაო რგოლებს, რომელსაც ყოველ წელს განსხვავებული მესიჯები ახლავს თან. წლევანდელი ვიდეოს სლოგანია: “აჩვენე მათ, თუ როგორ ზრუნავ” და მოგვითხრობს გოგონასა და დრაკონის მეგობრობაზე. 2019 წლის ვიდეო, როგორც John Lewis & Partners-ის Youtube-გვერდზე ვკითხულობთ, „მეგობრობის …

დაიღუპა 200-ზე მეტი სპილო, 5 მილიონ ადამიანს კი საკვების დეფიციტი ემუქრება – ზიმბაბვე

ზიმბაბვეში 200-ზე მეტი სპილო დაიღუპა გვალვის გამო – იუწყება სააგენტო africanews-ი, ზიმბაბვეს ნაციონალური პარკების სააგენტოზე დაყრდნობით. ზიმბაბვეში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვაა.  ზიმბაბვეს ნაციონალური პარკებისა და ველური ბუნების დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა ტინაშე ფარავომ განაცხადა, რომ მხოლოდ ოქტომბერში 200 სპილო დაიღუპა ჰვანგეს ეროვნულ პარკში და მდგომარეობა მძიმეა სხვა პარკებშიც. მისივე თქმით, გვალვის შედეგად სპილოების გარდა …

რა გზას უნდა დაადგე აჭარაში შემოდგომაზე

აჭარა ყველა სეზონზე სთავაზობს ვიზიტორებს მრავალფეროვანი დასვენების საშუალებას, ზღვის, მთისა და დაბლობის ლანდშაფტებს. მრავალფეროვნებაზე თუ მიდგა საქმე, მაჭახელას ეროვნული პარკი ცალკე უნდა გამოვყოთ, როგორც ტერიტორია თავისთავადი მრავალგვარობით. მაჭახელას ეროვნული პარკი იმ 34 ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ე.წ. ცხელი წერტილია. ასეთ ადგილებში შემონახულია ენდემური და რელიქტური ფლორისა და ფაუნის სახეობები, რომელიც სწორედ აქაური კლიმატის გამო გადაურჩა გამყინვარების …

დავა სომხების გენოციდის ირგვლივ

თარგმანი : მარიამ მუთიძე პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივი ხოცვა ოსმალელი თურქების მხრიდან დღემდე რჩება სენსიტიურ საკითხად. თურქეთი წინააღმდეგია 1915-1916 წლების მოვლენები შეფასდეს გენოციდად, ისტორიკოსები კი კვლავ აგრძელებენ კამათს. ამ დროისთვის გახმაურებულია მრავალი ცნობა თურქეთის მიერ სომეხთა მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე.  ტრაგედია მედიის ობიექტივში ხელახლა მოექცა, როცა აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ აღიარა სომხების გენოციდი. თურქეთმა დაგმო …

„სოლიდარობა როჟავას“ – 2 ნოემბერს ქურთების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

2 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით მომიტინგეები ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, როჟავას მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. აქციებს ქურთული სოლიდარობის ქსელები ფეისბუქგვერდების საშუალებით გეგმავენ. მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თურქულმა მხარემ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის გაზაფხული“. ოფიციალური თურქეთი ამბობდა, რომ ამ ოპერაციის მიზანი, თურქეთ-სირიის საზღვარზე 32 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება იყო. მსოფლიოს გარშემო …

ვეგანების საერთაშორისო დღე, ფაქტები და ერთი ვეგანური რეცეპტი

ყოველი წლის პირველ ნოემბერს ვეგანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ვეგანიზმი ცხოვრების სტილია, რომელიც უარყოფს ცხოველური პროდუქტის, ხორცის, კვერცხის, რძის, თაფლის საკვებად და სხვა მიზნებისთვის, ასევე, აბრეშუმისა და ტყავის ნაწარმის გამოყენებას. ტერმინი ვეგანიზმი 1944 წელს პირველად ახსენა ბრიტანელმა დონალდ უოთსონმა, რომელმაც დააფუძნა ბრიტანელი ვეგანების საზოგადოება. მომდევნო წლებში საზოგადოებამ განავითარა ვეგანური მსოფლმხედველობა და შექმნეს დოქტრინა – „ადამიანმა უნდა …

„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე

  2019 წლის დასაწყისში მერიის გადაწყვეტილებით ბათუმში წერეთლის ქუჩიდან გარემოაჭრეები გაიყვანეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამი დღის მანძილზე ისინი მერიასთან იყვნენ შეკრებილნი და ითხოვდნენ უფლებას, ისევ ევაჭრათ წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლოოდ, შეთანხმების შედეგად, ისინი მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის შენობაში გადავიდნენ, სადაც მათ მერიამ  სავაჭრო დახლები გაუმზადა. [gray_box]რა ვითარებაა ახლა?[/gray_box] მოვაჭრეების უმეტესობამ ავტოსადგურის შენობა …

ბოშა ქალის ერთი დღე სახლსა და ბაზარში

ქობულეთში, სოფელ გელაურში, მცხოვრები ბოშა ქალები თავს ბაზრებში ვაჭრობით ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. სამუშაო დღე მათთვის ადრე დილას იწყება. ალაგებენ სახლს, ამზადებენ სადილის, შემდეგ კი ჩანთებს და ასე მძიმე ჩანთებაკიდებულები მიდიან სავაჭროდ. ასეთია გელაურელი ბოშა ქალების ყოველდღიურობა – ისინი უმეტეს შემთხვევაში, ბათუმში დადიან სავაჭროდ. ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბოშა ქალები მუდამ ეზიდებიან მძიმე ტვირთს ჩანთებით, …

ნოამ ჩომსკი, ბრაიან ენო, დევიდ გრებერი და სხვები თურქეთს ბოიკოტს უცხადებენ

ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, მუსიკოსი ბრაიან ენო და ანთროპოლოგი დევიდ გერბერი შეუერთდნენ ასობით აკადემიკოსსა და არტისტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც კულტურულ და ინტელექტუალურ ბოიკოტს უცხადებენ თურქეთს, მის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებს თურქეთში და თურქეთს გარეთ. მიზეზი თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციაა ჩრდილოეთ სირიაში, იგივე როჟავაში, სადაც ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს. აკადემიკოსები და არტისტები გაერთიანდნენ მოთხოვნით, შეწყდეს …

#RiseUpForRojava – ქურთების მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით

10-19 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჰეშთეგით #RiseUpForRojava მომიტინგეები როჟავას (ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სირიის ტერიტორიაზე) მხარდასაჭერად იკრიბებიან. ფეისბუქზე გახსნილია გვერდი , რომლის საშუალებითაც ორგანიზდება მხარდამჭერი აქციები. გამომსვლელები მოითხოვენ შეწყდეს თურქული მხარის შეჭრა და საბრძოლო მოქმედებები სირიის ჩრდილოეთით არსებულ ქურთულ დასახლებაში და იქცეს როჟავა ისევ მწვანე ზოლად. პარიზში მიმდინარე აქცია ანკონა/იტალია აქციები გაიმართა და კიდევ გაიმართება ასევე საბერძნეთში, ინგლისში, …

ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ნივთებს ბავშვებისა და უფროსებისთვის

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “ბათუმელების” ორგანიზებით გრძელდება ნივთების შეგროვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამო ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, დროულად შეიძინოს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად სკოლაში, ბაღში დადიან და განსაკუთრებით ესაჭიროებათ გამძლე და …

შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის | ტესტი

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გუშინ, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გააკეთე ტესტი და კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი მაესტროს შემოქმედებას.  

სამ თვეში სექსუალურ შევიწროებაზე აჭარიდან 5 საჩივარი შევიდა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი – ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი – დიანა დავითაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – ნატი გელოვანი. საუბარი შეეხებოდა 3 თვის …

რატომ მოსთხოვა რაფაელს რომის პაპმა ცნობილი ფრესკიდან ქალი წაეშალა 

XVI საუკუნის დასაწყისში რომის პაპის, იულიუს II-ს ბრძანებით, რაფაელმა ვატიკანის სასახლის მოხატვა დაიწყო. ფრესკა – „ათენის სკოლა“ 1511 წლით თარიღდება. მასზე გამოსახულ ფილოსოფოსებს შორის არიან: პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, ჰერაკლიტე და სხვები. რაფაელს, როცა მან ფრესკაზე მუშაობა დაასრულა, პაპმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მოაზროვნეებს შორის გამოსახული  მშვენიერი ქალი. რაფაელმა განმარტა, რომ ეს იყო ჰიპათია ალექსანდრიელი – ათენური …

ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში

ნარგიზ ჯინჭარაძე,  ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.  მას შემდეგ, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მათთან და გააქტიურდა ეს პრობლემა, იქედან თუ ავითვლით, ინტეგრაციის საკმაოდ კარგი ხარისხი და დინამიკაა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის.  ეს არის გრძელვადიანი საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოსა და საზოგადოების როლებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს …

ნახეთ და მოისმინეთ Creams-ის ახალი ვიდეოკლიპი

ბათუმელმა არტისტმა Creams-მა, იგივე ნათია ჭიჭინაძემ ახალი ვიდეოკლიპი ატვირთა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. სიმღერა – Die 4 you რიგით მესამე სოლონამუშევარია. ამ წლის მანძილზე უკვე გამოვიდა კლიპები  Sleep on me და Lov. ნათია მანამდე ბენდთან ერთად მოღვაწეობდა.

Exit mobile version