მთავარი,სიახლეები

კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

08.06.2019 • 4894
კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

9 წლის ბათუმელი მოჭადრაკე, კესარია მგელაძე, 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.
კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გზით ის პირველი გოგო გახდა ბათუმიდან, რომელმაც 9 წლის ასაკში მსგავს წარმატებას მიაღწია.

ნახეთ კესარია მგელაძის შესახებ “ბათუმელების” მიერ მომზადებული ვიდეო:

9 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ბათუმიდან

9 წლის კესარია მგელაძე პირველი გოგოა აჭარიდან, რომელმაც ამ ასაკში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი და ვიცე ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. კესარიას წინ საქართველოს ჩემპიონატი ელის, სადაც ათ წლამდე გოგონათა შორის იასპარეზებს. ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, ვერცხლის მედალოსანი კი ევროპის ჩემპიონატზე.? ვიდეო: მანანა ქველიაშვილი

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: