მთავარი,სიახლეები

შესაძლოა აჭარულ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

09.02.2019 • 6013
შესაძლოა აჭარულ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ავრცელებს. სააღრიცხვო ბარათი სწორედ სააგენტოს ინიციატივით მომზადდა. ამჟამად “ბორანოს” სტატუსის განხილვა მიმდინარეობს,   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში მიიღებს.

ბორანო აჭარის მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი კერძია. ამზადებენ ქედაში, ხულოსა და შუახევში.

აჭარის მთის სამზარეულო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: