მთავარი,სიახლეები

ომანის ყურეში ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა – გემზე მყოფი ქართველი მეზღვაური უსაფრთხოდაა

13.06.2019 •
ომანის ყურეში ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა – გემზე მყოფი ქართველი მეზღვაური უსაფრთხოდაა

ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა. CNN-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ორივე გემიდან ეკიპაჟის 44 წევრია ევაკუირებული.

ნორვეგიული ფირმა ფრონტლაინის კუთვნილ, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ერთ-ერთ ნავთობტანკერს Front Altair-ს 75 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა. ის ტაივანისკენ მიცურავდა. ნავთობტანკერზე, რომელზეც აფეთქება მოხდა,  საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაური ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სასტუმროშია დაბინავებული.

მეორე ტანკერი პანამის დროშის ქვეშ მცურავი “Kokuka Courageous” იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა. გემი მეთანოლით იყო დატვირთული. BSM Ship Management-ის ცნობით, ეკიპაჟმა  ცეცხლმოდებული ტანკერი სამაშველო ნავით დატოვა. ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა.

აფეთქება ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე ამ დილით მოხდა. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით ხუთშაბათ დილით  სხვადასხვა დროის ინტერვალით ორი განგაშის სიგნალი მიიღო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: