მთავარი,სიახლეები

გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2970-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა

14.08.2019 • 1562
გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2970-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა

გამოცდების ეროვნულ ცენტრში შედეგების აპელაციის მოთხოვნით აბიტურიენტებმა 2970-მდე განაცხადი შეიტანეს.

Naec.ge-ს ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად აბიტურიენტებმა ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების ხელახალი შეფასებისთვის შეიტანეს.

ყველაზე ნაკლები სააპელაციო განაცხადი  სახვით და გამოყენებით ხელოვნების და გერმანული ენის გამოცდის შედეგებზე შევიდა.

სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: