აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

აფხაზური მარილის – „აპირპილ-ჯიკას“ და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. ეს სტატუსი ქართულ საკმაზს ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ „ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში მიენიჭა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, „აპირპილ-ჯიკას“(ანუ, მარილი – „აჯიკა“ (аџьыка), წიწაკიანი მარილი – „აპირპილ-ჯიკა“ და შეკმაზული მარილი – „აჯიკ-ცაცა“) წარმოშობა …

ახალგაზრდები, რომლებიც კორეულ დორამებს ქართულად თარგმნიან

საინტერესო სიუჟეტი, რომანტიკული, მაგრამ არა ეროტიკული, მინიმუმამდე დაყვანილი ძალადობის სცენები, ახალი, უცნობი კულტურა და ემოციების ფეიერვერკი – ეს არ არის ყველა ის მიზეზი, რის გამოც კორეული დორამა საქართველოში პოპულარული გახდა. ათასობით თინეიჯერი ქვეყნის მასშტაბით გატაცებულია დორამებით. სიტყვა „დორამა“ თავდაპირველად იაპონური ტელესერიალების აღსანიშნავად გამოიყენებოდა, დღეს კი აზიური სერიალების საერთო სახელია. არსებული კორეული, ჩინური, იაპონური და ტაივანური …

საპატრიარქოს განცხადება მონაზონ სიდონიას ტოლერანტობის ქომაგად დაჯილდოების გამო

საქართველოს საპატრიარქომ მონაზონ სიდონიასთვის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს გადაცემის გამო განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოს განცხადებით, მონაზონი სიდონია საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის. „დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც [ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში] იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც …

ოქტომბერში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 333 მოქალაქე დაადეპორტეს

ოქტომბერში შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს 152 მოქალაქეს უთხრეს. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტჯერ (47) ქვეყანაში შესვლაზე საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში უთხრეს უარი. 19 მოქალაქე არ შეუშვეს გერმანიაში, 14 – საბერძნეთში, 16 -კვიპროსში და 19 – პოლონეთში. ამასთან, ოქტომბრში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 333 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.  ყველაზე მეტი, 133 საქართველოს მოქალაქე  თურქეთიდან იქნა დეპორტირებული, …

აჭარაში “ევროპული საქართველოს” ოფისების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს

“ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილისა და ვარშალომიძის მობრუნებას,” – ეს განცხადება დღეს ბათუმში, პარტია “ევროპული საქართველოს” ბათუმის  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაულ თავართქილაძემ გააკეთა. რაულ თავართქილაძე დღემდე, 19 ნოემბრამდე,  “ევროპული საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. თავართქილაძესთან ერთად პარტია დატოვეს ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის ოფისების ხელმძღვანელებმა. „საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი …

ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს

დღეს, 17 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, ბათუმში მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად 14 წლის ბიჭი დაჭრეს.  მოზარდს ოთხი ჭრილობა დანით მიაყენეს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, მოზარდი სასწრაფოს მისვლამდე, პოლიციის მანქანით გადაიყვანეს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. დაზარალებულს ამ წუთებში უკეთდება ოპერაცია. ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება …

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

„ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო. სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს. „2017 …

100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

ფატი მანელიშვილს 100 წელი 10 ოქტომბერს  შეუსრულდა.  მისი ახალგაზრდობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. პედაგოგიური სასწავლებელი ბათუმში დაამთავრა და განაწილებით ქობულეთში, ლეღვას საჯარო სკოლაში მოხვდა. 70 წელი ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა. “ლეღვაში რომ დამნიშნეს სამუშაოდ, ავწიე ცხვირი – მე ბობოყვათელი ვარ და ლეღვამდე დიდი მანძილია. მზია ქემხაძე იყო ინსტიტუტის დირექტორი, იმან …

ოშკის რეაბილიტაციის პროცესი [ფოტორეპორტაჟი]

თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ოშკის ტაძრის გუმბათის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  ტაძარი ვიზიტორთათვის დაკეტილია. როგორც ტაძარზე შემოვლებულ ღობეზე გამოკრული საინფორმაციო აბრა იუწყება, ოშკის რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ოშკი  მეათე საუკუნეში ააგეს და ის იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო. ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის 4 მაისს დაიწყო. ამას წინ …

18 მქარგველი ქალი ფეისბუქიდან საგამოფენო სივრცეში

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნაქარგების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 18 ქალის ნაქარგები იყო წარმოდგენილი. მქარგველი ქალები სხვადასხვა ქალაქიდან ფეისბუქჯგუფმა – „ქარგვა ხელოვნებაა“ გააერთიანა. ჯგუფში ქალები ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს უზიარებდნენ, მოგვიანებით კი გაჩნდა გამოფენის იდეა. პირველი გამოფენა თელავში ჰქონდათ, მეორე კი დღეს ბათუმში გაიხსნა. გამოფენაზე ბათუმში მცხოვრები ნანა კარგიშვილის ნამუშევრებიც იყო …

რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში

რას ნიშნავს, როცა დამოუკიდებელი მედია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს? როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები, როდესაც მედიამფლობელი ჟურნალისტებს საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გასატარებლად იყენებს? რა არჩევანი აქვთ ჟურნალისტებს და სად არის გამოსავალი – ეს არის საკითხი, რომელზეც „ბათუმელები“ მედიის სპეციალისტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.  2018 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა. მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიაში დასაქმებულები …

მეზღვაური: ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურმა 6200 დოლარი მომპარა

მეზღვაური აბდულ მომენ იქბალ აჰსანი ირწმუნება, რომ ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაქურდეს და მისი კუთვნილი 6 200 ამერიკული დოლარი მიითვისეს. აბდულ მომენ იქბალ აჰსანი სინგაპურულ კომპანია MTM Ship Management Pte-ს კუთვნილ სატვირთო გემ STRATEGIC VISION-ზე, უფროს მექანიკოსად მუშაობდა. აჰსანს კომპანიასთან კონტრაქტი დაუმთავრდა. მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს, STRATEGIC VISION ბათუმის პორტში შემოვიდა, მან გემი …

მეთიუ ბრაიზა ბათუმზე, სააკაშვილსა და რუსულ ოკუპაციაზე

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელზე შავი ზღვის გეოპოლიტიკური პერსპექტივები მიმოიხილეს. დისკუსიას მოდერატორობას „ჯეიმსთაუნის ფონდის“ წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა უწევდა. დისკუსიის დაწყებამდე ბრაიზამ მცირე შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბათუმზე, აგვისტოს ომსა და შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „პირველად 19 წლის წინ ჩამოვედი ბათუმში ქალთან, რომელიც შემდეგ ჩემი ცოლი გახდა. ბათუმი იმ …

ნატოს გემები საქართველოში [ფოტო]

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმის პორტში ნატოს ხუთი ხომალდი შემოვიდა. შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი [SNMCMG2] II რანგის კაპიტან ფრანკ მაგინსკის ხელმძღვანელობით არის შემოსული. შენაერთის შემადგენლობაში სულ ხუთი ხომალდია  – საფლაგმანო ხომალდი FGS RHEIN [გერმანია], ხომალდები: TCG ERDEMLI [თურქეთის რესპუბლიკა], BRG STIBAR [ბულგარეთი], ROS DIMITRIE NICOLESCUE [რუმინეთი] და SPS TURIA [ესპანეთი]. …

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს: „წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯია” ახორციელებდა. სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე. კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების …

პოლიცია ეძებს მძღოლს, რომელიც კარიერის აფეთქებაზე მუშაობდა – ტრაგედია ქედაში

ბავშვი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ერთი საათის წინ კარიერის აფეთქების შედეგად დაიღუპა, თავისი ბიძის ეზოში თამაშობდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც კარიერზე მუშაობდა, ადგილიდან მიიმალა. მერის მოადგილე ამბობს, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მიმალულ მძღოლს ეძებს. “ბიჭი ბიძის ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე აფეთქება მოხდა და იქიდან …

6 წლის ბიჭი ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა

ქედაში, სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც “ბათუმელებს” ქედის მერის მოადგილემ უთხრა, ბავშვი ბიძის ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე აფეთქება მოხდა, კარიერიდან ასხლეტილი ქვა ბავშვს მოხვდა, რის შედეგადაც ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების ადგილი ეზოდან დაახლოებით სამასი მეტრითაა დაშორებული. შემთხვევა ჭინკაძეების უბანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვს ქვა მოხვდა და  მიყენებული დაზიანებების შედეგად …

სომეხი ახალგაზრდები ბათუმსა და ახალქალაქში (ვიდეო)

“თუ ოდესმე  გავთხოვდები, ჩემი ქმარი  აუცილებლად  უნდა იყოს ჯავახეთიდან და არა სომხეთიდან”. “თუ მე, ასე ვთქვათ, დავრჩები აქ [საქართველოში], დავქორწინდები ქართველ გოგონაზე, ვინაიდან შევეჩვიე მათ”. “ჩემი მშობლები ბედნიერები იქნებოდნენ, სომეხზე რომ დავქორწინებულიყავი. ვფიქრობ, ასეა ყველა ერში, მაგრამ  ვის ავირჩევ, ეს ჩემი გადასაწყვეტია”. “ვფიქრობ სწავლის გაგრძელებაზე. ახლა ვემზადები, რომ უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები ჩავაბარო. ვნახოთ, რა მოხდება, …

დღეს ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 27 ოქტომბერს, 19 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. “მთავრობამ დაიჭირა შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე. ჩემი აზრით მთავრობისა და სამართალდამცავების დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ არის არაადამიანური.  ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა საჯაროდ ერას მოედანზე ჩვენი ქალაქის სახელით,” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ფეისბუქ ივენთის ტექსტში. ორგანიზატორების თქმით,  აქციაში მონაწილეობა  ნებისმიერ …

ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის ქუჩები დატბორა

ძლიერი ნალექის გამო ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა, რის შედეგადაც ქობულეთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დატბორილია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია – ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რუსთაველის ქუჩა რკინიგზის სადგურიდან სახანძრო სამსახურამდე, გელაურის დასახლება, ახალსოფელი, ჯავახიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. შექმნილია საგანგებო შტაბი. მობილიზებულია ქობულეთის მერიის ყველა სამსახური. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ქალაქისთვის და  მოსახლეობისთვის მიყენებული …

სარფის საბაჟოზე თურქული მხარე მსუბუქ ავტომობილებს ვერ ატარებს

სარფის საბაჟოზე იმ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, რომლებსაც თურქული სანომრე ნიშნები არ აქვთ, ვერ ხერხდება. როგორც „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, პრობლემა თურქულ მხარეს აქვს. „ავტობუსებს და ტრაილერებს ჩვეულებრივ ატარებს. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, ამ დროისთვის ვერ ხერხდება თურქული მხარის მიერ არათურქულნომრიანი მანქანების იდენტიფიცირება. უცნობია, როდის აღმოიფხვრება ეს პრობლემა მათი მხრიდან,“ – ამბობენ შემოსავლების სამსახურში. განახლება:  ბათუმში …

„ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ

22 ოქტომბერს რესტორან “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამზე პროექტ “რჩეული ქობულეთელების” ფარგლებში დაჯილდოებული ადამიანები არ ყოფილან“, – ეს “ბათუმელებს” პროექტის თანაორგანიზატორმა და საინფორმაციო მხარდამჭერმა ჯემალ მეგრელიძემ ახლახან [20:40] უთხრა. ჯემალ მეგრელიძე  საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა – დეპუტატმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 22 ოქტომბერს „რჩეულ ქობულეთელებს“ უმასპინძლეს. პროექტის თანაორგანიზატორის თქმით, დეპუტატი იტყუება და მას საერთო …

სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერ აქციაზე აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანმაც უმღერა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს სახელისუფლებო გუნდი უჭერს, დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მის მხარდასაჭერად მისული იყვნენ ქართული ესტრადის მომღერლები. მათ შორის იყო მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სახეა. ხალვაშს ყოველ შაბათ-კვირას აჭარის ტელევიზიით “დილის ტალღა” მიჰყავს. “ბათუმელებმა” სოფო ხალვაშს ჰკითხა, ხომ არ უქმნიდა უხერხულობას …

“ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება

“ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიება და არც ერთი თეთრი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ღონისძიებაზე არ გახარჯულა საბიუჯეტო სახსრებიდან. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად  შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ გზით, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ჩემი არ გჯერათ,” – უთხრა “ბათუმელებს” ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. ქობულეთის მერს რესტორან „ხალაგრანდში“ გამართულ ვახშამთან დაკავშირებით დავუსვით …

„რჩეული ქობულეთელები იყვნენ სუფრაზე“ – დეპუტატი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამართულ ვახშამზე

რესტორან „ხალაგრანდში“ 140-კაციანი სამთავრობო სუფრა 6300 ლარი დაჯდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გადაიხადა ვახშმის თანხა, რომელსაც საქართველოს პარალმენტის წევრები – ფატი ხალვაში, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს რესტორანში გამართულ სუფრაზე „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი იყო შეკრებილი, ვახშმის თანხა კი ბიუჯეტიდან გადაიხადეს. „ბათუმელების“ ზარებს არ …

78 წლის მზია: ჩემს ამბავს თუ დაწერთ, ხალხი დამეხმარება, შვილიშვილს წიგნი რომ ვუყიდო? 

78 წლის მზია ღლონტი ყოველდღე მიდის ბათუმის აეროპორტში და ოპერატორს ერთსა და იმავე კითხვას უსვამს – რომელ საათზე იქნება რეისი? მზია არსად მიფრინავს. ის ტურისტებს ელოდება. განსაკუთრებით უხარია, როცა მგზავრებს შორის ბავშვებს ხედავს. მზია საბავშვო ფერად ჟურნალებს ყიდის და თავს ამით ირჩენს. 78 წლის ხანდაზმულისთვის პენსიის გარდა ჟურნალების გაყიდვიდან აღებული მცირე თანხა, ერთადერთი შემოსავალია. “ბათუმში ქირით ვცხოვრობ. …

გრიგოლ ვაშაძის ოთხი შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის  კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 23 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვა დაუსვა საჯაროდ. ვაშაძის თქმით “რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა” და მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბრობს საზოგადოება და ოპოზიცია,  “არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის …

როგორ შეიცვალა შენობა – ბათუმის დრამატულ თეატრში რემონტი სრულდება [ფოტო]

ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდა. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თეთრის ნაცვლად ღია ნაცრისფერით შეცვლილია იარუსების ფერიც. “გადაიღება ეს [იარუსები] და დავიდა საპროექტო ფერზე. ის თეთრი ფერი იყო ისეთი [ბრჭყვიალა] და ის არ შეესაბამებოდა თეატრს. არეკვლა ხდებოდა ფერის. ბრჭყვიალა …

წიგნი ეპოქაზე, როცა ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი იდგა და გამოღმა ოსმალო ასკერი

“უცნობი ძველი აჭარა” ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 19 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა. წიგნი ძველ აჭარაზე მოგვითხრობს. მის ფურცლებზე შეხვდებით პირველ მოგზაურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აჭარაში იმოგზაურეს. წიგნი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრებ ადამიანებზე  და იმ ტრადიციებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს არის წიგნი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. მასში ნახავთ უნიკალურ ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის …

“უხილავნი ჩვენს შორის” – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ბათუმში

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად 18 ოქტომბერს, ბათუმში, ვარდების სკვერში არტ-ინსტალაცია მოეწყო. “უხილავნი ჩვენს შორის” ასე ჰქვია კამპანიას, რომლის მიზანიც  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ცნობიერების ამაღლებაა. ინსტალაციაზე ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური ისტორიები იყო წარმოდგენილი, ადამიანების, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, თუმცა საზოგადოება მათ ვერ ხედავს. “სამი და მყავს. დედაჩემმა სამივე გაგვყიდა – მიგვყიდა ნაცნობს, რომელთან ერთადაც …

სახელმწიფო Airbnb-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის დაწესებას აპირებს

ტურიზმის ადმინისტრაცია რეგულაციებზე იწყებს მუშაობას, რომლითაც Airbnb-ზე ბინის გაქირავების სერვისი დარეგულირდება. „Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ …

თანასწორობა გვჭირდება – კამპანია ქალთა გასაძლიერებლად

კამპანიამ „თანასწორობა გვჭირდება“ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბათუმში პერფორმანსი მოაწყო. დღეს, 17 ოქტომბერს, მთელი დღის მანძილზე, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეუძლია მივიდეს თავისუფალი ხელოვნების სივრცეში და იქ წარმოდგენილი ინსტალაცია ნახოს. საღამოს 6 საათზე კი დისკუსიას დაესწროს. „აქ იმიტომ ვარ რომ მინდოდა მეტი ადამიანისთვის მომეყოლა იმ რეალური ბარიერების შესახებ, რომელიც ქალს დღეს აქვს საზოგადოებაში, თუნდაც საკუთრების არ ფლობის …

80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს

ორ თვეზე მეტია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში ორი სოციალური აგენტის პოსტი ვაკანტურია. სოციალური აგენტის მოვალეობა სააგენტოში შესული განაცხადის გადამოწმება, დახმარების დანიშვნის მსურველი ოჯახის დეკლარაციის შევსებაა. აგენტის ოფიციალური ხელფასი თვეში 80 ლარია. თითო შევსებულ დეკლარაციაზე კი დამატებით 4.80 ლარს იღებს. მაღალმთიანეთში მომუშავე აგენტებს, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. არ ემსახურებათ ტრანსპორტი, რის გამოც იძულებული …

ბათუმის საზღვაო აკადემია პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმის მასპინძლად აირჩიეს

ბათუმის საზღვაო აკადემია 2020 წელს საერთაშორისო საზღვაო სასწავლებლების ასოციაციის რიგით 21-ე გენერალურ ასამბლეას (IAMU) უმასპინძლებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 16 ოქტომბერს, გახდა ცნობილი.  “მოვიგეთ! საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა და ფორუმი 2020-ში ბათუმში ჩატარდება საზღვაო აკადემიის ორგანიზებით. ეს წარმატების მწვერვალია, 9 პრეტენდენტთა შორის მთელი მსოფლიოდან ჩვენ გავიმარჯვეთ. ვულოცავ ყველას,”-  წერს ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე საკუთარ …

ბათუმი ზღვიდან [ფოტო]

მზე, ზღვა, შეზლონგი, სასიამოვნო მუსიკა და ხედი – ასეთია ზოგადი წარმოდგენა ბათუმში დასვენებაზე. თუ შეეცდებით ქალაქი ზღვიდან დაინახოთ, ასეთი ხედები დაგხვდებათ.

ჰორიზონტი ჩემი ბინიდან – როგორ შეუცვალეს 9 წლის ბათუმელ ბიჭს ხედი აივნიდან

ბათუმში მცხოვრები 9 წლის დაჩი ცენტერაძის საშინაო დავალებამ,  რომელიც მისმა ბებიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ქართული ინტერნეტი მოიცვა. “დააკვირდი ჰორიზონტს შენი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან ან აივნიდან. განსაზღვრე ჰორიზონტი ღიაა თუ დახურული. შეადგინე პატარა მოთხრობა თემაზე “ჰორიზონტი ჩემი საცხოვრებელი ბინიდან” – ასეთი იყო დავალება, რომელიც დაჩის უნდა შეესრულებინა. “ჩემი ბინიდან ძალიან კარგი ხედები ჩანდა. განსაკუთრებით ლამაზი იყო ღამის ბათუმი. …

Exit mobile version