მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი გაიხსნა

07.02.2019
ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი გაიხსნა

დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარესთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.

ახალი ტერმინალის მშენებლობისას ნავსადგურის აკვატორიაზე ფსკერი დააღრმავეს, რისი საშუალებითაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე შესაძლებელი იქნება FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება. ახალ ტერმინალში ასევე შესაძელებელი იქნება ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებით მისული ტვირთი საკონტეინერო ნავმისადგომთან მდებარე საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დაიცალოს და ჩაიტვირთოს.

ტერმინალის ტერიტორიაზე 1 ჰა პარკინგი მოეწყო იმ სატვირთო მანქანებისათვის, რომლებიც საბორნე გადაზიდვებით სარგებლობენ. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობით გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა.

„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა“  2 ჰექტარ ტერიტორიაზე სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი „მედლოგ ჯორჯიასთან“ ერთად მოაწყო.

ტერმინალის გახსნა

ახალი ტერმინალი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: