დღეიდან ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია პლაჟზე, ანბანის კოშკის წინ, დღის 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ასევე ორ საათზე დაიწყება და ხუთ საათამდე გაგრძელდება ფრანების შოუ. ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობებია გათვალისწინებული. ფესტივალი გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.
სრული პროგრამა ნახეთ აქ:
- 14:00-17:00 Stig (DJ)
- 14:00-17:00 ფრანების შოუ
- 14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
- 17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
- 20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
- 20:20 – 20:25 დღის ფერადი ფეიერვერკი
- 21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
- 22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
- 22:00 – 22:30 ფრანების შოუ
- 22:40 – 23:00 ღამის ფეიერვერკი
- 00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ
„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.