რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის. მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისათვის. “მედიცინა …

რას [არ] აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ ან …

2018 წელს რეგულირების სააგენტომ 348 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა

2018 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა. 2018 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა. 348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა …

სანიტრების სამუშაო პირობები ბათუმში

ნატაშა ჯიბლაძე  27 წელია სანიტარია. ერთი თვის მანძილზე 8 დღეს მუშაობს 24-საათიან ცვლაში, ჯამში – 192 საათი. მისი შრომის ანაზღაურება თვეში 200 ლარია. ნატაშა ქირურგიული განყოფილების სანიტარია. სტატისტიკური მონაცემები – რამდენი ადამიანი მუშაობს ქვეყანაში სანიტრის პოზიციაზე, არ არსებობს. „ძალიან ძნელია, მძიმე შრომა უწევს სანიტარს, ისეთი შრომაა, დაუფასებელიო რომ იტყვიან. თუმცა ჩვენი ადმინისტრაციის მაინც მადლობელი ვარ. …

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე ჟურნალისტებს ფურშეტი გაუმართა

დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია და ალაფურშეტი გაუმართა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური განმარტავს, ქალაქის მერიაში მიღებაზე ქუთაისში მოქმედი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი მიიწვიეს. წვეულებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი ჟურნალისტებიც. ფურშეტის ამსახველი ფოტოები  ფეისბუქზე  ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა გაავრცელეს. “ბათუმელები” დაინტერესდა, რა თანხა დახარჯა ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან აღნიშნული ღონისძიების გასამართად. როგორც …

თვეში 50 ლარი ავადმყოფი მეუღლისა და 12 წლის შვილიშვილის მოსავლელად

მაყვალა კობალაძე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე ცხოვრობს. ავადმყოფ მეუღლეს უვლის და 12 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის. ბებია-ბაბუისა და მცირეწლოვანი შვილიშვილისგან შემდგარი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 50 ლარია, რომელსაც შვილიშვილი დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან. მაყვალა 59 წლისაა, საპენსიო ასაკამდე ერთი წელი დარჩა. პენსიას არ იღებს არც მისი მეუღლე. მათი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლის პირველი სართულის სამი ოთახია. მაყვალა იხსენებს, …

აჭარის ტელევიზიის წინ ორი ნაძვი მოთხარეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, ორი ახალგაზრდა ნაძვი მოთხარეს. როგორც ბათუმის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დიასამიძე ამბობს, ნაძვების მოთხრის გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად მიიღეს. “ეს ხეები იმიტომ მოითხარა, რომ უკეთეს ადგილას გადავიტანოთ. ხვალ დილით აქ უკეთესი ხეები დაირგვება. საერთო ჯამში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ტელევიზიამ და ჩვენ, რომ გადაირგოს. იმიტომ, რომ ნაძვი ნაკლებად სახიანი ხეა. ახლა …

მხატვარი ჯონი, რომელიც თავის ნახატებს ბათუმს უტოვებს

ჯონი მწერალი და მხატვარია. ბათუმში, ბარათაშვილზე, პატარა, ძველ სახლში მარტო ცხოვრობს. ის საკუთარ ბიოგრაფიას რამდენიმე წინადადებაში ატევს. „დავიბადე გურიაში, ლანჩხუთში, ჯუმათში. ფეხბურთი შემიყვარდა და თბილისში გადავედი საფეხბურთო სკოლაში. შემდგომ ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი. მერე გადავედი უნივერსიტეტში, ფილოლოგიური დავამთავრე. წერა დავიწყე. უფრო სწორად, მეგონა, რომ ვწერდი. დიდი დრო დამჭირდა, რომ წერა მესწავლა, თითქმის ათი წელი. ძიების გზები …

აფხაზური დედაენის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 13 მარტს, ბათუმში აფხაზური დედაენის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით გამოსცა. წიგნი ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, ვინც აფხაზური ენის შესწავლითაა დაინტერესებული. აფხაზური ენა ბათუმში ორი წელია ორ – სოფელ ფერიისა და ბათუმის მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში ისწავლება. სკოლების გარდა აფხაზური ენის შესწავლა ბათუმში აჭარის განათლების …

2 წლის საბას სახიფათო “მოგზაურობა” სამედიცინო ლაბირინთში

საბა ორი წლისაა. 2017 წლის მარტში დაიბადა. დაბადებიდან სამ თვეში, 2017 წლის 29 ივნისს, მას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს. ასე დაიწყო საბას და მისი მშობლების სახიფათო “მოგზაურობა” ქართული ჯანდაცვის ლაბირინთებში. საბას მამა, დათო რ. იხსენებს, რომ ბავშვი პირველად საქართველოში ცნობილ გულის კლინიკაში “ჯო ენში” მიიყვანეს. საბას გულის მანკის დიაგნოზიც სწორედ აქ დაუსვეს. ექიმებმა საბას მშობლებს უთხრეს, …

ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს

საინიციატივო ჯგუფმა – „ქიმიური შეტევა ბათუმზე“, ახლახანს ბათუმის მერის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს. საინიციატივო ჯგუფი მერის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. “ამ გადაწყვეტილებით ქიმიური ტვირთები დაიმკვიდრებს თავს ქალაქ ბათუმში, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამარტო ბათუმის ტურისტულ ეკონომიკაზე, არამედ მთელი საქართველოს ტურისტულ ეკონომიკაზე.  …

სუს-ის სპეცოპერაცია ქობულეთში – დაკავებულია ორი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ქობულეთში 11 მარტს, გვინა ღამით ჩატარდა. რუსთავი ორის ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩნდათ. “ორი პირის დაკავებას გიდასტურებთ, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ,” – უთხრეს “ბათუმელებს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სხვა პროფილის ექიმებისთვის რესერტიფიცირება 2019 წლის მდგომარეობით, სავალდებულო არაა. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ, ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც თვლიან, რომ მათ არასწორი …

პირველი მხატვარი ქალი აჭარიდან – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

დღეს, 5 მარტს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში პირველი აჭარელი  მხატვარი ქალის, მუთებერ ვარშანიძის საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის ორი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. “წითელარმიელის დაბრუნება” – ასე ჰქვია მუთებერ ვარშანიძის ზეთით შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც სოცრეალიზმის ნიმუშადაა მიჩნეული. ნახატი მუზეუმში 1968 წელს მიიტანეს მხატვრის ოჯახის წევრებმა. მეორე ნამუშევარი, ნატურმორტი, საგამოფენოდ გადასცა მუზეუმს მხატვრის დისშვილმა, ქეთევან თალაკვაძემ. გამოფენაზე ასევე …

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. “მრავალფეროვნების სახეები” –  ასე ერქვა კონკურსს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები მოამზადეს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მილენა თურმანიძემ და ლაშა შარაშიძემ, ფოტოპროექტი იმ იეზიდ და ბოშა ბავშვებზე მოამზადეს, რომლებიც ასევე მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეების ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და …

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

2 მარტის საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით 5 ადამიანია დაკავებული. ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა, რის შედაგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე, 239-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს შორის კონფლიქტი პირველ …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქალი და კაცი დაჭრეს

დღეს, 2 მარტს, დაახლოებით 19:00 საათისათვის,  ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში 2 ადამიანი დაჭრეს, ხოლო ოთხ ადამიანს სცემეს. როგორც „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. “დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი არის დაჭრილი, ერთი მძიმედ დაჭრილი იყო, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და ოპერაცია გავუკეთეთ. რეანიმაციაში წევს და აგრძელებს მკურნალობას. მის სიცოცხლეს …

სამინისტროს განმარტება – რატომ გადასცეს გივი სიხარულიძეს “ხელოვნების ქურუმის” ჯილდო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტავს, რატომ გადაეცა  მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“  ჯილდო. “ხელოვნების ქურუმი” გაიცემა ყოველთვის ამა თუ იმ ორგანიზაციის წარდგინების/ ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, წერილი შემოვიდა სამინისტროში ქორეოგრაფთა კავშირისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ გივი სიხარულიძე წლების მანძილზე იყო სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი, ჩამოაყალიბა ანსამბლი “თბილისი”. 18 წელი იყო მისი ხელმძღვანელი და …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად ვებგვერდზე www.tprize.ge  განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კონკურსანტთა შესარჩევი პროცესი დაიწყება. საუკეთესოს 18 წევრიანი  ჟიური გამოავლენს. ჟიურიში განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები შედიან. 2019 წელს წინა წლებისაგან განსხვავებით მასწავლებლების წარდგენა სკოლების გარდა ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც …

კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა. ჯილდო სიხარულიძეს, 1 მარტს, ბათუმში გამართულ საიუბილეო საღამოზე გადასცეს. სცენაზე ჯილდოს გადასაცემად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი ავიდა. რომელმაც გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელი  პირადად გადასცა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო 1 …

დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს ვებპროგრამირებას შეასწავლიან

დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის ვებპროგრამირებასა და სოციალურ მედია მარკეტინგში უფასო ტრენინგები დაიწყო. სასწავლო პროგრამა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში მცხოვრები ქალებისათვის ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკულ საბაზისო უნარებს შეისწავლიან. პროექტისთვის 130 ქალი შეირჩა. მონაწილეთაგან 40 საუკეთესო ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 3 მონაწილე კი ევროპაში, ტექნოლოგიებისადმი …

სარფში თურქულმა მხარემ საბაჟოს ახალი შენობა გახსნა

დღეს, პირველ მარტს, სარფში, თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა. ახალი სასაზღვრო გამტარი პუნქტი თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი, გადასასვლელებზე მოწყობილია ესკალატორები, ასევე, გაზრდილია საბაჟოს გამტარუნარიანობა. თურქული მხარე საბაჟოს შენობას სამი წლის მანძილზე აშენებდა. საბაჟოს ახალი შენობა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსან ფექჯანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან ერთად გახსნა. სარფის საბაჟო …

ქართველ გიდებს ოკუპაციის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ – სიახლე

ქართველ გიდებს ოკუპაციის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გიდებს დღეს, 28 თებერვალს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ადმინისტრაცია გიდებისთვის გადამზადების კურსებს გეგმავს, პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდება. სალექციო კურსს გიდებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გამართავს. ლექციების მთავარი …

ხომ არ შედის ბაღებში ცხენის ხორცი – ენმ პასუხისმგებლობას ბათუმის მთავრობას აკისრებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ცხენის ხორცი, სამტრედიის ბაღების გარდა ბათუმის ბაღებშიც შედიოდა, ბათუმის მერის და   საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დაიწყებს. “როგორც ცნობილია, სამტრედიის საბავშვო ბაღებში ერთ-ერთ კომპანიას შეჰქონდა ცხენის ხორცი და დღეს ეს ადამიანი დააკავეს. დასტურდება, რომ ბათუმის ბაღებშიც ამ კომპანიას შემოაქვს ხორცი.  თუმცა არ ვიცით აქ ნამდვილად საქონლის ხორცი შემოდის თუ …

“ისრაელის სახლის” განცხადება ბათუმის ძველი სინაგოგის აღდგენაზე

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ბათუმის ძველ სინაგოგასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ საქართველო-ისრაელის პირდაპირ კავშირებსა და ისრაელის წარმოდგენაზე (ჰასბარაზე) მუშაობენ. ეს საქმიანობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის 80%-ს მოიცავს და ამიტომ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს ემსახურება. ამასთან, „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის …

კმდს-ს ხელმძღვანელი ბათუმის ძველი სინაგოგის შესაძლო დანგრევაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თუკი ვინმეს ექნება სურვილი ბათუმის ძველი სინაგოგა ძველი ფორმით აღდგეს, სააგენტო მათ არქიტექტურულ პროექტს შეუსყიდის. “თუკი საქართველოს ებრაელთა კავშირს ან სხვას ექნება შენობის იგივე ფორმატში რესტავრაციის სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც სხვა ეკლესიების შემთხვევაში, ვიყიდოთ პროექტი. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სააგენტო მზადაა გამოაცხადოს ტენდერი რესტავრაციაზე,” – …

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ

51 დღის წინ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში მიმდინარე კვირაში უნდა გადმოასვენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა. “პროცედურა დაწყებულია გადმოსვენების. ლიბიის პროკურატურამ გასცა ნებართვა გადმოსვენებაზე. გარდაცვლილი გადასვენებულია ქალაქ მისტრადადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესაბამისი რეისის დაჯავშნა, რომ გარდაცვლილი  გადმოვასვენოთ …

ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ

„ამ ადამიანებს უნდათ მე-19 საუკუნის სინაგოგის ადგილას დაიდგას მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც, თურმე, პირველ სართულზე სინაგოგას გახსნიან, მეორე სართულზე – ქაშერული ტიპის სასადილო-რესტორანს, მესამეზე – ებრაული კულტურის ცენტრს და მაღალ სართულებზე იქნება სტუმრის სახლი, ებრაელი რაბინებისთვის. სიტყვა სასტუმროს ხსენებას ერიდებიან, თუმცა ზუსტადაც სასტუმროზეა საუბარი,“ – ბათუმელი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბათუმის ძველი სინაგოგის მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე წერს. „ბათუმელებმა“ …

საგარეო: ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურა დაიწყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყო. “ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან,” – უთხრეს “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროში. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის …

სხვისი დაშანტაჟების გზა პირადი კადრების გავრცელებით ბავშვებს ჩვენ ვუკარნახეთ – შეფასება

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიდეო მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა, სადაც ის სკოლის ფსიქოლოგმა ნახა და საქმეს მსვლელობა მიეცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო საჯარო სივრცეში ხვდება. პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო ერთი თვის …

საზღვაო აკადემია დასაქმების ფორუმს მართავს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმში “დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი” იმართება, რომლის ორგანიზატორი ბათუმის საზღვაო აკადემიაა. ფორუმზე წარმოდგენილია ყველა მსხივილი დამსაქმებელი, რომლებიც საზღვაო სფეროსთან არიან  დაკავშირებული საქართველოში. “ამ ღონისძიებით ჩვენ ვცდილობთ წავშალოთ ბარიერები და საშუალება მივცეთ ყველას, მიაღწიონ დასახულ მიზანს,”- ნათქვამია საზღვაო აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფორუმზე ისეთმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს პრეზენტაციები, როგორიცაა: Columbia Shipmanagment-ი და Fleetmon-ი. …

კონკურსი აჭარაში ფილმების გადასაღებად

აჭარაში ფილმების გადასაღებად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი მიმდინარეობს როგორც  სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, ისე დოკუმენტური კინოს გადასაღებად. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადასაღებად ერთ კინომწარმოებელზე  80 000 ლარი გაიცემა. დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ისეთი კინოპროექტისთვის არის შესაძლებელი,  რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება – ფილმის სრული ბიუჯეტის  50 პროცენტი. რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან მხატვრულ  და დოკუმენტურ ფილმებს, ერთ …

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

ძველ ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი – აალაგებინა. ცვლილება, ძირითადად, შეეხო ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნებს. რესტორნების მეპატრონეთა ნაწილი შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ თუკი მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ …

აჭარის განათლების სამინისტრო “ევროოდისეას” პროგრამას აგრძელებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოეთში სტაჟირების პროგრამა  „ევროოდისეას” აგრძელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სამინისტროში მარტის თვეს ელოდებიან, როცა შესაძლებელი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირება და პროგრამის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის ბიუჯეტში ჩასმა. „პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ წელსვე შევძლებთ სამი სტაჟიორის გაგზავნას, მომდევნო წლებში იგეგმება, რომ გაიზარდოს სტაჟიორთა რაოდენობა,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა …

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სპეციალური ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც 10 ფინალისტი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. ლადო აფხაზავასთან ერთად ფინალისტებს შორისაა მასწავლებლები ინდოეთიდან, არგენტინიდან, კენიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბრაზილიიდან და იაპონიიდან. მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 …

რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე

19 თებერვალს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აჭარაში „განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო კომისიის შექმნა სთხოვა. ინაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი აჭარის რეგიონში არსებულ მუსლიმურ პანსიონებზე გააკეთა. მისი თქმით, ეს პანსიონები „უცხო ქვეყნიდან ფინანსდება და ამავდროულად ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს“. მაღალმთიანი აჭარის – ხულოს, ქედისა და …

Exit mobile version