ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და …

გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ

21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მომუშავე გიდები მასშტაბურ აპოლიტიკურ აქციას აანონსებენ. ამ დღეს ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გიდები უფასო „ქალაქის ტურებს“ ჩაატარებენ და აქცია-პერფორმანსს მოაწყობენ სახელწოდებით „ეს საქართველოა“. გიდები ამ ფორმით აპროტესტებენ სახელმწიფო სიმბოლიკის – საქართველოს რუკის დამახინჯებას. „საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა! #ესსაქართველოა #ძალაერთობაშია“, …

42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ. „42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის …

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

კურორტ „ბახმაროზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია „ორბი“ დასახელდა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომპანია „ორბს“ აქვს გამოხატული ინტერესი, ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, ბახმაროში სამუშაოები თოვლის საფარის გადნობისთანავე დაიწყება. კურორტზე სპეციალისტები ავლენ და ადგილზე აზომვითი ნახაზებს მოამზადებენ. „არის რამდენიმე ბრენდული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია …

ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს. “ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან …

„შევძელი“ და ქართული ღვინის სხვა უძველესი ეტიკეტები გამოფენაზე ქედაში

დღეს, 14 თებერვალს, ,,აჭარულ ღვინის სახლში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ღვინის ეტიკეტები იყო წარმოდგენილი. „უძველესი ღვინის ეტიკეტი, რომელიც 1907 წლითაა დათარიღებული და ჩვენთან ინახება, არის „დანელია და კომპანიას“ მიერ გამოშვებული“, – ამბობს აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე. მისივე თქმით, ამ ეტიკეტებიდან ირკვევა, რომ აჭარაში ჯერ კიდევ მანამდე აკრავდნენ ღვინოს …

ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. ბათუმის მერიის განმარტებით, იმ ადგილას, სადაც ახლა ბეტონია, კაუჩუკის ზედაპირი დაიგება. „ცენტრალურ პარკში საბავშვო სათამაშო მოედანი ეწყობა.  მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი იგება კაუჩუკის საფარი. კაუჩუკის ზედაპირის მოწყობის მიზნით, დაგებულია ბეტონის საფარი, რომლის სათანადოდ …

ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონთან მწვანე საფარი ჩააბეტონეს [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს, ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. “ბათუმელები” კომენტარისა და განმარტებებისთვის ბათუმის მერიას დაუკავშირდა. ნახეთ ბათუმის მერიის განმარტება ამ თემაზე: ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

რა ხდება „ოცნების ქალაქში“ – რეგისტრაცია ბინების მისაღებად დაპირისპირებების ფონზე

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიის მუშაობა, დღეს, 12 თებერვალს, დაპირისპირების ფონზე დაიწყო. გარკვეული პერიოდი მოსახლეობის მონაცემების მიღება საერთოდ შეჩერებული იყო. მიზეზი – „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. სამთავრობო კომისიის მუშაობას, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს, ორი ჯგუფი აკვირდება, ერთის მხრივ ააიპ „ოცნების ქალაქი“, რომლის ხელმძღვანელი მარინა ბერიძეა და მეორეს მხრივ ამხანაგობა …

ვითარება ხანძრის ადგილას – 7 კომერციული ობიექტი დაზარალდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამავე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შვიდ სავაჭრო ობიექტში კი რა ვითარებაა, მფლობელებმა არ იციან – სამაშველო სამსახური მათ ობიექტებში შესვლის უფლებას, ჯერჯერობით, არ აძლევს. სამაშველო სამსახურმა ხანძრის პერიოდში მხოლოდ ერთი კომერციული ობიექტიდან გამოიტანა ნივთები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დღეს, 11 თებერვალს, დაახლოებით ერთი საათის წინ ბათუმში …

ზაზა ხალვაშის განმარტება – რატომ ვერ მოხვდა ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძე ASC-ის ნომინანტთა სიაში 

ქართული ფილმის – “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ 9 თებერვალს, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. ის ნომინირებული იყო წლის აღმოჩენის სექციაში. ოპერატორის წარმატება ბათუმში განხილვის საგანი გახდა, რადგან ფილმზე რეალურად ორი ოპერატორი მუშაობდა – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი კი მხოლოდ გიორგი შველიძე გახდა. ბათუმის …

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმსა და ქობულეთში პოლიციელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აჭარაშია. მინისტრი ბათუმსა და ქობულეთში პოლიციელებს შეხვდა და განახლებული საპოლიციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაცია მინისტრის ვიზიტის შესახებ მედიისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. გიორგი გახარიას აჭარაში ვიზიტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურის ცნობით გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებებში ვიზიტისას სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა. …

“ნამეს” ოპერატორმა ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების პრიზი მიიღო

ქართული ფილმის “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზი მიიღო. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი. გიორგი შველიძესთან ერთად წლის აღმოჩენის სექციაში ფილმ “მხედარის” ოპერატორი ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი და ფილმ “გოგონას” ოეპრატორი ფრანკ ვან დენ იდენი იყვნენ ნომინირებულები. გამარჯვებულები 9 თებერვალს, ღამით გამოავლინეს და ეს რიგით 33-ე ცერემონიალი იყო. რეჟისორ ზაზა ხალვაშის …

აჭარა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესტონეთში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა TUEREST 2019 – ში მონაწილეობს. დეპარტამენტის სტენდზე დამთვალიერებელს აჭარის რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ტურისტული …

“სიტყვის კაცები” – აჭარაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა დაფუძნდა

დღეს, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო  მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა. მოძრაობის წევრები  სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, დღის 12 საათზე შეიკრიბნენ. “სიტყვის კაცებში” მაჭახლის ხეობის ყველა ასაკის მცხოვრები გაწევრიანდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოქალაქეები ამ ფორმით ხეობაში შესაძლო ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც “სიტყვის კაცების” აქტივისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, მოძრაობაში მაჭახლის ხეობის ხუთი სოფლის –  ზედა ჩხუტუნეთის, …

აქცია ხელვაჩაურში – ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩა #65-ში მცხოვრები 14 ოჯახი სახელმწიფოს ალტერნატიულ საცხოვრებელს ფართს სთხოვს. ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა დღეს, 9 თებერვალს, საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე იმაშია რომ  ოპიზრების ქუჩაზე ახალი ავტომაგისტრალი გადის, რომელიც იქ მცხოვრებთა თქმით „ფაქტობრივად ჩიხში აქცევს 14 ადამიანის საცხოვრებელს“. „ავტომაგისტრალი გადის, რომლის გამოც 10 მეტრიანი მიწაყრილი კეთდება. ჩვენ ჩიხში ვრჩებით და არ გვინდა ჩიხში ცხოვრება, …

შესაძლოა აჭარულ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ავრცელებს. სააღრიცხვო ბარათი სწორედ სააგენტოს ინიციატივით მომზადდა. ამჟამად “ბორანოს” სტატუსის განხილვა მიმდინარეობს,   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში მიიღებს. ბორანო აჭარის მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი კერძია. ამზადებენ ქედაში, ხულოსა და შუახევში. აჭარის …

როგორ აისახება სადგურების გადატანა მოსახლეობაზე – მგზავრობა ძვირდება

ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს ალტერნატიული ადგილის მოძებნა მოუწევთ. მერიამ გადამზიდავ კომპანიებს ვადა პირველ მარტამდე მისცა. საქმე ეხება ქობულეთის, ასევე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ბათუმიდან მოძრავ მიკროავტობუსებს, რომლებიც ოფიციალური ავტოსადგურების მიღმა აპარკინგებენ ტრასნპორტს მგზავრების შევსებამდე. ბათუმის მერია სწორედ ამ მიკროავტობუსების მძღოლებს აფრთხილებს, რომ მათი საქმიანობა გახადონ ლეგალური, ანუ გადავიდნენ …

ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი გაიხსნა

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარესთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. ახალი ტერმინალის მშენებლობისას ნავსადგურის აკვატორიაზე ფსკერი დააღრმავეს, რისი საშუალებითაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე შესაძლებელი იქნება FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება. ახალ ტერმინალში ასევე შესაძელებელი იქნება ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებით მისული …

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

ვაჭრობა ქუჩაში მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა, ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი გარემოვაჭრეები არიან და მათ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეხვდებით. ბათუმის მერიაში კი მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს. ბათუმელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც წერეთლის, ბერიძის და ესენინის ქუჩაზე წლების მანძილზე ვაჭრობდნენ, 28 იანვრის დილას აღმოაჩინეს, რომ სამსახურის …

ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს – ვადა 1 მარტამდე

ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს. საუბარია ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებზე, რომლებიც რეისებს თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის მიმართულებით ასრულებენ. „უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომელიც ქალაქთაშორის მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმის მერიამ გრაფიტი წაშალა

გრაფიტი, „არა ქიმიურ ტერმინალს“, რომელიც გუშინ, 5 თებერვალს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში დახატეს, წაშლილია. ნახატი გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წაშალეს. „წარწერა წაიშალა და გადაირეცხა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რადგან ამახინჯებდა ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. გრაფიტი ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ იყო შესრულებული. მოქალაქეები პერმანენტული აქციებით აპროტესტებენ …

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ავტოსადგურში სავაჭრო ფანჩატურების აშენებას სთავაზობს

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, მათ მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი მიმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა …

„გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. „დასაქმების ადგილის არარსებობის გამო იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშაოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, …

ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. 3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს. „ჩემს მეუღლეს 23 იანვარს …

ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება. როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება. “ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის …

ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში [12:00], ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე გაჩერებული არიან ტაქსი „მაქსიმის“ ლოგოიანი ავტომანქანები. შეკრებილი მძღოლები აცხადებენ, რომ მათ მუშაობა შეაჩერეს. მიზეზი – დღეს, 25 იანვარს, ადმინისტრაციამ საკომისიო მოსაკრებელი თითოეულ შეკვეთაზე 20 თეთრით გაუზარდა. „თუ იყო 10-ლარიან შეკვეთა, აქამდე ოფისი გვაჭრიდა 1 ლარს. დღეიდან თუ შეკვეთა 10 ლარია, გვაჭრიან 1.2 ლარს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აქციაზე შეკრებილმა მძღოლებმა. …

აჭარაში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2019 წელს რეკლამაზე 5 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს თანხა 16 სამიზნე ქვეყანაში დაიხარჯება. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი,ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. მე-17 ქვეყანა, შიდა ტურიზმზე გათვლილი აქტივობებით, საქართველო იქნება. სარეკლამო თანხა არა ქვეყნების, არამედ აქტივობების …

გომარდულის ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტით მოემსახურებიან

ხვალ, 25 იანვარს, შუახევში, კურორტ გომარდულზე „გომარდულის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმას წარადგენს. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია. კოტეჯებში ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გომარდულის ფესტივალს  მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე  ბენდები „Asea …

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა – კომპანიის განმარტება

ბათუმში, დღეს, 24 იანვარს, რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდათ. როგორც „ბათუმის წყალის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა. „კონტრაქტორმა კომპანიამ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების შესრულებისას, დააზიანა წყალმომარაგების 500მმ-იანი მაგისტრალური მილსადენი. მორიგე ჯგუფები დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს გართულებულ პირობებში ასრულებს,“ – ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში. სამუშაოების დასრულებამდე, წყლის მიწოდება შეუწყდათ შემდეგ ქუჩებს: [checklist] …

რამდენი გემი შემოვიდა საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს – სტატისტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად  2018 წელს საქართველოს ნავსადურებში 1629 გემი შემოვიდა. აქედან ფოთის საზღვაო ნავსადგურში 787 გემი შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურში 669 გემი, ყულევში 132 გემი, ხოლო სუფსის ტერმინალში 41 გემი. შემოსული გემებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (29 % ) ტვირთმზიდი გემი იყო, 24 % ტანკერი, ხოლო  20 % კონტეინერმზიდი. 2018 წელს  საქართველოს …

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმის პორტში

ბათუმის პორტში შემოსული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook-ი,  დღეს, 22 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერეს. “აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ არის  დასტური იმ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს. ეს თანამშრომლობა და ასეთი საპორტო ვიზიტები უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონში და …

ისევ უცნობია, როდის ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ელჩი საქართველოში

როდის ეყოლება ოფიციალურად ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში და რა პროცესები მიმდინარეობს მის შესარჩევად? – ეს კითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს, დღეს “ბათუმელებმა” დაუსვა. ის 2018 წლის 8 ნოემბრიდან შეუდგა საქართველოში ელჩის მოვალეობის შესრულებას. 2018 წლის აპრილიდან ნოემბრამდე კი აშშ-ის ელჩის მოვალეობას საქართველოში ელისაბედ რუდი ასრულებდა. “ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს კანდიდატების შერჩევაზე. ახლა, …

დაზიანებული სატელეფონო ჯიხური რუსთაველის ქუჩაზე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი წითელი სატელეფონო ჯიხური დააზიანეს – მოგლეჯილია ტელეფონის ყურმილი და ჩამსხვრეულია მინები. ლონდონისთვის დამახასიათებელი ამ ჯიხურის დადგმაში 2014 წელს მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. სატელეფონო ჯიხურის მოვლა-პატრონობა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ევალება. როგორც სამსახურის უფროსი, სულხან ევგენიძე ამბობს, ჯიხურს უახლოეს დღეებში მოაწესრიგებენ. “ვიცით ამ ფაქტის შესახებ, ხელშეკრულება …

ყოველი დღე 300 ათასზე მეტ წიგნთან ერთად – ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ძნელად იპოვით თანამშრომელს, რომელსაც 10 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი აქვს. ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკაში 20-30 და ზოგიც 40 წელზე მეტია რაც მუშაობენ. კითხვაზე – რატომ ამდენი წელი ერთ სამსახურში, ყველას პასუხი ერთმანეთს ჰგავს – წიგნის და მკითხველის სიყვარული. „30 წელია ბიბლიოთეკარი ვარ. თავიდან, როცა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, დავჯდები და …

ნეფერტარის “ბედუინი” – სათავგადასავლო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

ბათუმში, მაღაზია “სანტა ესპერანსაში”  ქართველი ავტორის, ნეფერტარის (ნინო ჭიპაშვილი) პირველი წიგნის, “ბედუინის” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია. თავიდან ის ჩაფიქრებული იყო როგორც ლიტერატურული თამაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში  ერთ-ერთ ქართულ ლიტერატურულ პორტალზე ქვეყნდებოდა. სათავგადასავლო რომანი უდაბნოში დაკარგული ახალგაზრდა ქართველი ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც თავს ათასი ფათერაკი გადახდება. საჰარაში, საფარიტურზე წასული ქალი, აღმოაჩენს რომ ტური …

Exit mobile version