დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღნიშნავენ. ბათუმში მრევლმა ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნა. ადამიანები, სიცივის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და წყალში ჩაყვინთეს. ამ პროცესს “ზღვაში შთაფლვას” უწოდებენ. წესის მიხედვით ზღვაში სამჯერ უნდა ჩაყვინთო. მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები თავდაპირველად ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ და ილოცეს. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ზღვაში შევიდნენ.
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
რა ფერის იქნება ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა სკამები – დისკუსია ფეისბუქში
“მხოლოდ თეთრი და ლურჯი” – „დინამო ბათუმის“ ფანები ითხოვენ, ბათუმის ახალ სტადიონზე მხოლოდ ამ ორი ფერის სკამები დამონტაჟდეს. ამ თემაზე დისკუსია ფეისბუქში დაიწყო. ბათუმში 20 ათას მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონს შპს „სტადიონი“ აშენებს. შპს „სტადიონის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც გულშემატკივართა სკამები თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ფოტოს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. „დინამო …
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი გახდა. მან ამ პოსტზე ერმილე მესხია შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ახალი რექტორი უნივერსიტეტის ექვსწევრიანმა აკადემიურმა საბჭომ სრული მხარდაჭერით აირჩია. მაია ჭიჭილეიშვილს პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია. “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის უნივერსიტეტი მოემზადოს ავტორიზაციისათვის. 2020 წლის პირველ იანვარს გადის ვადა. ახლა იწყება ავტორიზაციისთვის შეფასების ანგარიშის შევსება, ხარისხის …
Continue reading “ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს”
საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საჩუქარი ბავშვებს ყოფილი 25-ე ბატალიონის დასახლებიდან
„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ფინანსური დახმარებითა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 229 ბავშვმა დღეს, 14 იანვარს, პერსონალური საახალწლო საჩუქარი მიიღო. „დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ გასული წლის ოქტომბერში მოამზადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასოციაცია – „ქართველები …
ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა
29 დეკემბერს ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შემოვა. დახვედრის ცერემონიალი მე-10 ნავმისადგომზე, 11 საათზე გაიმართება. “ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა. HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული …
Continue reading “ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა”
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმოძრავებს და უფასო იქნება
ბათუმის მერიის განცხადებით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. გახანგრძლივდება ავტობუსების მუშაობის განრიგიც – 22:00 საათიდან 03:00 საათამდე. ავტობუსები სამარშუტო ხაზებზე – #4, #6, #15 იმოძრავებენ 30-წუთიანი ინტერვალით. #4 ავტობუსი აღმაშენებლის, კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, გორგილაძის, ბარათაშვილის, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებზე იმოძრავებს. #6 ავტობუსი ასათიანის, ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩებსა და თბილისის მოედანზე. …
რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება
ორ კვირაზე მეტია ქობულეთში, ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმოების წინ მანდარინით დატვირთული მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას. ფერმერებს ციტრუსის ჩასაბარებლად, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი დღითაც კი უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. არასტანდარტულ მანდარინს, რომელიც ექსპორტზე ვერ გააქვთ, ქობულეთში ორი ქარხანა – TCF Georgia და GM GROUP იბარებს. თუმცა დღეისათვის ერთი ქარხანა TCF Georgia გაჩერებულია. GM GROUP-ს კი …
Continue reading “რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება”
წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585
2018 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს 118 719 ვიზიტორი ეწვია, ხოლო ბათუმში არსებულ სხვა მუზეუმებს – 37 585 ვიზიტორი. აჭარის მთავრობის სსიპ-ის – აჭარის მუზეუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ხელოვნების მუზეუმს 10 750 ვიზიტორი ჰყავდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს – 11 791, არქეოლოგიურ მუზეუმს – 13 049, ხოლო ნობელების მუზეუმს – 1 995 ვიზიტორი. აჭარის ტურიზმისა …
Continue reading “წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585 “
მთავრობა კურორტ გოდერძიზე გასვლით სხდომას მართავს, რომელიც მედიისთვის ისევ დახურული იქნება
ხვალ, 28 დეკემბერს, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გოდერძიზე გაიმართება. როგორც “ბათუმელებს” აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომა ამჯერადაც დახურული იქნება. “ხვალინდელი გასვლითი სხდომა გაიმართება არსებული რეგლამენტის მიხედვით,” – განმარტეს პრესსამსახურში. მედიისთვის სხდომა მხოლოდ პირველი 10 წუთი იქნება ღია. სხდომის შემდეგ კი გაკეთდება კომენტარები. მთავრობის სხდომები ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ დაიხურა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე …
ბათუმში ტურისტებისთვის 22 299 საწოლია ოფიციალურად რეგისტრირებული
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ბათუმში 387 განთავსების ობიექტი (სასტუმრო, ჰოსტელი) იყო რეგისტრირებული, რომლებსაც ერთდროულად 22 299 სტუმრის მიღება შეეძლოთ. ამაში არ შედის airbnb.com-ზე დარეგისტრირებული ბინები და ის ბინები, რომელთა მეპატრონეებიც დღიურად, ინტერნეტის დახმარების გარეშე აქირავებენ ოთახებს. განთავსების ობიექტებისა და საწოლი ადგილების რაოდენობა წლების მიხედვით ასე იზრდებოდა: [checklist] 2015 წელი – 325 განთავსების ობიექტი; 15 …
Continue reading “ბათუმში ტურისტებისთვის 22 299 საწოლია ოფიციალურად რეგისტრირებული”
სეზონის გახსნა “გოდერძიზე” – დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასოდ წაიყვანენ
28 დეკემბერს კურორტ “გოდერძიზე” ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნაზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ. სეზონის გახსნის ოფიციალური ნაწილი დღის ორ საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა” გამოვა. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ საბაგიროთი გაისეირნონ. კურორტზე ბავშვებისთვის გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. განწყობის შექმნაზე კი მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ. კურორტის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ მუსიკოს …
Continue reading “სეზონის გახსნა “გოდერძიზე” – დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასოდ წაიყვანენ “
გირჩების გამოფენა [ფოტო]
ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წინასაახალწლოდ ტრადიციული გირჩების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გამოფენაზე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, 74 სახეობის გირჩი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების მიერ გირჩებისგან დამზადებული სუვენირებიც იყო გამოტანილი.
როგორ აღნიშნეს ბათუმელმა კათოლიკეებმა შობა
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მათ შორის არიან ბათუმელი კათოლიკეები, რომლებიც შობის აღსანიშნავად ტრადიციულად ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ. საშობაო წირვა პადრე გაბრიელ ბრაგანტინიმ ჩაატარა. „შობას წინ უსწრებს საშობაო მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ჰქვია ადვენტი. ადვენტის პერიოდი ეს არის დრო, როცა ვემზადებით დღესასწაულისთვის. თუკი შენი სურვილია, შეგიძლია იმარხულო, ფიზიკურად განიწმინდო. მაგრამ ძირითადი აქცენტი …
Continue reading “როგორ აღნიშნეს ბათუმელმა კათოლიკეებმა შობა”
რეინჯერი ქალები საქართველოდან
დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 358 რეინჯერი მუშაობს, მათგან მხოლოდ ოთხია ქალი. სალომე იდოიძე თუშეთის ეროვნულ პარკში, თეკლა ხიბლაშვილი – ფშავ-ხევსურეთის, ეკა ბაჩილავა – მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე, ხოლო ლუსინე დოსტიბეგიანი ალგეთის ეროვნულ პარკში ასრულებს მოვალეობას. როდის, როგორ და რატომ გახდით რეინჯერი? – ეს კითხვა ყველა მათგანს დავუსვით. „2012 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჩემი განაცხადი მიიღეს იმის …
გოდერძიზე სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება
კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტ “გოდერძიზე” დასვენების ფასებისა და სერვისის შესახებ ინფორმაციას იპოვით აქ. რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – …
„ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის ბიუჯეტში ისევ ვერ მოხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ოცნების ქალაქის“ საკითხი ასახული არ არის. აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებდა პრიორიტეტების დოკუმენტში აესახა, თუ რას აპირებდა „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში. თუმცა მთავრობამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. “ბათუმელები” დაინტერესდა, თუ რატომ არ გაითავლისწინეს „ოცნების ქალაქის“ საკითხი ბიუჯეტში. “რამდენიმე მიმართულებით განიხილება საკითხის მოგვარება. მათ …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის ბიუჯეტში ისევ ვერ მოხვდა”
აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი
სხდომას, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დამტკიცდა, 21 დეპუტატიდან 14 დაესწრო. ოპოზიციამ – ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტები ასახული არ არის. 2019 წლის აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ გიორგი …
Continue reading “აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი”
როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი [ფოტო]
ბათუმის ქუჩების საახალწლო გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 428 423 ათასამდე ლარი დაიხარჯა. ქალაქის გაფორმებაში შედის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების, მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი. ნახეთ, როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი. See more
კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის მარაგების შესწავლა იწყება. სამეცნიერო გემი, რომელმაც სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა უნდა ჩაატაროს, ბათუმის პორტში 18 დეკემბერს შემოვიდა. აკუსტიკურ კვლევასთან ერთად, სპეციალისტების თევზის რესურსსაც შეაფასებენ. თურქ მეცნიერებთან ერთად გემზე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი ქართველი თანამშრომელიც იქნება. მეცნიერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რვა დღის განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს. “შავი ზღვის მონიტორინგის განხორციელება …
Continue reading “კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად”
როგორი იქნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა [ფოტო]
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა და რემონტი დასრულდა. შენობაში ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოებია დარჩენილი – დალაგება და ინვენტარით აღჭურვა. ოთხსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე დგას. “ამ შენობის ვიზუალური მხარე და დაპროექტება ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტორების ესკიზებითაა. გია რამიშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფებში მომზადდა ესკიზები, არქიტექტურული ნაწილი. ტენდერი როცა გამოცხადდა პროექტის დამზადებაზე, ტენდერში …
Continue reading “როგორი იქნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა [ფოტო]”
ბათუმელი სტუდენტი აბუ დაბიში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში
დავით ჯინჭარაძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტია. დავითს სრული სასწავლო გრანტი აქვს, რაც მოიცავს როგორც სწავლის დაფინანსებას, ასევე ცხოვრების, სასწავლო ლიტერატურისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. დავითს ახლა არდადეგები აქვს და თავის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში ჩამოვიდა. „ვსწავლობ ტვინსა და კოგნიტურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან. ერთ-ერთი ახალდაარსებული ფაკულტეტია ნიუ იორკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტი აბუ დაბიში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში”
“თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ
„თქვენ მართმევთ 20 წუთს“ – მგზავრებმა, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან საქართველოს რკინიგზით, საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. მგზავრების თქმით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დანიშნულების ადგილას ჩასვლას საშუალოდ 20 წუთით აგვიანებს. მაგალითად, თუ დილით ბათუმიდან გასული მატარებელი თბილისში 12:50 საათზე უნდა იყოს [სწორედ ეს დროა განრიგში მითითებული], მატარებელი 13:20 წუთზე, ზოგჯერ კი 13:30-ზე ჩადის, ან უფრო მეტი დროით აგვიანებს. იგივე ხდება …
Continue reading ““თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ”
ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება
დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აჭარაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის შესახებ ისაუბრეს. დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონში ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა. აჭარა “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას” შეუერთდა. „მნიშვნელოვანი პროექტები იწყება – ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარაში და სამი დაავადების – ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და …
Continue reading “ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება”
ერთი დღე თავშესაფრის გარეთ – 14 ქალის ამბავი [ფოტო]
“ეს დღე დაუვიწყარი იქნება, სულ მემახსოვრება”, “დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ”, “ციური გოგო, რა ლამაზი ხარ, ვეღარ გიცანი,” – 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ქალებისთვის. სპეციალურად 10 დეკემბრისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაგეგმა სოციალური კამპანია – #ვიზრუნოთერთმანეთზე, რაც სათნოების სავანეში მცხოვრები 14 ქალის ერთი დღით სავანეს მიღმა, სხვა …
Continue reading “ერთი დღე თავშესაფრის გარეთ – 14 ქალის ამბავი [ფოტო]”
ლონდონში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ IMO ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში გაიმართა. ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს. 2017 წლის 26 ივნისში ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟმა, კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით, არაბეთის ზღვაში 13 ადამიანი იხსნა განსაცდელისგან. მათ ტანკერ “Rama2“-ის ეკიპაჟი გადაარჩინეს. ტანკერი “Rama2“ უბედური …
Continue reading “ლონდონში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს”
ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება
ავტორები: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა „ლაზების გეოგრაფიულ განსახლებას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სულ მთაგორიან ადგილებში სახლობენ, ზღვასთან ახლოს. სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი და საკმარისი მიწა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ლაზებისთვის ზღვა არის ქვე-ყანა. ანუ ყანაც არის და ქვეყანაც. თუ მეგრელ კაცს მიწაზე მოჰყავს თავისი სარჩო, ლაზებს ღმერთმა ზღვა მოგვცა. ლაზი ზღვაში გადის და თევზს იჭერს,“ – …
Continue reading “ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება “
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „დინამო ბათუმის“ გეგმები 2019 წლის ჩემპიონატისთვის
7 დეკემბერს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მარტვილის „მერანთან“ სეზონის ბოლო თამაშს გამართავს. ეს, ასევე, იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საფეხბურთო კლუბმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება შეძლო. „7 დეკემბრის მატჩი პრინციპული თამაში არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშს ვთამაშობთ ბოლომდე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ბოლო თამაშიც გამარჯვებით დავამთავროთ. …
Continue reading “ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „დინამო ბათუმის“ გეგმები 2019 წლის ჩემპიონატისთვის”
ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა
დღეს, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ACES Europe-მა, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყო. ბრუსელში ბათუმიდან დელეგაციას ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ხელმძღვანელობს. ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები ესწრებოდნენ. …
Continue reading “ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა”
ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორი – ყველაფერი Youtube-ით ვისწავლე [ვიდეო]
27 წლის თორნიკე აბესაძე ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორია. ოთხი წლის წინ, მეგობრის სახლში ძველი კარადა ნახა, იყიდა, სახლში მიიტანა და საბჭოთა კარადა ახალ ნივთად აქცია. მერე ფოტო ფეისბუქზე დადო. სწორედ ასე მიიღო პირველი შეკვეთა. რესტავრაციას უტარებს ყველაფერს, რაზეც ფიქრობს, რომ რესტავრაცია სჭირდება. ყველაფერი, რაც ამ სფეროში იცის, იუთუბის და სხვადასხვა სპეციალური ვებგვერდის დახმარებით ისწავლა. სანამ ავეჯის …
Continue reading “ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორი – ყველაფერი Youtube-ით ვისწავლე [ვიდეო]”
რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის. ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ. კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება …
Continue reading “რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება”
თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს [LIVE]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. დღევანდელი აქციით ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გამოხატავდა მოქალაქეთა ნებას, ვინაიდან პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 29 ნოემბერს ჩატარებულ შეკრებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ …
Continue reading “თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს [LIVE]”
სარფში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები საქართველოდან თურქეთში გადასვლას სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე …
Continue reading “სარფში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს”
„მოგზაურობა“ საბჭოთა გარემოში – ფოტორეპორტაჟი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლისას, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს ძველისძველი ნივთებია. თუ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რომ არ იცით, როგორი ინვენტარი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ცნობისმოყვარეობას რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერიერი დაგიკმაყოფილებთ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ შესასვლელში უზარმაზარი ბანერებია გაკრული. ამ ბანერებზე საავადმყოფოს ახალი შენობის ესკიზია, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და რომელიც, წესით, 2018 წლის მაისში უნდა …
დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება
დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უფასო ტესტირებას ატარებს აივ/ ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ტესტირება სავაჭრო ცენტრ Metro city Forum Batumi-ში მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და შემოწმება გაიაროს. პირველი დეკემბერი, როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1988 წლიდან აღინიშნება და ის ყოველ წელს აქტიურ …
Continue reading “დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება”
800 საათი უწყვეტი ლოცვა – ჰოლანდიაში მღვდლები ერთი ოჯახის გადასარჩენად გაერთიანდნენ
ჰოლანდიაში, ჰააგის ერთ-ერთ ეკლესიაში, თვეზე მეტია წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ასამდე მღვდელი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ლოცულობს. ამ ფორმით სასულიერო პირები ცდილობენ გადაარჩინონ ერთი ოჯახი მოსალოდნელი დეპორტაციისგან. ჰოლანდიაში მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას არ აქვს უფლება ეკლესიაში შევიდეს მაშინ, როცა იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ტამრაზიანების ოჯახი პოლიტიკური დევნის გამო სომხეთიდან ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს გადავიდა. ისინი ჰოლანდიის მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვდნენ. …
რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი. კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი. მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში …
Continue reading “რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში”