მთავარი,სიახლეები

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმსა და ქობულეთში პოლიციელებს შეხვდა

10.02.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმსა და ქობულეთში პოლიციელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აჭარაშია. მინისტრი ბათუმსა და ქობულეთში პოლიციელებს შეხვდა და განახლებული საპოლიციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაცია მინისტრის ვიზიტის შესახებ მედიისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. გიორგი გახარიას აჭარაში ვიზიტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის ცნობით გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებებში ვიზიტისას სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა.

კერძოდ,  კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

“საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით, დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური მიკროსკოპით აღიჭურვა. ახალი ტექნიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საგამოძიებო პროცესის სწრაფ და ეფექტიან წარმოებას,” – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კოტე ანანიაშვილთან ერთად გამართა.

შსს-ს პრესსამსახურის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: