“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე, რივიერას გადასარჩენად ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. „არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები. „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი აუნთო ქალაქის თვიმმართველობამ. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი, საიდანაც ქალაქი ნიავდება და ხედავს …

აჭარაში 23 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 161 აბი „სუბოქსინის“ გარდა  ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი. დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ი.ბ. რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და გოდერძიზე

ბეშუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და საზაფხულო კურორტი დამსვენებლებს ელის. უნიკალური ჰავითა და ადგილმდებარეობით გამორჩეულ ბეშუმში დასვენება მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი. მაგრამ თუ მთასთან ერთად კომფორტიც გჭირდებათ, მაშინ საკმაო თანხის დახარჯვაც მოგიწევთ. მაგალითად, ერთი ღამის გათევა 20 -50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თუ ოჯახით გსურთ გარკვეული პერიოდით დასვენება, კოტეჯის დაქირავება დღეში, საშუალოდ, 90-100 ლარია. ბეშუმში შეგიძლიათ დაიქირაოთ კოტეჯი, …

რატომ ხმება წიწვოვანი ტყე აჭარაში

აჭარის მაღალმთიანეთში წიწვოვანი ტყე ხმება. ხმობის პროცესი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში თვალნათლივ ჩანს. მაგალითად, წიწვოვანი ხეები გამხმარია შუახევში, სოფელ ნენიაში. ხეები ასევე ხმება სოფლებში: ღურტაში, ჩანჩხალოში, ყინჩაურში. გამხმარი ტყის მასივის ნაწილი იმ არეალშია, სადაც „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბები გაჰყავთ. ადგილობრივი მოსახლეობა ხეების ხმობას სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს.  თუმცა „აჭარისწყალი ჯორჯია“, კომპანია, რომელიც „შუახევი ჰესს“ …

ტუსკი ბათუმის კონფერენციაზე: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში წელს მეათედ იმართება, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ თავისი გამოსვლა უკვე დაასრულა. მან თქვა: „აღმოსავლეთ პარტნიორობა ყოველთვის იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო, რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა. სწორი მართლმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმება მის …

რა პრობლემები აქვს “შუახევი ჰესის” არეალში მცხოვრებ მოსახლეობას

„შუახევი ჰესი“ 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. ზემო აჭარის სოფლებში – გორხანაულში, ყინჩაურში, წაბლანში, მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ღურტაში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვისაც უშუალოდ შეეხო „შუახევი ჰესის“ მშენებლობა, ამბობენ რომ ჰესმა მათი საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა ან დააზიანა. ნახეთ, რას ჰყვებიან ადგილობრივები და რას პასუხობს კომპანია. ამავე თემაზე: „შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა …

Black Sea Sound-ის ფარგლებში ბათუმში ქუჩის კონცერტები გაიმართება

26-28 ივლისს ბათუმში მუსიკალური ფესტივალის Black Sea Sound-ის ფარგლებში ქუჩის კონცერტები გაიმართება. მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების თუ სოლოშემსრულებლების მოსმენა ქუჩაში, უფასოდ შეეძლება. მუსიკოსებს, რომელთაც სურთ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, შეუძლიათ ეს სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ. ფესტივალი აანაზღაურებს მუსიკოსების მგზავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკით. მუსიკალური ფესტივალი Black Sea Sound-ი 2014 წელს, ბათუმში დაარსდა. მისი მიზანი ქართველი ხელოვანების, განსაკუთრებით …

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში ახალ კამპუსს და სკოლას აშენებს

ბათუმში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ახალ კამპუსს და სკოლას ააშენებს. მშენებლობის პრეზენტაცია დღეს, 10 ივლისს, გაიმართა. “კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი სრულიად ჯდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების ქალაქების კონცეფციაში, რომელიც გულისხმობს ერთ სივრცეში როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ლაბორატორიების არსებობას,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ პრეზენტაციაზე. …

ბახტაძე პუტინის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში საქართველოს დადანაშაულებაზე

პუტინის განცხადებას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. „სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი …

ბათუმში განათლების მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლის დროს ბანერი ჩამოვარდა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ირინე აბულაძის სიტყვით გამოსვლისას ბანერი ჩამოვარდა. ინციდენტი დღეს, 10 ივლისს, ბათუმში,  კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციის დროს მოხდა. მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ირინე აბულაძე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა: “ეს მივიღოთ როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, …

„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები

„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და  ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“  ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“  2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. „ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე …

ბათუმში მეზღვაურთა დღე 12 ივლისს აღინიშნება

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 25 ივნისის ნაცვლად ბათუმში 12 ივლისს აღინიშნება. კადეტთა და მეზღვაურთა ტრადიციული საზეიმო მსვლელობა დილის 9:30-ზე დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკიდან მე-11 ნავმისადგომისაკენ. ნავმისადგომზე  გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „მეზღვაურთა სკვერი“. მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში   საინტერესო და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. დღის ბოლოს კი  სუხიშვილების კონცერტი გაიმართება. ამავე თემაზე: ბათუმში მეზღვაურთა დღის …

რა მოხდა რუსთავი 2-ზე “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში [მოკლედ]

დღეს, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ჟურნალისტის ამ მონოლოგს საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. გიორგი გაბუნიას გაემიჯნა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ფეისბუქ ლაივში თქვა რომ ის “არ აპირებს პუტინის …

მათი ასი წელი

აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს – 33 ქალი და 1 კაცი. მათგან ყველაზე უხუცესი 114 წლისაა, ფიქრიე ირემაძეა და ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. გასული ერთი თვის განმავლობაში „ბათუმელები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს ხვდებოდა.  გთავაზობთ მათ ისტორიებს მოკლედ. 101 წლის აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე 101 წლისაა. ცხოვრობს ქედაში. ჰყავს ოთხი შვილი …

დღეს აჭარაში ასი წელი 6 ადამიანს შეუსრულდა, მათ შორის მხოლოდ 1 კაცია

დღეს, 1 ივლისს, აჭარაში 6 ადამიანს – ფატყუმე გელაძეს, ფატი საგინაძეს, შადიე ცეცხლაძეს, ნინა შაინიძეს, აიშე დეკანაძეს და ამირან ბოლქვაძეს  ასი წელი შეუსრულდა. მათგან ხუთი ქალია და ერთი კაცი. ყველა მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კაცი ასი წლის გახდა. აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი …

სირცხვილია – აქცია ბათუმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. იდენტური იყო  მთავარი მოთხოვნაც – გადადგეს გიორგი გახარია. აქციას, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიცია ავტომობილებიდან ადევნებდა თვალყურს. აქციის დროს ბათუმში კოკისპირულად …

“სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

“სისხლიანი 9+7 წელი”, “გახარია წადი”,  “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია,” “აჯანყდი, რადგან შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს,” – ბათუმის ქუჩებში წუხელ ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა. სტენსილის ავტორები ამ ფორმით 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურებიან. დღეს, 29 ივნისს ბათუმში, 19 საათზე, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების …

ქართველი მეზღვაურები ოკუპაციის წინააღმდეგ ღია ზღვიდან

ქართველი მეზღვაურები ღია ზღვიდან ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან.  “ნუ მაბრმავებ”, “რუსეთი ოკუპანტია,” – წერია პლაკატებზე, რომლითაც მეზღვაურები ოკუპაციას აპროტესტებენ. “ჩვენ მეზღვაურები გამოვხატავთ პოზიციას ოკუპაციის წინააღმდეგ, არ გვაქვს შესაძლებლობა ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი ხალხია. არ გვაქვს არანაირი სურვილი ეს სოლიდარობა და ჩვენი პოზიცია განხილული იქნეს პოლიტიკურ ჭრილში, აპოლიტიკურები ვართ. უბრალოდ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ისევე როგორც ნახევარი საქართველო,” …

