ურეკში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა “ბათუმელებს” მოქალაქემ მოაწოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები უკვე გასულები არიან შემთხვევის ადგილას. მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა დელფინის სიკვდილის მიზეზი. “გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
“ოცნების” დეპუტატს სუსი 51 380 აშშ დოლარის ქრთამის მოთხოვნას ედავება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან – ზაზა თ-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის …
Continue reading ““ოცნების” დეპუტატს სუსი 51 380 აშშ დოლარის ქრთამის მოთხოვნას ედავება”
დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, დაკავების მიზეზი ზუსტად უცნობია. “ჯერ არაფერი არ ვიცით ჩვენც. 24 საათში გვეცოდინება. ამბობენ, რაღაც მიწის საკითხზეო, მაგრამ დეტალები არ ვიცი ზუსტად. ამბობენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზეა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს,” – ამბობს ნადიმ ვარშანიძე. ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია პარტია “ქართული ოცნებიდან”. …
Continue reading “დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“”
რუსთავი 2 აჭარის რეგიონის ჟურნალისტმაც დატოვა
„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლის პროცესი გრძელდება. დღეს არხი დატოვა თეა ვაშალომიძემ, რომელიც რუსთავი 2-ისთვის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის რეგიონიდან. “მეგობრებო, დროა საჯაროდ გავახმოვანო ჩემი პოზიციაც, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა. რა თქმა უნდა, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და რომელ გუნდთან ერთადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ვარ ამაყი, რომ ბოლო …
Continue reading “რუსთავი 2 აჭარის რეგიონის ჟურნალისტმაც დატოვა”
ელექტრომობილების გაქირავების სერვისი ბათუმში რუსული კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფით
ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა გახდა შესაძლებელი. კომპანია „აიქარის“ ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. „თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მსგავსი სერვისი ხდება უფრო და უფრო პოპულარული. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმშიც იწყებს “აიქარი” ფუნქციონირებას. მომავალი წლიდან ქუთაისში გაიხსნება ახალი ქარხანა და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეძლებს ელექტრომობილების წარმოებას. მისი ნაწილი …
„პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა“ – აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი მრჩეველთა საბჭოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა კონკურსი პროტესტის ფონზე გრძელდება. დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მერაბ წულუკიძემ, გასაუბრებისთვის დათმობილი დრო საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოიყენა. წულუკიძე დირექტორობის კანდიდატად რჩება, თუმცა მან უარი განაცხადა მმართველი საბჭოსთვის ტელევიზიის განვითარების ხედვა და კონცეფცია მესამედ წარედგინა. „ძალიან ვწუხვარ, რომ პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა. მინდა ვთქვა, რომ ის პროცესები, რომლებიც ბოლო თვეებში …
ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს. ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს. „პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით …
Continue reading “ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან”
ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო – რ2-ს პაატა იაკობაშვილიც ტოვებს
რუსთავი 2-ს მიხეილ სესიაშვილისა და დიანა ჯოჯუას შემდეგ კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იაკობაშვილის თქმით, ის ამჟამად შვებულებაშია, თუმცა არხიდან თავისი კოლეგების მსგავსად, მიდის. „აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. …
„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]
20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს. „13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი: “ეთერშია კურიერი 9 საათზე”… მე და ჩემმა კოლეგებმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ, რუსთავი 2 და კურიერი …
Continue reading “„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]”
„გონიოს თასი“ ცხენოსნობაში ნატალია მიშკოვამ მოიგო
გონიოში ცხენოსნობაში გამართული ტურნირი „გონიოს თასი“კაჭრეთის საცხენოსნო კლუბის წევრმა უკრაინელმა ნატალია მიშკოვამ მოიგო. გონიოს თასზე მეორე ადგილი თეონა ლაშხმა დაიკავა, მესამე ადგილი კი – ნიკოლოზ ვეშაპიძემ. ტურნირში სულ 15 ცხენოსანი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბიდან, 2 გოგო და 13 ბიჭი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით „გონიოს თასი“ წელს პირველად გაიმართა და ის ყოველწლიური გახდება. …
Continue reading “„გონიოს თასი“ ცხენოსნობაში ნატალია მიშკოვამ მოიგო”
შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია. სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები და მოქალაქეებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.
მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს
ქობულეთის მცხოვრებთ და ჩასულ ტურისტებს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უჭირთ. ქალაქის მცხოვრებლები, რომლებმაც „ბათუმელებს“ საკითხით დაინტერესება სთხოვეს, ამბობენ, რომ ტრანსპორტი ხშირად აგვიანებს. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია. მოქალაქე სოციალურ ქსელში მგზავრებით სავსე „მარშრუტკის“ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გადაჭედილი ტრანსპორტი ქობულეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე პრობლემის არსებობას ნაწილობრივ ადასტურებს. მერი …
Continue reading “მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს”
რა დროს დასვენებაა? – აქცია გორის მერის განცხადების გამო, რომელიც გონიოში ისვენებს
მას შემდეგ, რაც სოფელ გუგუტიანთკარში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები არ შეუშვეს, მოძრაობის წევრებმა გორის მერიასთან გადაინაცვლეს. აქცია #სირცხვილიას მონაწილეები გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და რუსულ ოკუპაციაზე გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას ქალაქის მერიასთან აპროტესტებენ. გორის მერმა დღეს ონლაინგამოცემა qartli.ge-სთან საუბარში თქვა, რომ შვებულებაშია, გონიოში ისვენებს და გუგუტიანთკარში დასვენების შემდეგ ჩავა. დღეს, 16 …
პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სამხედროები სოფელში 2019 წლის 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და რამდენიმე ძელი აღმართეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 14-15 აგვისტოს, დაწყებული სამუშაოები განაახლეს და ძელებზე ლითონის ბადე გაავლეს. შედეგად, ორი ოჯახის ქონება, რომლებსაც სახლები აგვისტოს ომის დროს დაენგრათ, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. ამ დრომდე, 16 აგვისტო, დილის 12:00 საათი, …
ცნობილი მწარმოებლების პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა – კვლევა
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა. momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. …
Continue reading “ცნობილი მწარმოებლების პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა – კვლევა”
სად რა ხდება ბათუმში მომდევნო დღეების განმავლობაში
მომდევნო დღეები ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებეით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა: 16-17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 16 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა …
Continue reading “სად რა ხდება ბათუმში მომდევნო დღეების განმავლობაში “
“ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომელიც რაღაცას განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში” – მაია ცირამუა
“ჩემთვის ეს წიგნი არის ამბებზე და ეს ამბები ორი ტიპის – ცუდი და კარგი ამბები. ამბები, რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში და შეიძლება პანდორას ყუთის სინდრომიც კი ჰქონდეს, რომელმაც გახსნით შეიძლება წაგლეკოს. და ასევე ისეთ ამბებზე, რომელიც მთელი ცხოვრება ძალას გაძლევს. ზოგადად, ჩვენ ქალებს ორ რამეს გვახვევენ ხოლმე თავს: ერთი – სულ ცდილობენ …
15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა
ხვალ, 15 აგვისტოს, დილის ათ საათზე, ბათუმის მერია რივიერას პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. ეს პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს. “საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა განაშენიანების …
Continue reading “15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა”
გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2970-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა
გამოცდების ეროვნულ ცენტრში შედეგების აპელაციის მოთხოვნით აბიტურიენტებმა 2970-მდე განაცხადი შეიტანეს. Naec.ge-ს ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად აბიტურიენტებმა ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების ხელახალი შეფასებისთვის შეიტანეს. ყველაზე ნაკლები სააპელაციო განაცხადი სახვით და გამოყენებით ხელოვნების და გერმანული ენის გამოცდის შედეგებზე შევიდა. სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.
