მთავარი,სიახლეები

 მითხრეს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დავწერო – ბათუმის თეატრის კომერციული მენეჯერი 

13.06.2019
 მითხრეს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დავწერო – ბათუმის თეატრის კომერციული მენეჯერი 

ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს მიმართავს. თენგიზ სურმანიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება თორნიკე რიჟვაძემ და მაია ხაჯიშვილმა დაგეგმეს.

“ხო მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი ბათუმის დრამატული თეატრიდან განთავისუფლების შესახებ? “მალადეც”.  შენ “ზონდეროვიჩი” ხარ და ეს არ განიხილება, თქვენ მაია, რატო იქეცით “ზონდერად”? ის რო უნამუსოა, უსუსური და არა ადამიანური გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს არ გამკვირვებია. მაგრამ თქვენ, “მინისტრო”, ან ქალის, ან დედის, ან შვილის, ან საერთოდ ადამიანის გრძნობა არ გაგაჩნიათ?! თუ თანამდებობისთვის დათმეთ? ღმერთის არ გეშინიათ?! ცოდვა მადლის მცნება თქვენთვის უცხოა ალბათ. ოჯახები გყავთ? შვილები, მეუღლეები. ტუტუცები ხართ და არ ფიქრობთ ხვალინდელ განსაცდელზე თქვენი ტუტუცური გადაწყვეტილების მიზეზით რო მოგივიდეთ. მიმიფურთხებია მე თქვენი ორივესი ღირებულებებისთვის. დადექით ორივემ ერთად გოდერძის უღელტეხილზე და გამოექანეთ,” – წერს ფეისბუქზე თენგიზ სურმანიძე.

“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა თენგიზ სურმანიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ფეისბუქზე, მის პირად პროფილზე, დაწერილი პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის.

“ბრძანების დაწერას აპირებდნენ, მაგრამ მანამდე შემომთავაზეს განცხადება ჩემი სურვილით დამეწერა,” – უთხრა თენგიზ სურმანიძემ “ბათუმელებს”.

“ბათუმელები” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბრძანება თენგიზ სურმანიძის გათავისუფლების შესახებ, არ არის დაწერილი.

 


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: