დღეს, 10 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეთორმეტე, ხოლო საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მეორე გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში ადგილობრივი და უცხო ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO”-ა.
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
როგორ წაიღეს ორი ხე ბათუმიდან ივანიშვილის პარკში [ფოტო]
დღეს, 6 მაისს, ბათუმიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ორი ძირი ქაფურის ხე წაიღეს. ხეები ჯერ რკინიგზაზე გადაიტანეს, შემდეგ კი – ცენტრალური მაგისტრალიდან ზღვის სანაპიროზე მდგარ ბარჟაზე. რკინიგზაზე ხის გადასატანად ჩახსნეს სარკინიგზო ხაზებიც, რომელიც მალევე აღადგინეს. დილის ხუთი საათიდან ექვს საათამდე თამარ მეფის გამზირზე, ბათუმის შემოსასვლელთან, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. რკინიგზის გადაკვეთის შემდეგ, ხე ნახევარი საათით გაიჭედა, …
Continue reading “როგორ წაიღეს ორი ხე ბათუმიდან ივანიშვილის პარკში [ფოტო]”
ყოფილი და მოქმედი სამხედროები თავდაცვის სამინისტროსგან ბინების დაკანონებას ითხოვენ
მახინჯაურში, თამარის დასახლებაში, დღეს, 5 მაისს, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მათ საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მორიგ აქციას გამართავენ და ავტომაგისტრალს გადაკეტავენ. „2009 წელს შემოგვასახლა თავდაცვის სამინისტრომ ამ შენობაში ყოფილი და მოქმედი სამხედროები, სულ 44 ოჯახი. დაგვპირდნენ, რომ საკუთრებაში …
ქალები საქართველოდან სამუშაოდ თურქეთში
ათეულობით ქალი ყოველ დილით სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს და სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. საღამოს იგივე გზის გავლა უკან – საქართველოსკენ უწევთ. ეს ქალები ცდილობენ საზღვართან ახლოს იცხოვრონ. ზოგს ბინა აქვს ნაქირავები, ზოგიც საკუთარ სახლში ცხოვრობს. მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებში დასაქმებული ქართველების პოვნა ნამდვილად არ არის რთული საქმე, მაგრამ ინტერვიუზე თითქმის ყველა უარს ამბობს. მიზეზი – …
საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 4.1 % იყო
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: [checklist] სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა …
Continue reading “საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 4.1 % იყო”
ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-მ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. “ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი …
თურქეთში დაჯარიმებული მძღოლი ჯარიმის გადახდის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს – სიახლე
პირველი მაისიდან თურქეთის ტერიტორიაზე ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას აეკრძალა და არ მიეცემა საშუალება, ჯარიმის გადაუხდელად დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, პირველი მაისიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმები ავტომატურად ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, მძღოლი, რომელიც დაჯარიმდა, თუ ჯარიმას არ გადაიხდის, ისე თურქეთის სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთს. …
ბათუმელი კესარია მგელაძე სასკოლო ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
9 წლის ბათუმელი კესარია მგელაძე მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატზე კესარიამ 9 პარტია ითამაშა და 8 ქულა დააგროვა. მან ვერცხლის მედალი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. კესარიას მთავარი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვია. სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა ანტალიაში 18-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონიალი კი ანტალიაში დღეს საღამოს გაიმართება. კესარია მგელაძე ბათუმში …
Continue reading “ბათუმელი კესარია მგელაძე სასკოლო ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა”
შვედეთის ელჩის ტვიტის შემდეგ არდაგანის ტბა გაწმინდეს
ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა გაწმენდილია. ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე დღეს დილით [26 აპრილს] საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა. „მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – დაწერა ულრიკ ტიდესტრომი. რატომ იყო ტბა დაბინძურებული, ამის გარკვევას “ბათუმელები” ამჯერადაც “ბათუმის წყალთან” შეეცადა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სანიაღვრე სისტემის მეშვეობით არდაგანის ტბაში 26 აპრილს ბლანტი, …
Continue reading “შვედეთის ელჩის ტვიტის შემდეგ არდაგანის ტბა გაწმინდეს”
“ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ არდაგანის ტბაში უცნობი სითხე ჩაიღვარა
ბათუმში, არდაგანის ტბაში, დღეს დილით [26 აპრილი] უცნობი სითხე ჩაიღვარა. “ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,” – უთხრეს “ბათუმელებს” “ბათუმის წყლის” პიარსამსახურში. „დილის საათებში დაფიქსირდა სითხის მსგავსი მასის ჩაღვრა ტბაში, რომელთან დაკავშირებითაც ამ წუთებში მიმდინარეობს მოკვლევა, საიდან არის ეს სითხე და რა არის. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე მიწოდებული გვაქვს ინფორმაცია და ისინი დაადგენენ, თუ საიდან …
Continue reading ““ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ არდაგანის ტბაში უცნობი სითხე ჩაიღვარა”
შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს
ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა, რომელშიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა ე.წ. მოცეკვავე შადრევნებია დამონტაჟებული, ისევ დაბინძურებულია. ტბის დაბინძურების შესახებ ამჯერად ტვიტერზე შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი წერს. “მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – წერს ელჩი. ელჩს ტვიტერზევე ჰკითხეს, თუ როდის იყო გადაღებული ფოტო. ულრიკ ტიდესტრომმა კი უპასუხა რომ ფოტო დღეს, 26 აპრილს გადაიღო. „იმედია …
Continue reading “შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს”
4:2 – ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა
დღეს, 24 აპრილს, ბათუმის დინამომ ე.წ ქამბექით გასული წლის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” 4:2 ანგარიშით დაამარცხა. საფეხბურტო მატჩში, რომელიც ბათუმში ანგისის სტადიონზე მიმდინარეობდა ბათუმის “დინამო” თავდაპირველად აგებდა ანგარიშით 0:2. თუმცა დინამოელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და პირველი ტაიმი 3:2 ანგარიშით დამთავრდა. საბოლოოდ კი დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის მიწურულს ტაბლოზე ანგარიში 4:2 იყო. პირველ ტაიმის …
Continue reading “4:2 – ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა”
ავარია ბათუმში – ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების გადაკვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ცნობით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები
ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან. See more „აქედან …
Continue reading “80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები”
აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე კი აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი იქნება. კომისიაში ასევე შედიან აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი …
Continue reading “აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს”
ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს …
Continue reading “ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო”
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის გადასაკეტად მიემართებიან
ამ წუთებში [20:40; 14 აპრილი] ბათუმში აქცია-მსვლელობა იმართება. სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც “ბათუმელებს” აცნობეს, ეს მოქალაქეები აპირებენ ქუჩის გადაკეტვას, რომ ხელისუფლების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციონ. გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები დღეს თავდაპირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მოქალაქეები გარდაცვლილი პაციენტების საქმეების გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებენ. “არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ …
ამოტრიალებული მანქანა აჭარაშიც გამოჩნდა
ჩაქვში, ავტობანზე ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული ავტომანქანა დადგეს. აქციის მიზანი მძღოლების გაფრთხილებაა, იარონ ფრთხილად, არ გადააჭარბონ სიჩქარის ლიმიტს, არ დასხდნენ საჭესთან ნასვამები და ა.შ. მსგავსი ინსტალაცია თბილისში 10 აპრილს დაიდგა. ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, კომპანიის ვინაობა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„დარჩი სახლში“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ
დღეს, 12 აპრილს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. “დარჩი სახლში” – ასე ერქვა სახალხო მოძრაობა “ერთად სახლშის” მიერ გამართულ მშვიდობიან აქციას. აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ სიმბოლურად ჩემოდნები მიიტანეს. “ეს არის სახალხო მოძრაობა, სადაც პატრიოტი ადამიანები არიან გაერთიანებული. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები საქართველოში და შეწყდეს ახალგაზრდების გადინება. 2012 წლის შემდეგ დაახლოებით მილიონმა …
Continue reading “„დარჩი სახლში“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ”
ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება
„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა. აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. …
Continue reading “ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება”
ბიზნესმენი აჭარის მთავრობის ზეწოლაზე და თორნიკე რიჟვაძის პასუხი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, „დექსთერ დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორის, ლევან კანთელაძის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს, 11 აპრილს ჰკითხეს. კანთელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა მის ბიზნესს ავიწროებს. „ბრალდება არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, უსუსური და მე არ ვთვლი, რომ ამაში ჩემი დრო უნდა იკარგებოდეს. ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო, არსებობს ბიზნესომბუდსმენი. ყველამ კეთილი ინებოს და ამ ინსტიტუტების გამოყენებით …
Continue reading “ბიზნესმენი აჭარის მთავრობის ზეწოლაზე და თორნიკე რიჟვაძის პასუხი “
ნეშტების საქმეზე სამთავრობო კომისია შეიქმნება ეპარქიისა და სამუფთოს ჩართულობით – რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში სამარხში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისია იქმნება. როგორც რიჟვაძე აცხადებს, სამთავრობო კომისიას აჭარის მთავრობა ქმნის. რიჟვაძის თქმით, კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან სამუფთო სამმართველოს და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები. „მე მქონდა ძალიან აქტიური კონსულტაცია როგორც ეპარქიასთან, მეუფესთან, ასევე სამუფთო სამმართველოსთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც …
წითელ ნუსხაში შეტანილ 76 ხეს ხელვაჩაურში ჰესის მშენებლობის გამო მოჭრიან
ხელვაჩაურში, სოფელ სკურდიდში, მდინარე სკურდიდზე არსებული ჰესის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამო წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს გაჩეხავენ. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა. სკურდიდი ჰესი შპს “ფშავი ჰიდრომ” ააშენა. კომპანიამ მიიღო ნებართვა მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 71 ძირი წაბლი და 5 ძირი კაკლის ხე. სანაცვლოდ “ფშავი ჰიდრო” ვალდებულია გაჩეხვის დაწყებამდე აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის …
Continue reading “წითელ ნუსხაში შეტანილ 76 ხეს ხელვაჩაურში ჰესის მშენებლობის გამო მოჭრიან”
საიმიჯო კლიპი ბათუმზე, რომელსაც ხუთი თვე 50 ადგილას იღებდნენ
„შეიგრძენი აჭარა“ – ასე ჰქვია საიმიჯო კლიპს, რომელიც სარეკლამო რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შკუბულიანმა გადაიღეს. კლიპის გადაღებას ხუთი თვე და ავტორთა დიდი ენთუზიაზმი დასჭირდა. „მინდოდა მომემზადებინა ვიდეო აჭარის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ტიპის ვიდეოფროდაქშენი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილითა და ხარჯებით გავაკეთეთ. მიზანი იყო ჩვენება, რომ, აი, ბათუმშიც შეიძლება გაკეთება სერიოზული პროექტის და …
Continue reading “საიმიჯო კლიპი ბათუმზე, რომელსაც ხუთი თვე 50 ადგილას იღებდნენ”
მოქალაქეებმა ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს და ლაშა კომახიძის მისვლას ითხოვენ
დღეს, 10 აპრილს, ბათუმში მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ქუჩა ამ წუთებშიც [15:25] გადაკეტილი აქვთ ცალმხრივად. ადგილზე უკვე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ. საპროტესტო აქციის მონაწილენი ამბობენ, რომ ისინი ბარაკებში ცხოვრობენ, ბათუმის მერია ბინებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. საპროტესტო აქციის მონაწილეები შავშეთის ქუჩაზე ე.წ. შანხაის დასახლებაში ცხოვრობენ. ისინი ბათუმის …
Continue reading “მოქალაქეებმა ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს და ლაშა კომახიძის მისვლას ითხოვენ”
პროფესია “სტაიანშიკი”
თუ დაგუგლავთ და შეეცდებით სიტყვა „სტაიანშიკის“ სწორი ქართული განმარტება იპოვოთ, ბარბარიზმების ლექსიკონი ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ავტოსადგომის მორიგე ან ავტომესადგომე. თუ უფრო ღრმად გააგრძელებთ ძიებას და დაინტერესდებით, როგორ ჩამოყალიბდა ეს პროფესია, ვერაფერსაც ვერ იპოვით. როგორ იქცა პროფესიად ავტომობილის „ჩაყენებაში“ დამხმარა, არც თავად ავტომესადგომეებს ახსოვთ. მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ყველა მათგანი კაცია. საშუალო ასაკზე მეტი ხნის …
ბათუმში თევზის ფესტივალი გაიმართა [ფოტო]
დღეს, 7 აპრილს, ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა. საფესტივალო სივრცე ზღვის პირას, ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარედ იყო მოწყობილი. სტუმრებს გრილზე შემწვარი თევზისა და ბათუმური ლუდის შეძენის საშუალება ჰქონდათ. გამოფენილი იყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი თევზეულის ტრადიციული კერძების მომზადების რეცეპტები და გასული საუკუნის შუა წლებში, ბათუმის თევზკომბინატის …
What are we going to eat today? – Children from the 25th battalion
Phridon Khalvashi street, 9th Lane, former 25th battalion – This is the official address of more than 200 children living in an arbitrarily settled settlement in the annexed territory of Batumi. Their parents have been settled here for the sixth year. Some fled from poverty, some from homelessness, and some from a landslide and built …
Continue reading “What are we going to eat today? – Children from the 25th battalion”
The Laz people in two countries and the language that disappears
Authors: Manana Kveliashvili; Aydan Yusubova “If you look at the geographical distribution of the Laz people you will see that they are always inhabiting in mountainous areas, close to the sea. We have no land suitable and sufficient for agriculture. Therefore, the sea for the Laz people is Kve-kana (Georgian: “Kvekana” means the country; “Kana” …
Continue reading “The Laz people in two countries and the language that disappears”
ივანიშვილის დანატოვარი
2016 წელს, როცა ქართულ მედიაში სტატიები გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ასწლოვანი ხის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანას აპირებდა, საზოგადოებამ ეს ამბავი უჩვეულოდ და არარეალურად მიიჩნია. სამი წლის შემდეგ გიგანტური ხეების გადატანა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და სამეგრელოში, ჩვეულებრივი ამბავია. აქ აღარავის უკვირს, არც ზღვაზე გემით მცურავი ხის დანახვა და არც …
სასტუმრო “მგზავრების” საუნაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, სასტუმრო “მგზავრებში” გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი სასტუმროს საუნაში, პირველ სართულზე გაჩნდა. “საუნაში იწვოდა საყოფაცხოვრებო ნივთები და თვითონ სააბაზანოს მოპირკეთება, დაახლოებით სამ კვადრადზე. ათ წუთში ჩავაქრეთ ცეცხლი,” – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმსართველოს უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ. ხანძრის გაჩენიდან მალევე ევაკუაცია გამოცხადდა. ყველა სტუმარი და მომსახურე პერსონალი შენობის გარეთ …
Continue reading “სასტუმრო “მგზავრების” საუნაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია”
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე – დისკუსია „წიგნები ბათუმში“
2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გაიმართება შეხვედრა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამომცემელი მარიამ კორინთელი შეხვედრაზე ისაუბრებს ლიზა ჯენოვას წიგნის შესახებ – „სიყვარულით, ენტონი”. წიგნი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბიჭისა და მისი გარშემომყოფების შესახებ მოგვითხრობს. ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ისაუბრებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის რაობაზე, მითებზე, სტერეოტიპებზე, სერვისებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ბათუმის მე-13 …
Continue reading “აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე – დისკუსია „წიგნები ბათუმში“”
სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრებისთვის
“ჯიგრები” ორი მეგობრის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მხატვრებს სამუშაოს პოვნის საშუალებას აძლევს. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, კომპანია ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს მხატვარსა და დამკვეთს შორის. “ჯიგრები”, ერთი მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიანთი სახლის, ოფისის ან თუნდაც გარე კედლების მოხატვა, დაეხმარება მხატვრის მოძიებაში, მეორე მხრივ კი, მხატვრებს – სამსახურის პოვნაში. „სამი მიმართულება გვაქვს. მხატვარს აუცილებლად სჭირდება …
Continue reading “სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრებისთვის”
„ძველი ბათუმი საფრთხეშია“ – ბათუმში პრემიერსა და პრეზიდენტს პროკლამაციები გადააყარეს
დღეს, 27 მარტს, ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნაზე მოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სპექტაკლის დასრულების შემდეგ პროკლამაციები გადააყარეს. „ამხანაგებო! ძველი ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს! ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი ძველი ბათუმის დასაცავად“ – ეწერა პროკლამაციაში. აქცია-პერფორმანსის ავტორი ბათუმელი სტუდენტი, …
ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ
დღეს, 27 მარტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეაბილიტირებული ბათუმის თეატრის გახსნაზე შეძახილების ფონზე შევიდნენ. თეატრთან აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა. „კორუფცია! კორუფცია!“ – სკანდირებდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. მათ აქციაზე ის ბანერები მიიტანეს, რომელზეც აჭარაში დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი პროექტები იყო გამოსახული. „თეატრის წინ აქცია იმიტომ გავაკეთეთ, გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ …
Continue reading “ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ”
მამუკა ბახტაძე: ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება
ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება. “მწვანე ქალაქი” – ასე ერქმევა 180 ჰექტარზე გაშენებულ ქალაქს, რომელზეც საფეხბურთო სტადიონები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები იქნება განთავსებული. ჯამში პროექტის განხორციელება ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდება. „ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს. ვსაუბრობ ნახევარმილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი …
Continue reading “მამუკა ბახტაძე: ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება”