ოშკი ხარაჩოებში – ფოტორეპორტაჟი ისტორიული ტაოდან

თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ოშკის ტაძრის გუმბათის რეაბილიტაცია გრძელდება.  საინფორმაციო აბრის მიხედვით,  ოშკის რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის 4 მაისს დაიწყო. ამას წინ უძღოდა საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელი ხელშეკრულებითაც ორმა ქვეყანამ აიღო მათ ტერიტორიაზე არსებული  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის  ვალდებულება. ოშკი  …

ავარია რუსთაველის ქუჩაზე – მოპედის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, მსუბუქი ავტომანქანა მოპედს შეეჯახა. შსს-ს ცნობით, მოპედის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა. იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის …

დღეს ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი დაიწყო

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი დაიწყო. ორდღიანი ღონისძიება ბიზნესში ქალების გაძლიერებისა და ქალი მეწარმეების წახალისების მიზნით ტარდება. ფორუმის ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“  არიან. ასევე ფორუმის მხარდამჭერია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალების გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის  და  წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ – ეს …

დღეს ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა

დღეიდან ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.  ზაფხულის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია პლაჟზე, ანბანის კოშკის წინ,  დღის 14:00 საათზეა დაგეგმილი. ასევე ორ საათზე დაიწყება და ხუთ საათამდე გაგრძელდება ფრანების შოუ. ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობებია გათვალისწინებული. ფესტივალი გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები …

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა [ფოტო]

რვაფეხას [კაფე „ფანტაზიას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ივნისის ბოლოს რვაფეხაზე ყველა ძირითადი სამუშაო დამთავრდება და გასახსნელად მზად იქნება. ნაგებობას მოხსნიან სამუშაო ღობეს და ნებისმიერ მსურველის შეეძლება რეაბილიტირებული რვაფეხას ნახვა. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა. კაფე …

ჰერალდიკის საბჭო რუსეთის დროშის გამოფენის დარეგულირებას აპირებს

საქართველოში ყველა იმ ქვეყნის დროშის აღმართვა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს. “რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი,” – …

ომანის ყურეში ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა – გემზე მყოფი ქართველი მეზღვაური უსაფრთხოდაა

ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა. CNN-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ორივე გემიდან ეკიპაჟის 44 წევრია ევაკუირებული. ნორვეგიული ფირმა ფრონტლაინის კუთვნილ, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ერთ-ერთ ნავთობტანკერს Front Altair-ს 75 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა. ის ტაივანისკენ მიცურავდა. ნავთობტანკერზე, რომელზეც აფეთქება მოხდა,  საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს …

განათლების სამინისტრო და თეატრი უარყოფენ, რომ მენეჯერს სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი თენგიზ სურმანიძე აცხადებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. ის ფეისბუქში წერს, რომ ზეწოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრისგან მოდის. “ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სამინისტრო თეატრის საქმიანობაში არ ერევა. „ჩვენ თეატრის დირექტორსაც კი ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ სამხატვრო …

 მითხრეს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დავწერო – ბათუმის თეატრის კომერციული მენეჯერი 

ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს მიმართავს. თენგიზ სურმანიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება თორნიკე რიჟვაძემ და მაია ხაჯიშვილმა დაგეგმეს. “ხო მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი ბათუმის დრამატული თეატრიდან განთავისუფლების შესახებ? “მალადეც”.  შენ “ზონდეროვიჩი” ხარ და ეს არ განიხილება, თქვენ მაია, რატო იქეცით “ზონდერად”? ის რო უნამუსოა, …

ბათუმი „World Travel Awards“-ის მფლობელი გახდა

ბათუმმა  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. „World Travel Awards“-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, მადეირაზე  გამოვლინდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ბათუმს კონკურენციას  სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი უწევდა. ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე  ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე  შეეძლო. მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

9 წლის ბათუმელი მოჭადრაკე, კესარია მგელაძე, 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. 9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გზით ის პირველი გოგო გახდა ბათუმიდან, რომელმაც …

ქალები მარწყვის ბაღიდან

გობრონეთი პატარა სოფელია ქედაში, მთის ფერდობზეა გაშენებული და ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრი აღმართი უნდა აიარო. სოფელში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ზაფხულობით, ძირითადად, ქალები რჩებიან, კაცები თურქეთში ჩაის საკრეფად ან მშენებლობაზე სამუშაოდ მიდიან. ამის გამო სოფლის სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ნანული, შუშანა, მაია და ნანი გობრონეთში ცხოვრობენ. წლებია მარწყვის ბაღებს …

მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმური სამყარო მარხვის დასასრულის დღესასწაულს – რამადან ბაირამს აღნიშნავს.  ბათუმში სადღესასწაულო ლოცვები ორ ადგილას – ორთაჯამესა და ბათუმის ახალ მეჩეთში ერთდროულად დაიწყო. იმის გამო, რომ მუსლიმებს დღემდე არ მიუღიათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა, მლოცველთა დიდ ნაწილს გარეთ, ღია ცის ქვეშ მოუწია ლოცვა. ბათუმის ახალ მეჩეთში სადღესასწაულო ქადაგებას მეჩეთის წინამძღვარი იმამი თამაზ მგელაძე წაუძღვა. ქართველ მუსლიმთა …

2:1 – “დინამო” ბათუმმა “რუსთავი” დაამარცხა

დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „დინამო“ ბათუმის ფეხბურთელებს თამაშის დასაწყისში ორჯერ ჰქონდათ შანსი გოლი გაეტანათ სტუმართა კარში, თუმცა უშედეგოდ.  „რუსთავის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ორივეჯერ შეძლო ბურთის აღება და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. პირველი გოლი „რუსთავის“ კარში 25-ე წუთზე გავიდა. …

როგორც შვილებს ვერ განასხვავებ ადამიანი, ისეა დელფინებიც – დელფინების მწვრთნელი

კახა ახალაძე ბათუმის დელფინარიუმის პირველი კატეგორიის მწვრთნელია. სპორტსმენია. 12 წლის მანძილზე ფეხბურთს თამაშობდა, დელფინარიუმში გახსნის დღიდან მუშაობს. „პირველი ეტაპი ადვილი არ იყო. საკმაოდ რთული, დატვირთული გრაფიკი მქონდა. თავიდან თითქმის 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ერთის  მხრივ ჩვენ ვსწავლობდით როგორ უნდა გაგვეწვრთნა დელფინები, როგორ დავმეგობრებულიყავით და მეორეს მხრივ დელფინებსაც ვასწავლიდით. სწავლის პროცესი დღესაც ანალოგიურად გრძელდება. მიუხედავად იმისა …

5:1 – ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

დღეს, 29 მაისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა „დინამო“ ბათუმსა და ბოლნისის „სიონს“ შორის. საკუთარ სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ „სიონს“  5:1 სძლია. პირველი საგოლე მომენტი ბათუმის „დინამოს“ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე ჰქონდა, რამოსმა კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ბათუმელებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. საბოლოოდ, 38-ე წუთზე ბათუმის …

ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს

საფეხბურთო კლუბ „დინამო“ ბათუმს შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე ან ნეიტრალურ მოედანზე მოუწიოს ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარება. მიზეზი ტრიბუნებზე გულშემატკივართა აგრესიული ქცევაა. საფეხბურთო კლუბის მისამართით საჯარიმო სანქციები უკვე გატარდა და ჯარიმის ოდენობამ ჯამში 40 ათას ლარს მიაღწია. „რამდენიმე თამაშის გამო დაგვაჯარიმეს. მაგალითად, 5800 ლარით დაგვაჯარიმეს ბოლო თამაშზე, 7000 ლარით დაგვაჯარიმეს თბილისის „დინამოსთან“ მატჩში. ყოველ თამაშზე სხვადასხვა ოდენობის …

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება „სტუდენტისა და ლექტორის საქმეზე“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საბჭო პირადად დაუკავშირდა სტუდენტს და დამატებით მიიღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საბჭო მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს და მადლობას უხდის მათ გამბედაობისთვის. სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა – სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის …

გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – საპროტესტო მსვლელობა

გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიამ ამ წლის დასაწყისში წერეთლის ქუჩიდან აყარა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო ადგილი, დღეს მორიგ აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობა საერთოდ არ აქვთ და პურსაც კი ვეღარ ყიდულობენ. გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართობს ითხოვენ და ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ შეკრებას. მოვაჭრეთა თქმით, ბათუმის მერია ვერ ეხმარება მათ და ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში …

თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა დღეს, 26 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჰულუსი აქარის კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა თავდაცვის …

მშენებლობიდან გადმოვარდნილმა მასალამ სახურავი დააზიანა

ბათუმში, მელიქიშვილის 77-ში მშენებარე კორპუსიდან ქარის დროს სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. სახურავის დაზიანების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში იქვე მცხოვრებმა თამარ გურგენიძემ გამოაქვეყნა. მოქალაქის თქმით, დაზიანდა მისი სახლი. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მას უკვე ესაუბრნენ და ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. თამარ გურგენიძის თქმით, მშენებლობას მისი სახლის მხარეს სამშენებლო უსაფრთხოების დამცავი ბადე არ ჰქონია. საცხოვრებელ კორპუსს მელიქიშვილის 77-ში შპს „ელგიგა“ …

სამინისტრო გონიოში 48 ჰექტარ მიწას აუქციონზე გასაყიდად გაიტანს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებს წლის ბოლომდე აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გონიოს განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. „ავიღეთ პოლიგონის მარცხენა მხარე, რომლის დაგეგმარებასაც ვაპირებთ. ახლა აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც გლობალურ დაგეგმარებას გააკეთებენ. არ არის ადვილი …

ენძელა მაჭავარიანი: სირცხვილი არ არის საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე

პარლამენტარმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ბათუმელი სტუდენტის განცხადების შესახებ მისი ლექტორის, „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან სექსუალური შევიწროებაზე. „რა მნიშვნელობა აქვს ვისი წევრია, როგორც კანონი ითვალისწინებს, ისე უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კანონი მიღებული გვაქვს და კანონი უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ, ვინც კი გნებავთ იყოს. ის ფაქტი, რომ ამ …

საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა

ბათუმის საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა. გადაწყვეტილება დღეს, 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ მთავრობა  კლუბის პირდაპირი წესით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებს. “ლამინი ჯგუფს” კლუბს 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ, სანაცვლოდ კი ისინი ყოველწლიურად 100 000 ლარს გადაიხდიან ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამას გარდა, …

ბათუმში ნონეშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

დღეს, 24 მაისს, ადრე დილით ნონეშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში ხატებს გაუჩნდა. “ბებიას სანთელი დაუტოვებია ანთებული, თვითონ სადღაც წასულა. ცეცხლი გაჩნდა და ბინა დაკვამლიანებული იყო. ბინაში  ხანძრის დროს 17 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ეძინა,”- უყვება “ბათუმელებს” ერთ-ერთი თვითმხილველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო

ბათუმის „დინამო“ დღეს, 23 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე მატჩი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა. პირველ ტაიმში, მატჩის მეშვიდე წუთზე ბათუმის დინამოს შანსი ჰქონდა გოლი გაეტანა. მამუჩაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან, ნიკა საბანაძეს ბურთი გადააწოდა, საბანაძემ კარში დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და „ჩიხურას“ კარი გადარჩა. მე-17 წუთზე ბათუმის “დინამოს” …

52 წელი ერთი საკერავი მანქანით [ფოტო]

ისინი თავის პროფესიაზე მშვიდად და აუღელვებლად საუბრობენ. საუბრობენ ისე, რომ კერვას არ წყვეტენ და მათი ხმა საკერავი მანქანის ხმას ერევა. ისინი მკერავები არიან, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიის ადამიანები, ვისთანაც ორიგინალური ჩაცმა და საკუთარ გარდერობში ცვლილების შეტანა სიამოვნებას ანიჭებს. ავთო ვაჩეიშვილი 52 წელია მკერავი ვარ. 1966 წელს დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ არ შემიწყვეტია. თავიდანვე რაღაც …

ბათუმის ბულვარში 15 ათას ლარად ახალი სკვერი მოეწყობა

ბათუმის ძველ ბულვარში, იქ, სადაც იასონ გორდეზიანის ძეგლი დგას, ახალი სკვერი მოეწყობა. სკვერის მოწყობაზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. სკვერი მცირე ზომის იქნება. საპროექტო ტერიტორიაზე 60 კვ.მ. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, იქნება დასაჯდომი სივრცე. სკვერში უკვე დაირგო წითელ ნუსხაში შეტანილი უთხოვარის ჯიშის ხეები. სკვერი თეთრი ფერის დეკორატიული ქვიშით იქნება გაფორმებული, ასევე ღამით დეკორატიულად განათდება. დაგეგმილია …

რა შედეგები გამოიწვია დაცულ ტერიტორიებზე ფასების გაზრდამ

დაცული ტერიტორიების სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებში შესასვლელი ბილეთის ფასი გაზარდა. 3 მაისიდან ტურისტებს უკვე გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ. ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს გიდებმა და ტურისტულმა კომპანიებმა, თუმცა უშედეგოდ. დაცული ტერიტორიების სააგენტო ფასის შემცირებას არ აპირებს. გიდებს კი წინასწარ გაყიდულ ტურებზე, ბილეთების გაზრდილი ფასის გამო თანხის დამატება უწევთ. სოციალურ ქსელში, პროფესიულ ჯგუფებში ორი …

ძველი ბათუმი და ევროპული ინვესტიციები – “ძალა ევროპაშიას” გამოფენა აჭარის მუზეუმში

კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 17 მაისს, აჭარის მუზეუმში გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით “ძველი ბათუმი და ევროპული ინვესტიციები”. გამოფენაზე ძველი ბათუმის ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენა აჭარის მუზეუმის დირექტორმა თამარ ორაგველიძემ გახსნა და იმ ევროპელების შესახებ ისაუბრა, ვინც ბათუმის, როგორც ქალაქის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა კი ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. “ძალა …

სარაგბო კლუბი ბათუმი საქართველოს ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. დიდი ათის ფინალში ბათუმის “ბათუმმა” რუსთავის “ხარები”  ანგარიშით 36:11 დაამარცხა და დიდი 10-ის გამარჯვებული გახდა. პირველი ლელო სიჭინავამ 27-ე წუთზე დადო. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 19:6 იყო. მეორე ლელო ზურა ერისთავმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დადო და საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. ანგარიში 24:6 გახდა. მესამოცე წუთზე რუსთავის ხარებმა პირველი …

ავარია ბათუმში – შეჯახების შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა

ბათუმში, მელიქიშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოყირავდა. ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

„ბათუმი“ VS „ხარები“ – საქართველოს ჩემპიონატის დიდი ფინალი ბათუმში

დღეს,  18:00 საათზე, ბათუმის რაგბი არენაზე 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართება რაგბიში. დიდი 10-ის ფინალში ერთმანეთს ბათუმის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ და რუსთავის „ხარები” დაუპირისპირდებიან . ამ დროისთვის [17:30] სტადიონზე ტრიბუნები თითქმის შევსებულია. გულშემატკივრები რაგბი არენაზე თავიანთი კლუბების საქომაგოდ მივიდნენ. ბოლო შესარჩევი შეხვედრა „ბათუმსა“ და „ხარებს“  შორის 20 აპრილს გაიმართა. ბათუმურმა კლუბმა „ხარები“ ანგარიშით 32:10 დაამარცხა. …

ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს მოუგო ანგარიშით 3:2

დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ანგისის სტადიონზე გამართულ მატჩში 5 გოლი გავიდა. ხუთივე გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა გაიტანეს. სამი სტუმრის კარში, ორიც კი საკუთარში. თამაშის დასასრულს ტაბლოზე 3:2 ანგარიში დაფიქსირდა. თამაშის დაწყებიდან 22-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა თამაშის წესები დაარღვია, რის შემდეგაც თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა. პენალტი ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ შეასრულა და მატჩის …

ბათუმის „დინამო“ თბილისის დინამოს ხვდება – სტადიონი სავსეა

დღეს, 11 მაისს, 21:00 საათზე ბათუმში, ანგისის სტადიონზე „დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ ხვდება. მატჩამდე ერთი საათია დარჩენილი, ტრიბუნები კი გულშემატკივრებით  სავსეა. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო“ ბათუმს 22 ქულა აქვს და ლიდერ „საბურთალოს“ ორი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, იგი მესამე ადგილზეა, 20 ქულა აქვს და „ბათუმის დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩება. გუშინ, 10 მაისს,  პირველ …

Exit mobile version