რვაფეხას ღობე მოხსნეს, კაფეს აღდგენა დასრულდა [ფოტო]
კაფე “ფანტაზიას”, იგივე „რვაფეხას“ რეაბილიტაცია დასრულდა. ნაგებობას სამშენებლო ღობე მოხსნეს და მისი დათვალიერება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნახეთ, როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა გარედან და შიგნით. ამავე თემაზე: რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით
ვასაძემ და სხვებმა ბათუმში დიდგორობა აღნიშნეს [ფოტო]
დღეს, 12 აგვისტოს, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა დიდგორობა აღნიშნა ბათუმში. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გავლით იუნკრების საფლავთან გადაინაცვლა. სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მსვლელობაში მონაწილეობას, იუნკრების საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს. მსვლელობას წინ მიუძღოდა რამდენიმე ცხენოსანი და ჩოხებში ჩაცმული კაცები.
დღეიდან პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის იკეტება
დღეიდან, 12 აგვისტოდან, პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 1 წლითა და 5 თვით იკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. “პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისათვის დაიკეტება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
“გადადგეს საქართველოს მთავრობა” – ორი კაცის შიმშილობა ბათუმში
“გადადგეს საქართველოს მთავრობა, შეწყდეს ძალადობა თავისუფალ მედიაზე,”- ამ მოთხოვნებით ბსუ-ს მეცნიერ თანამშრომელი უჩა ოქროპირიძე მეხუთე დღეა ბათუმში შიმშილობს. ოთხი დღის წინ უჩა ოქროპირიძის მოთხოვნებს შეუერთდა მხატვარი ჯონი ჯიჯეიშვილი. მათ ბათუმის დრამატული თეატრის წინ აქვთ კარავი გაშლილი. “ვითხოვ საქართველოს მთავრობის გადადგომას, რადგანაც ის, ფაქტობრივად, არ არსებობს. საკუთარ არარსებობას ის ვერ გრძნობს. 20 ივნისს თავის არარსებობას დაუსვა წერტილი,” …
Continue reading ““გადადგეს საქართველოს მთავრობა” – ორი კაცის შიმშილობა ბათუმში”
გომარდულში მოხალისეებისთვის ბანაკი მოეწყო
ავტორი: მარიამ მუთიძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებისთვის 2-4 აგვისტოს შუახევში, კურორტ გომარდულში, საზაფხულო ბანაკი მოეწყო. საზაფხულო ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ძირითადი საკითხების შესახებ, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; თავისუფალი აზრის გამოხატვისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. პირველ დღეს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქენდალ დობინსი მონაწილეებს ესაუბრა ადვოკატირებაზე. საღამოს გაიმართა ფილმის – „დამალული ფიგურების“ …
Continue reading “გომარდულში მოხალისეებისთვის ბანაკი მოეწყო”
შავი ზღვა ქიმიურად დაბინძურებულია, თუმცა საქართველოს სანაპიროები – არა
შავი ზღვა სახიფათო ქიმიური ნივთიერებებითაა დაბინძურებული. “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი ზღვის დაბინძურებას ხუთი ფაქტორი განაპირობებს. შავი ზღვა ბინძურდება მუნიციპალური ნარჩენი წყლებით, მაგალითად, ანტიბიოტიკების, ბიოციდების, პლასტიზატორების, აალების საწინააღმდეგო და პირადი ჰიგიენის საშუალებების ზღვაში მოხვედრის შემდეგ. მეორე დამაბინძურებელი ფაქტორია სამრეწველო ნარჩენი წყლები, რომლებშიც ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრია. შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს …
Continue reading “შავი ზღვა ქიმიურად დაბინძურებულია, თუმცა საქართველოს სანაპიროები – არა”
რას გვიბრუნებს უკან ზღვა შტორმის შემდეგ
ბათუმის ბულვარი და პლაჟი ყოველი შტორმის შემდეგ ზღვიდან გამორიყული ნარჩენებით იფარება. პლასტმასის ბოთლები, თუნუქის ქილები, ერთჯერადი ჭიქები, სიმინდის ნარჩენები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენებისა, რასაც ზღვა უკან, ნაპირზე აბრუნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება სანაპირო შტორმის შემდეგ.
სად და როდის გაიმართება შუამთობა აჭარაში
აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში. ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში. რაც შეეხება შუახევის …
ლარის კურსის გაუფასურების ქრონიკა
დღეს, 1-ელ აგვისტოს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 აშშ დოლარი 3 ლარი ღირს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 30 ივლისს ლარის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირებით და “ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერით” ახსნა. ლარის გაუფასურების ქრონიკა 2013-2019 2012 წლის ოქტომბერში, ანუ მაშინ, როდესაც ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა, ლარის ოფიციალური …
როგორ ცხოვრობენ ყოფილი მეზღვაურები ხმელეთზე
მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. გარდა მაღალი ხელფასისა, მეზღვაურები ბევრს მოგზაურობენ და თავიანთი ცხოვრების მანძილზე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოვლას ახერხებენ. თუმცა, როცა მეზღვაურები ასაკში შედიან, სირთულეები იწყება. წლების მატებასთან ერთად ნელ-ნელა რთულდება პრესტიჟულ საზღვაო კომპანიებში დასაქმება. ასაკოვან მეზღვაურებს უწევთ ნაკლებანაზღაურებად და ნაკლებად პრესტიჟულ გემებზე მუშაობა. ეს კი, რიგ შემთხვევებში, ნიშნავს გემთმფლობელების მხრიდან …
Continue reading “როგორ ცხოვრობენ ყოფილი მეზღვაურები ხმელეთზე”
„ქართუმ“ ბათუმში ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო
ბათუმში, გამსახურდიას N35-ში მდებარე წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 700 ათასი ლარია და მას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. პროექტის განხორციელების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელმაც რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს შეიძინა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა …
Continue reading “„ქართუმ“ ბათუმში ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო”
პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან რამდენიმე ტომარა კანაფი ამოიღო
პოლიციამ ხარაგაულში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად 57 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი“, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ ამოიღეს. ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 …
Continue reading “პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან რამდენიმე ტომარა კანაფი ამოიღო”
სტეფანოვკის სასაფლაოზე ბილიკები და საფლავები ეკალ-ბარდითაა დაფარული
სტეფანოვკის სასაფლაოზე საფლავებამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, ბილიკები ბალახითა და ეკალ-ბარდითაა დაფარული. სასაფლაო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარეობს და ბათუმს ეკუთვნის. შესაბამისად, მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. სასაფლაოს გასწვრივ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთ მხარეს, ფაქტობრივად არ არსებობს ტროტუარი და იქ გავლა ფეხით მოსიარულეთათვის შეუძლებელია. იქ, სადაც, წესით, ტროტუარი უნდა იყოს, მაღალი ბალახი და ამოთხრილი მიწის …
Continue reading “სტეფანოვკის სასაფლაოზე ბილიკები და საფლავები ეკალ-ბარდითაა დაფარული”
შავი ზღვის ჯაზფესტივალი “ინკოგნიტომ” დახურა
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 20 ივლისს ბრიტანულმა ჯგუფმა Incognito-მ დახურა. See more Incognito ბრიტანეთში 1979 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის სოლისტი და სულის ჩამდგმელი ჟან-პოლ მონიკია. ბენდს 46 სინგლი, 17 სტუდიური და 2 ცოცხალი შესრულების ალბომი აქვს.
დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 12 100 აშშ დოლარის მითვისება ედება
აჭარაში თანხის მითვისების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მოქალაქემ მისთვის უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოსაყვანად 12 100 აშშ დოლარი ჩაურიცხა, თუმცა დაკავებულმა აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 12 100 აშშ დოლარის მითვისება ედება”
აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ გასულ კვირას გაზრდილი ხელფასები შეიმცირა
„ძალადაკარგულად ჩაითვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, – წერია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახლახანს გამოაქვეყნა. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება აღარ გაიზრდება. 11 ივლისის დადგენილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ გასულ კვირას გაზრდილი ხელფასები შეიმცირა”
რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა იმოგზაურეს ივნისის თვეში საქართველოში
ივნისში ყველაზე მეტი, 212 981 ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი 167 529 ვიზიტორი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 156 117 ვიზიტორი თურქეთიდან, 148 792 ვიზიტორი სომხეთიდან, 57 837 ვიზიტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, 28 125 უკრაინიდან და 22 674 ისრაელიდან. ივნისის თვეში საქართველოში ასევე იმოგზაურეს საუდის არაბეთის, ირანის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის …
Continue reading “რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა იმოგზაურეს ივნისის თვეში საქართველოში”