ირინა ტორონჯაძის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 27 ივნისს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „უბრალოდ“. გამოფენაზე მხატვრის მიერ  ჟანრობრივად განსხვავებული ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. „სიყვარულზეა ჩემი ნახატები. სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს, მე ასე ვფიქრობ და ჩემი შემოქმედება არის სიყვარულის ინტერპრეტაცია,” – ამბობს „ბათუმელებთან“ მხატვარი. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. ბოლო წლების …

2:2 – “დინამო” ბათუმისა და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში,  ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შეხვდა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი გოლი პირველ ტაიმში მატჩის მერვე წუთზე გავიდა და მისი ავტორი „ტორპედოს“ ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე იყო. მეთოთხმეტე წუთზე მოედანზე მაყურებელი შევარდა და თამაში რამდენიმე წამით შეფერხდა. პირველი გოლიდან მალევე, მე-18 წუთზე, …

200 ათასი ტურისტი ისრაელიდან – ისრაელის სახლის ხელმძღვანელის პროგნოზი

საქართველოში ისრაელის სახლის ხელმძღვანელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ამბობს, რომ წელს ისრაელიდან საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება და 200 ათასს მიაღწევს. „2018 წელს 150 ათასი ტურისტი ჩამოვიდა ისრაელიდან. ჩვენ გვჯერა, რომ წელს იქნება 200 ათასი. 200 ათასი ტურისტი უდრის 200 მილიონ დოლარს – ეს არის შემოსავალი მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოს ბიუჯეტში. ეს არის ჩვენი წვლილი …

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღნიშვნა გადაიდო, ნახეთ როგორ აღინიშნებოდა წინა წლებში [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურთა დღისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება გადადო. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა დღედ 2011 წელს გამოაცხადა. წელს მეორე შემთხვევაა, როცა ეს დღე ბათუმში საზეიმოდ არ აღინიშნება. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არ აღუნიშნავთ არც 2015 წელს, თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისს …

რას ამბობენ საკრუიზო გემზე დასაქმების მსურველები გასაუბრებაზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკრუიზო გემებზე დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესი დაიწყო. გასაუბრებას „ქოლუმბია შიფმენეჯმენტის“ წარმომადგენლები პირადად ატარებენ. გასაუბრება ბათუმში გაგრძელდება ხვალ, 25 ივნისსაც, შემდეგ კანდიდატებს კი სკაიპით გაესაუბრებიან. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა 20-მდე ადამიანთან მოახერხა გასაუბრება. გასაუბრებაზე მისული კონკურსანტები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთა უმრავლესობას განაცხადი ბარმენის ან მიმტანის პოზიციაზე აქვს  შეტანილი. „ჩემი ოცნება ზღვაზე წასვლა იყო, მაგრამ ისე …

ელენე ხოშტარია: გახარიას არ აქვს უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს,  „ევროპული საქართველო“ ეხმიანება. „ეს გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ უკან დაახევინოთ ქართულ ოცნებას და მიაღწიეთ სამართლიან პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოს და ყველა მომდევნო მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება …

87 განაცხადი საკრუიზო გემზე 50 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საკრუიზო გემებზე დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა. პირველ ეტაპზე, რომელიც 50 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული, 87 განაცხადი შევიდა. შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებას „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ წარმომადგენლები ხვალ და ზეგ, 24-25 ივნისს ჩაუტარებენ. „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით, მომდევნო ორი წლის მანძილზე  საქართველოს 1000 მოქალაქეს საკუთარ გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე 50 ადამიანის დასაქმება საკრუიზო გემებზე  იგეგმება. …

არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ახალგაზრდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ გამოდიოდნენ, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის ყოფილი შენობისკენ. ———————————————– ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და …

სამშენებლო კომპანია ყველა კლიენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოსთხოვს

სამშენებლო კომპანია Horizons Batumi საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, მის მიერ აშენებულ ბინას ვერავინ შეიძენს. “Horizons Batumi-ს კომპლექსში არსებულ ბინას ვერ შეიძენს ვერცერთი ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელმოწერით არ დაადასტურებს ჩვენს კონტრაქტში გათვალისწინებულ პუნქტს, რომელიც გულისხმობს, რომ მხარეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიიჩნევენ …

რა მოხდა 20 ივნისს – ყველაფერი საპროტესტო აქციაზე

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავებულია ათეულობით სამოქალაქო პირი. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც. 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Netgazeti.ge-ზე. მოვლენების  ქრონოლოგია [checklist] ყველაფერი დაიწყო …

საგარეო უარყოფს, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. “გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისივე თქმით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის …

რას ჰყვებიან შვილიშვილები ბაბუებზე – წითელი ტერორის კვალი 80 წლის შემდეგ 

მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – წინაპრები, რომლებიც არასდროს უნახავთ და რომელთა ბედსაც დღემდე მტკივნეულად განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტალინურ რეპრესიებს თითქმის ერთი საუკუნე გვაშორებს, ოჯახებს სისხლიანი ტერორის დროს განცდილი დღემდე ახსოვთ. ნუგზარ მგელაძე 47 წლისაა. მისი ბაბუა, მევლუდ მგელაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს. „მამაჩემისგან ვიცი, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. არავითარი …

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 1000 მოქალაქეს დაასაქმებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო კომპანიასთან, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ შეთანხმება მიღწეულია და კომპანია მომდევნო ორ წელიწადში თავის გემებზე 1000 ადამიანს დაასაქმებს. „ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელსაც, ვფიქრობ, წარმატებით ჩავატარებთ. 2019-2020 წლის განმავლობაში კომპანიის გემებზე 1000 ადამიანი შეძლებს მუშაობას,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი. პროექტის პირველი ეტაპი 10 ივნისს დაიწყო. „ქოლუმბია …

საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში ბათუმში

ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს, 16 ივნისს, ბათუმში  საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში გაიმართა. გოგოებმა მარში ევროპის მოედნიდან  დაიწყეს, მემედ აბაშიძის ქუჩა გაიარეს, შემდეგ პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან მივიდნენ, მსვლელობა კი ბათუმის დელფინარიუმთან დაასრულეს. ქალთა ეკონომიკური ფორუმის მთავარი გზავნილი იყო „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ და ის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა. …

განახლებაში მოსახლეობა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს

დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი განახლებაში დაგეგმილი ქარხსნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი კერძო კომპანია გეგმავს ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს. სოფელში კი ამბობენ რომ დასახლებულ პუნქტში მსგავსი ტიპის ქარხნის აშენება დაუშვებელია. “ქარხანა კარგია, მაგრამ არა სოფელში, არამედ დაუსახლებელ ადგილას უნდა გააკეთონ. მსგავსი ტიპის ქარხნები მჭიდროდ …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ფეისბუქის ყალბი ანგარიშებით ხალხს ფულს სძალავდა

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქგვერდი“ შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. შსს-ს თანახმად, დაკავებულმა, ჯამში, 8 000 ლარი მიითვისა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური …

ლოკომოტივი – დინამო ბათუმის შეხვედრა 1:0 ანგარიშით დასრულდა

დღეს, 15 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა. გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა.  რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმის მიწურულამდე ანგარიში 0:0 იყო. მხოლოდ თამაშის 89 -ე წუთზე შეძლო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიხარულიძემ გოლის გატანა და ანგარიში 1:0 გახდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ. მიუხედავად “დინამო” ბათუმის მცდელობისა,  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სწორედ 1:0 …

პანდა პლაჟზე – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის აქცია ბათუმში

ბათუმის პლაჟზე გიგანტური პანდა გამოჩნდა. პანდას გამოჩენა  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა. „ბუნებრივი რესურსების ზომიერი მოხმარებით, შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს ბუნება“ – ასეთია კამპანიის მთავარი გზავნილი. დღეს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი მიმდინარეობს, სწორედ ფესტივალის ტერიტორიაზეა ინსტალაცია, რომელზეც დაინტერესებულ მოქალაქეს სხვადასხვა ინფორმაციის ამოკითხვა შეუძლია. მაგალითად, ის რომ …

Exit mobile version